დარგებიმემცენარეობა

კორ­პის მუ­ხა – Quercus suber  L.

კორ­პის მომ­ცემ მერ­ქნი­ან მცე­ნა­რე­თა შო­რის, კორ­პის მუ­­ხას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭ­ირ­ავს. კორ­პი (სა­ცო­ბი) კორ­­­­პის ხის ღე­რო­სა და ტო­ტებ­ზე ფე­ნე­ბად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მფა­რა­ვი ქსო­ვი­ლია.

გა­ნას­ხვა­ვე­ბენ კორ­პის რბილ და მა­გარ ფე­ნას. რბი­ლი ანუ მე­ორ­ა­დი ფე­ნა, პირ­ვე­ლა­დი მა­გა­რი ფე­ნის აღ­ებ­ის შემ­დეგ ვი­თარ­დე­ბა. მე­ორ­ა­დი ფე­ნა უფ­­რო მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნია და და­სა­მუ­შა­ვე­ლა­დაც ად­ვი­ლია.

კორ­პის ფე­ნის რო­ლი მცე­ნა­რის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ძლ­ი­­ერ დი­დი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ის მცე­ნა­რეს იც­ავს ზედ­­მე­ტი აორ­თქლე­ბის, სო­კო­ვა­ნი და­ავ­ად­ებ­ის და მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ან­ებ­ის­აგ­ან, ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვა­ლე­ბა­დო­ბი­სას ზედ­­მე­ტი გა­და­ხუ­რე­ბი­ს ან გა­და­ცი­ვე­ბი­სა­გან.

კორპს თა­ვი­სი ძვირ­ფა­სი ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის გა­მო, უძ­ვე­ლე­სი დრო­იდ­ან ფარ­თოდ იყ­ენ­ებ­დნენ. კორ­პი სით­ბოს, სი­ცი­ვის და ელ­ექ­ტრო­ობ­ის ცუ­დი გამ­ტა­რია. მი­სი კარ­გი ელ­ას­ტი­ურ­ო­ბა, სიმ­სუ­ბუ­ქე, სით­ბო­სა და გა­ზე­ბის გა­ნუ­ვა­ლო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მის უჯ­რე­დებ­ში სუ­ბე­რი­ნის შემ­ცვე­ლო­ბით. კორ­პის ქი­მი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის, რომ კორ­პზე არ მოქ­მე­დებს სუს­ტი მჟა­ვე­­ბი და ტუ­­ტე­ე­ბი. ამ­ა­ვე დროს, არც თვი­თონ ახ­დენს რა­ი­მე არ­ას­ას­ი­ამ­ოვ­ნო გავ­ლე­ნას ის­ეთ პრო­დუქ­ტებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: ღვი­­ნო, არ­ა­ყი, შამ­პა­ნუ­რი, ლუ­დი, რძის ნა­წარ­მი, მი­ნე­რა­ლუ­­რი წყლე­ბი, წამ­ლე­ბი და სხვა.

ამ თვი­სე­ბე­ბის გა­მო კორპს წარ­მა­ტე­ბით იყ­ენ­ებ­ენ ღვი­ნო-არ­აყ­ის წარ­მო­ებ­ა­ში სა­ცო­ბად. სა­ნა­ოს­ნო­ და თევ­ზჭე­რის საქ­მე­ში, ფეხ­საც­მე­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბისას, მე­დი­ცი­ნა­ში და სხვა. კორ­პის მუ­ხის ნარ­ჩე­ნე­ბი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლა, ფხვნი­ლის გარ­და, შე­იც­ავს წე­ბო­სა და პლას­ტი­კა­ტორს, რო­მე­ლიც კორ­პის ნა­კე­თო­ბას მეტ ელ­ას­ტი­ურ­ობ­ას აძ­ლევს.

ქარ­ხნუ­ლი წე­სით კორ­პის მშრა­ლი გა­მოხ­დით მი­ღე­ბულ კუპრს, ფე­ნოლს, ლი­ნო­ლე­უმს და სხვა­დას­ხვა ამ­ი­აკ­ურ მა­რილს, დი­დი გა­მო­ყე­ნე­ბა აქვს ტექ­ნი­კა­ში.

კორ­პის მუ­ხა ბუ­ნებ­რი­ვად გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია ხმელ­თა­შუა ზღვის ქვეყ­ნებ­ში. ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ნარ­გა­ობ­ე­ბი აქვთ და კორ­პის პრო­დუქ­ცი­ის ყვე­ლა­ზე დი­დი მწარ­მო­ებ­ელ­ია პორ­ტუ­გა­ლია, ეს­პა­ნე­თი, ალ­ჟი­რი, მა­რო­კო.

თა­ვის სამ­შობ­ლო­ში კორ­პის მუ­ხის ტყე­ე­ბი მეტ­წი­ლად გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია ფერ­დობ და შე­მაღ­ლე­ბულ ბორ­ცვი­ან ად­გი­ლებ­ზე, ის შე­რე­ულ­ია სხვა­დას­ხვა ჯი­შის მცე­ნა­რე­ებ­თან, რო­გო­რი­ცაა ფიჭ­ვი, წაბ­ლი, ზე­თის­ხი­ლი და სხვა.

პირ­ვე­ლად ის ყი­რიმ­ში, ნი­კი­ტის ბაღ­ში, 1819 წელს შე­მო­უტ­ან­ი­ათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კორ­პის მუ­ხის ნარ­გა­ო­ბა პირ­ვე­ლად გა­უშ­ენ­ებ­ი­ათ 1920 წელს, ქუ­თა­ის­ში (ბა­ნო­ჯის მი­და­მო­ებ­ში, ოღ­ას­ყუ­რა­ში). შემ­დეგ გავრ­ცელ­და აჭ­არა­სა და აფ­ხა­ზე­თში.

კორ­პის მუ­ხა მი­ეკ­უთ­ვნე­ბა წიფ­ლე­ბის ოჯ­ახს. იგი მა­რადმ­წვა­ნე ფოთ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რეა, რო­მე­ლიც სი­მაღ­ლით 15-20 მეტ­რამ­დე იზრ­დე­ბა, დი­ამ­ეტ­რით 1 მეტ­რამ­დე აღ­წევს. კორ­პის მუ­ხა თა­ვი­სი მორ­ფო­ლო­გი­უ­რი ნიშ­ნე­ბით, მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა ჩვენ­ში გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი ფო­თოლ­მცვე­ნი მუ­ხი­სა­გან, მას ემ­სგავ­სე­ბა მხო­ლოდ ნა­ყო­ფის ფორ­მის მი­ხედ­ვით.

კორ­პის მუ­ხა ივ­ით­არ­ებს პა­ტა­რა, კვერ­ცხი­სებ­რი მოყ­ვა­ნი­­ლო­ბის ფოთ­ლებს, რომ­ლის ზე­და­პი­რი მწვა­ნე ფე­რი­საა, ქვე­­და მხა­რე კი მო­ნაც­რის­ფრო-მო­თეთ­რო, ხა­ი­ონ­ია. ფოთ­ლე­ბის სი­ცოც­ხლის ხან­გრძლი­ვო­ბა 2-3 წე­ლია, ფო­თოლ­ცვე­ნა გა­ზაფ­ხულ­ზე ხდე­ბა თან­და­თა­ნო­ბით, ე.ი. მა­რადმ­წვა­ნე ფოთ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რეა. კორ­პის მუ­ხის ღე­რო და ტო­ტე­ბი ახ­ალ­­გაზრ­დო­ბა­ში გლუ­ვია, მათ კორ­პის წარ­მოქ­მნა თით­ქმის არ ემ­ჩნე­ვათ. კორ­პის წარ­მოქ­მნა მცე­ნა­რის მთა­ვარ ღე­რო­ზე 8-10 წლი­დან იწ­ყე­ბა და მი­სი ექს­პლო­ატ­აც­ია 200 წლამ­­­დე გრძელ­დე­ბა. კორ­პის მუ­ხის სი­ცოც­ხლის ხან­გრძ­ლი­ვო­ბა 350-400 წელს შე­ად­გენს.

კორ­პის მუ­ხა საკ­მა­ოდ ყინ­ვა­გამ­ძლე მცე­ნა­რეა, მი­სი ყინ­ვა­გამ­ძლე­ო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხნო­ვა­ნე­ბა­ზე, ყინ­ვე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზეც. ას­აკ­ოვ­ა­ნი ხე კარ­გად იტ­ანს 200-მდე ყინ­ვას. ის გვალ­ვა­გამ­ძლე მცე­ნა­რეა. კორ­პის მუ­ხა ნი­ად­აგ­ის­ად­­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მომ­თხოვ­ნი არ არ­ის და გვხვდე­ბა სხვა­დას­ვა ტი­პის ნი­ად­აგ­ებ­ზე, მაგ­რამ უკ­ეთ ხა­რობს მსუ­ბუ­ქი მე­ქა­ნი­კუ­რი შედ­გე­ნი­ლო­ბის, საკ­ვე­ბით მდი­დარ ნი­ად­აგ­ებ­ზე.

კორ­პის მუ­ხა თეს­ლით მრავლ­დე­ბა, მაგ­რამ მი­სი გამ­რავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მყნო­ბი­თაც.

რეზო ჯაბანიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი