ქართულ მეღვინეობას რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება აზარმაცებს
ქართული ღვინისთვის ძირითად საექსპორტო ბაზრებად ისტორიულად პოსტსაბჭოთა ქვეყნები მოიაზრებოდნენ. მიუხედავად ღვინის 8000 წლოვანი უნიკალური ისტორიისა, UNESCO-ს მიერ აღიარებული ქვევრის ღვინის ტექნოლოგიისა და ყურძნის უძველესი და იშვიათი ჯიშებისა, წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ ძირითად ბაზრად ქართული ღვინის ექსპორტისათვის კვლავ რჩება რუსეთი.
ყოფილი დეპუტატმა ლევან კობერიძემ ქართული ღვინის ხარისხთან და ექსპორტთან დაკავშრებულ მრავალმხრივ ხარვეზებზე ბევრჯერ ილაპარაკა, ამჟამად კი ბატონო ლევანი „კომერსანტის“ კითხვებს პასუხობს, თუ რატომ ინარჩუნებს ქვეყნის ყველაზე პერსპექტიული მიმართულება, როგორიც მეღვინეობაა, სარისკო პოზიციებს რუსეთთან მისი დამოკიდებულებით, მიუხედავად საერთაშორისო აღიარების.
_ „რუსეთი ესაა ქვეყანა, რომელმაც პოლიტიკური კაპრიზების გამო, ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება აკრძალოს ქართული ღვინის იპორტი თავის ტერიტორიაზე. ეს ძალიან დიდი რისკი და დიდი პრობლემაა. ჩვენ ამ პრობლემას თითქოს ძალიან კარგად ვითავისებთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ქართული ღვინის ექსპორტის წილი კვლავ კოლოსალურია რუსეთში. ბოლო წლების განმავლობაში ეს მონაცემები არ კლებულობს. ხვალ რუსეთმა რომ ქართულ ღვინოზე შეაჩეროს იპორტი, ჩათვალეთ, რომ მთლიანად დარგი ჩამოიშლება.
რუსეთი ეს არის ბაზარი, რომელიც თავისი მოთხოვნის კლასით არ გამოირჩევა მსყიდველუნარიანობით ფასთან მიმართებაში და ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება არ ახასიათებს ღვინის ხახრისხთან დაკავშირებით. ეს ეხება ნახევრად ტკბილ ღვინოებს, რომელიც ისტორიულად პოპულარულია რუსეთსა და საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ასეთი ღვინო მეღვინეობაში არ ითვლება სრულყოფილ, მაღალი კლასის პროდუქტად. თუ არსებობს ასეთი ნიშა, ის ძალიან პატარა. ეს არის „ალაზნის ველი“, „ქინძმარაული“ _ ის ღვინოები რომელშიც სურვილის შემთხვევაში მეღვინეს დიდი შესაძლებლობა აქვს „არაკეთილსინდისიერების“, ასეთი ბაზარი გვაფუჭებს, როგორც მეღვინეობის ქვეყანას.
რუსეთი მდარე ხარისხის პროდუქციას უშვებს თავის ბაზარზე, ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ საკუთარი სტანდარტების დაცვა. მეღვინეობის თვალსაზრისით, ასეთ ბაზართან დაკავშირება არის სარისკო. მეორე ფაქტორია ის, რომ მეღვინეს არ აქვს უმკაცრესი სტანდარტი, რომ ქვეყნიდან არ გავიდეს ისეთი პროდუქცია, რომელზეც შეიძლება კითხვის ნიშნები გაუჩნდეს ისეტ არაკეთილმოსურნე ქვეყანას, როგორც რუსეთია და რეალური ან მოგონილი სარჩულით შეუძლია გამოაცხადოს აკრძალვა. ეს დიდი დარტყმა იქნება მეღვინესთვის, გლეხისთვის და ბაზრისთვის,“ _ ამბობს ლევან კობერიძე.
წყარო: commersant.ge