აგროტექნოლოგიებიდარგებიმებოსტნეობა

ბადრიჯნის წარმოების ტექნოლოგია

 ბადრიჯნის სამშობლოდ ითვლება სამხრეთაღმოსავლეთ ინდოეთი. საქართველოში იგი იხსენიება მეთორმეტე საუკუნიდან.

ბადრიჯანი ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთწლიანი კულტურაა. მისი თესლი ბრტყელია, მომრგვალო, ღია-ყვითელი ფერის, კანმაგარი.

ბადრიჯნის ფესვთა სისტემა ნიადაგში ზედაპირულად ვრცელდება – მთავარი ფესვიდან დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში. ცალკეული ფესვები ნიადაგში შესაძლოა ერთი მეტრის სიღრმემდე გავრცელდეს.

ღერო სწორმდგომია, მწვანე ფერის. ღეროს წვერი ზოგჯერ მოიისფრო, ან იისფერი შეფერილობისაა. ფოთლები დიდრონია, მწვანე ან მომწვანო-იისფერი. შებუსვილი, ღეროზე მორიგეობით გაწყობილი, ოვალური, ან ოვალურ-წაგრძელებული და წვეტიანი. ყვავილები მარტოული, ან ყვავილედებად შეკრებილია, 2-7 ცალის რაოდენობით. ყვავილი ორსქესიანია. ბადრიჯანი ძირითადად თვითდამამტვერიანებელი მცენარეა, თუმცა შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჯვარედინად დამტვერიანებასაც.

ფორმის მიხედვით ბადრიჯნის ნაყოფები სხვადასხვანაირია: მრგვალი, ოვალური, მსხლისებრი, კვერცხისებრი, ცილინდრული, გრძელი, მოხრილი და ა.შ. ნაყოფები ფერის მიხედვითაც სხვადასხვანაირია: მუქი-იისფერი – თითქმის შავი, ღია იისფერი, მოწაბლისფრო-იისფერი, თეთრი და ა.შ. ნაყოფის სიგრძე ჯიშების მიხედვით 40 სმ-მდე აღწევს, ხოლო ერთი ნაყოფის წონა იწყება 40 გრ-დან.

ქიმიური შემადგენლობა. ბადრიჯნის მწიფე ნაყოფი შეიცავს: ნახშირწყლებს (5,5%), ცილებს (0,9%), ცხიმებს (0,1%), ბოჭკოს (1,3%), ორგანულ მჟავებს (0,2%) და მშრალ ნივთიერებებს (9%). გარდა ამისა იგი შეიცავს B, C, PP, ვიტამინებს, კალიუმს, რკინას, კალციუმს, ნატრიუმს და ფოსფორს.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. ბადრიჯანი თბილი კლიმატის მოყვარული კულტურაა. გადარგვიდან ტექნიკურ სიმწიფებდე სჭირდება 65-85 დღე. თესლის გაღვივებისათვის საჭირო ტემპერატურა 25-დან 30oC-მდე მერყეობს. გადარგვის დასაწყებად ოპტიმალური ტემპერატურა 18ოჩ (როდესაც გავლილია წაყინვების საშიშროება), ხოლო გადარგული მცენარეების ზრდა-განვითარებისათვის – 24-30 წარმოშობა და ბოტანიკური აღწერილობა. ბადრიჯნის სამშობლოდ ითვლება სამხრეთაღმოსავლეთ ინდოეთი. საქართველოში იგი იხსენიება მეთორმეტე საუკუნიდან. ბადრიჯანი (შოლარიუმ მელონგენა ვარ. ეხცულენტუმ) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთწლიანი კულტურაა. მისი თესლი ბრტყელია, მომრგვალო, ღია-ყვითელი ფერის, კანმაგარი. ბადრიჯნის ფესვთა სისტემა ნიადაგში ზედაპირულად ვრცელდება – მთავარი ფესვიდან დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში. ცალკეული ფესვები ნიადაგში შესაძლოა ერთი მეტრის სიღრმემდე გავრცელდეს. ღერო სწორმდგომია, მწვანე ფერის. ღეროს წვერი ზოგჯერ მოიისფრო, ან იისფერი შეფერილობისაა. ფოთლები დიდრონია, მწვანე ან მომწვანო-იისფერი. შებუსვილი, ღეროზე მორიგეობით გაწყობილი, ოვალური, ან ოვალურ-წაგრძელებული და წვეტიანი. ყვავილები მარტოული, ან ყვავილედებად შეკრებილია, 2-7 ცალის რაოდენობით. ყვავილი ორსქესიანია. ბადრიჯანი ძირითადად თვითდამამტვერიანებელი მცენარეა, თუმცა შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჯვარედინად დამტვერიანებასაც. ფორმის მიხედვით ბადრიჯნის ნაყოფები სხვადასხვანაირია: მრგვალი, ოვალური, მსხლისებრი, კვერცხისებრი, ცილინდრული, გრძელი, მოხრილი და ა.შ. ნაყოფები ფერის მიხედვითაც სხვადასხვანაირია: მუქი-იისფერი – თითქმის შავი, ღია იისფერი, მოწაბლისფრო-იისფერი, თეთრი და ა.შ. ნაყოფის სიგრძე ჯიშების მიხედვით 40 სმ-მდე აღწევს, ხოლო ერთი ნაყოფის წონა იწყება 40 გრ-დან. ქიმიური შემადგენლობა. ბადრიჯნის მწიფე ნაყოფი შეიცავს: ნახშირწყლებს (5,5%), ცილებს (0,9%), ცხიმებს (0,1%), ბოჭკოს (1,3%), ორგანულ მჟავებს (0,2%) და მშრალ ნივთიერებებს (9%). გარდა ამისა იგი შეიცავს B, C, PP, ვიტამინებს, კალიუმს, რკინას, კალციუმს, ნატრიუმს და ფოსფორს. დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. ბადრიჯანი თბილი კლიმატის მოყვარული კულტურაა. გადარგვიდან ტექნიკურ სიმწიფებდე სჭირდება 65-85 დღე. თესლის გაღვივებისათვის საჭირო ტემპერატურა 25-დან 30oC-მდე მერყეობს. გადარგვის დასაწყებად ოპტიმალური ტემპერატურა 18 oC (როდესაც გავლილია წაყინვების საშიშროება), ხოლო გადარგული მცენარეების ზრდა-განვითარებისათვის – 24-30 oC.

ბადრიჯანი კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე, თუმცა წარმოებისთვის საუკეთესოა კარგი დრენაჟის მქონე, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგები.

ბადრიჯანი კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე, თუმცა წარმოებისთვის საუკეთესოა კარგი დრენაჟის მქონე, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგები.

ბადრიჯნის გავრცელებული ჯიშები/ჰიბრიდები ბადრიჯნის სახეობები და ჯიშები.

რეალიზაციის მიზნით იწარმოება ბადრიჯნის რამდენიმე სახეობა. ისინი განსხვავდებიან ფერით და ფორმით. როგორც უკვე აღინიშნა, არსებობს შავი, ვარდისფერი, იასამნისფერი, თეთრი ფერის ნაყოფები. ნაყოფები ზომით და ფორმითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და არსებობს გრძელი, წვრილი, ცილინდრული ფორმის და მინიატურული ზომების ნაყოფები. ასევე არსებობს სხვა ტიპის ბადრიჯანი – შოლარიუმ ინტეგრიფოლიუმ, იაპონური ოქროს კვერცხები, თურქული ნარინჯისფერი ან კვახისებრი, რომელიც, აზიასთან ერთად, აფრიკაშიც იწარმოება. ამ ტიპის ბადრიჯნის ნაყოფები წითელი ან ნარინჯისფერია, როგორც წესი მცირე ზომის.

ვეგეტაციის ხანგრძლივობის მიხედვით ბადრიჯნის ჯიშები და ჰიბრიდები შესაძლებელია დაიყოს: საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშებად. საადრეო ჯიშების სავეგეტაციო დღეების ხანგრძლივობაა: 90-110 დღე, საშუალოსი – 111-120 დღე, საგვიანოების 120 დღეზე მეტი.

განკუთვნილია როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში წარმოებისათვის. უძლებს ტემპერატურის სწრაფ ცვალებადობას. აქვს ერთგვაროვანი მუქი-იისფერი ოვალური ფორმის ნაყოფები.

ანეტი F1

ჰიბრიდი გამოირჩევა შედარებით მოკლე სავეგეტაციო პერიოდით (გადარგვიდან მოსავლის აღებამდე 60-70 დღე).

 შარაპოვა F1

ახასიათებს ძლიერი ფესვთა სისტემით და გააჩნია მოსავლიანობის მაღალი პოტენციალი. ნარგაობის რეკომენდებული სიხშირე: 35 000 მცენარე ერთ ჰა-ზე.

ბადრიჯანი“  VIOLETTA LUNGA 2 (LONG PURPLE20”)

 

 

ბადრიჯნის პოპულარული ჯიშია. მცენარე იზრდება ჯანსაღი, ძლიერმზარდი, მაღალი სიმაღლე აღწევს 80-90 სმ.,კარგად ადაპტირებადია ნებისმიერ კლიმატსა და ნიადაგში, ნაყოფი საუკეთესო ხარისხის, მუქი შავი ფერის( იისფერი ელფერით), ერთგვაროვანი, სიგრძით 21-22 სმ., სიგანით 6-7 სმ.,გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობითა და მიმზიდველი საბაზრო შესახედაობით.

ადგილი  თესლბრუნვაში

ბადრიჯნის კარგი წინამორბედებია თავთავიანი, ბაღჩეული და პარკოსანი კულტურები, კომბოსტო, ხახვი და ძირხვენები. ბადრიჯნის წარმოება არ არის რეკომენდებული ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი კულტურების (კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო, პომიდორი) შემდეგ.

ბადრიჯნისათვის განსაზღვრული ნაკვეთის შერჩევა

ბადრიჯანი კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპების ნიადაგებზე, თუმცა მისი წარმოებისთვის საუკეთესოა კარგი დრენაჟის მქონე, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, მცირედთიხნარი და ქვიშნარი ნიადაგები.

სიდერატების გამოყენების შემთხვევაში, მათი შეტანა აუცილებელია დარგვამდე მინიმუმ 2 თვით ადრე, რათა მოესწროს სიდერატების ნიადაგში გარდაქმნა.

ნიადაგიდან მავნებელ-დაავადებათა გავრცელების რისკების პრევენციისათვის ბადრიჯნის წარმოება აუცილებელია ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი კულტურებისგან შორს.

ბადრიჯნის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე PH 6,0-დან 6,5-მდეა. იმ შემთხვევაში, თუ ბადრიჯნის წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის ბადრიჯნის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე PH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი PH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

ბადრიჯნისათვის განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამავე არეალის ჭარბტენიან ადგილებში ნიადაგი ძირითადად გაზაფხულზე იხვნება. მზრალად ხვნის წინ ტარდება ნიადაგის აოშვა 4-6 სმ სიღრმეზე, მრავალწლოვანი სარეველების არსებობისას კი 10-12 სმ-ზე.

სარეველების პროვოცირების მიზნით, აოშვა უნდა ჩატარდეს მცენარეების ზრდაგანვითარებისათვის ხელშემწყობ ტემპერატურულ პირობებში. სარეველების გამოტყუების შემდეგ, მათ ღრმად ჩახნავენ ნიადაგში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ მარაგს. ნაგვიანები აოშვა ნაკლებად ეფექტურია.

მზრალად მოხვნის წინ ნაკვეთში შეაქვთ ორგანული და მინერალური სასუქები (ფოსფორიანი და კალიუმიანი). შემოდგომის ბოლოს ან ზამთრის დასაწყისში ფართობი იხვნება მთელ სიღრმეზე და ასეთ მდგომარეობაში რჩება ხნული გაზაფხულამდე.

ნიადაგის თესვის/დარგვისწინა და შემდგომი დამუშავება

გაზაფხულზე ტარდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. ხოლო უშუალოდ ბადრიჯნის დათესვამდე/გადარგვამდე საჭიროა ჩატარდეს 2 კულტივაცია 10-12 სმ-ის სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. ასევე, ამავე პერიოდში კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

ვეგეტაციის პერიოდში, ნიადაგის გაფხვიერების და სარეველების მოცილების მიზნით, საჭიროა რამდენჯერმე ჩატარდეს კულტივაცია. უშუალოდ ნაკვეთში არსებული სიტუაციის მიხედვით კულტივაცია ტარდება 3-5-ჯერ, ან მეტჯერ. ზოგადად, რადგან ბადრიჯნის ფესვთა სისტემის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია ნიადაგის კარგი აერაცია, რიგ შემთხვევებში კულტივაცია ტარდება სისტემატურად, ყოველი მოღვარვით მორწყვის, ან წვიმიანი ამინდების შემდეგ. ასევე, აერაციის გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებით მძიმე მექანიკური შემადგენლობის ნიადაგებზე, ჩითილების გადარგვიდან 20-25 დღის შემდეგ, მიმართავენ მიწის შემოყრას, რაც, აერაციის გაუმჯობესების გარდა, ხელს უწყობს დამატებითი ფესვების განვითარებას და მცენარის გაძლიერებას.

თესვა/რგვა

ბადრიჯანი ძირითადად ჩითილის გადარგვის მეთოდით მოიყვანება. ჩითილის გამოყვანა ღია გრუნტში გადარგვამდე 35-50 დღით ადრე იწყება. უმჯობესია თესლი სპეციალურად განკუთვნილ კასეტებში დაითესოს. ჩითილის გამოყვანის ოპტიმალური ტემპერატურაა 18-24°C. ჩითილების გადარგვისას შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემდეგი სქემები: კომპაქტური ჯიშებისათვის 90+50×20-25 სმ. (57,2-71,4 ათასი მცენარე 1 ჰა-ზე), ძლიერმოზარდი ჯიშებისათვის 90+50×30-40 სმ. (35,7-47,6 ათასი მცენარე 1 ჰა-ზე), ძალიან ძლიერად მოზარდი ჯიშებისათვის 90+50×50-70 სმ. (20,0- 28,6 ათასი მცენარე 1 ჰა-ზე).

როგორც მაგარი და გაშლილი ღეროს მქონე მცენარე, ბადრიჯანი არ მოითხოვს გასხვლას, ან ჭიგოებზე აკვრას. ჩითილების გარდა, შესაძლებელია ბადრიჯნის პირდაპირ ღია გრუნტში მოყვანაც. ამ დროს საჭირო იქნება აღმოცენებული მცენარეების გამეჩხერება და კონკრეტული ჯიშის/ჰიბრიდისათვის დამახასიათებელი კვების არეს დატოვება.

ფართობში გადარგული/დათესილი ბადრიჯნის შემდგომი მოვლა გულისხმობს ნიადაგის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნებას, ანუ კულტივაცია-გაფხვიერების დროულ განხორციელებას, ბრძოლას სარეველების წინააღმდეგ და დამატებითი გამოკვების ჩატარებას.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

განოყიერება – სასუქების შეტანის დოზები. ნიადაგის წინასწარი ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კულტურის წარმოების დაწყებამდე. ანალიზისათვის ნიადაგის ნიმუშის აღება აუცილებელია ადრე გაზაფხულზე ან ზამთარში. თუ ნიადაგის PH დაბალია, მასში დარგვამდე მინიმუმ 2-3 თვით ადრე შეაქვთ კირის რეკომენდებული რაოდენობა, ხოლო თუ PH ნორმის ფარგლებშია – თაბაშირის. თუ ანალიზის შედეგად დადგინდება, რომ ნიადაგში მაგნიუმის დეფიციტია, ამ დროს საჭიროა დოლომიტური კირის გამოყენება, ხოლო თუ მაგნიუმი ნორმაშია, გამოიყენება არადოლომიტური კირი.

შესაბამისი აგროქიმიკატების დროული და ხარისხიანი გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსავლის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებს და უზრუნველყოფს ადრეულ მოსავალს. ბადრიჯნის ყოველი ერთი ტონა მოსავლისათვის, სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, ერთ ჰა-ზე რეკომენდებულია 7,68 კგ აზოტი, 2,4კგ ფოსფორი და 10 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები).

თუ ნიადაგის ანალიზი გაკეთებული არ არის, რეკომენდებულია ერთ ჰა-ზე დაახლოებით 1000 კგ სასუქის შეტანა. სასუქის ფორმულაცია უნდა იყოს 6-12-12 ან 5-10-15. ამ დროს საჭიროა სასუქის რიგებში სწორი შეტანისა და გადარგვამდე მისი დროული გახსნის უზრუნველყოფა. სასუქების ერთიანი რაოდენობის 50%-ის შეტანა გადარგვამდეა აუცილებელი, დარჩენილი ნაწილი კი – გადარგვიდან ორი კვირის შემდეგ.

ნაყოფების ფორმირებისას ერთ ჰა-ზე 25-35 კგ (სუფთა ნივთიერება) აზოტი უნდა იქნას შეტანილი, ხოლო ორი კვირის შემდგომ – მისი გაორმაგებული დოზა. აზოტის შეტანა სასურველია კალციუმის ნიტრატის სახით, რადგან კალციუმის ნიტრატი, ამონიუმის ნიტრატისაგან განსხვავებით, ამცირებს ნაყოფის წვერის სიდამპლის გაჩენის რისკებს.

ბადრიჯნის მავნებელ-დაავადებები და ინტეგრირებული დაცვა

ბადრიჯანს აზიანებს არაერთი სოკოვანი, ბაქტერიული თუ ვირუსული დაავადება. სოკოვანი დაავადებებიდან განსაკუთრებით სახიფათო და გავრცელებულია: ნაცრისფერი სიდამპლე, ნაყოფის სიდამპლე ანუ ფომოფსისი, ვერტიცელიოზური ჭკნობა და ალტერნარიოზი. ვირუსული დაავადებათაგან ბადრიჯანს უმთავრესად აზიანებს კიტრის მოზაიკა და სტოლბური. რაც შეეხება ბაქტერიულ დაავადებებს, ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ბაქტერიული ლაქიანობა ყველაზე მეტად აზიანებს ბადრიჯნის კულტურას.

აღნიშნული დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ საჭიროა ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებების განხორციელება: მცენარეული ნარჩენების და დაზიანებული მცენარეების მოცილება-განადგურება, ოპტიმალური ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმების შენარჩუნება სათბურებში, მცენარეთა შორის საჭირო მანძილების დაცვა, სარეველების დროული მოცილება, კულტურათა მონაცვლეობის დაცვა, შესაბამისი წამლობების და სხვა მოვლითი ღონისძიებების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კონკრეტული დაავადების/დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების/ჰიბრიდების გამოყენება.

ბადრიჯნის სოკოვანი დაავადებები 
ნაცრისფერი სიდამპლე

დაავადების სიმპტომები _ დაავადება შენახვის პერიოდში ჩნდება როგორც მწვანე, ასევე მწიფე ნაყოფებზეც. ნაყოფზე ჩნდება მუქი შეფერილობის სველი ლაქები, რომლებიც ხელსაყრელი პირობების დადგომისას სწრაფად იზრდებიან და ვრცელდებიან მის მთელ ზედაპირზე. ეს პროცესი განსაკუთრებით სწრაფად და ინტენსიურად მიმდინარეობს მაღალი ტენიანობის პირობებში და ამ დროს დაზიანების ადგილებში ჩნდება სქელი ნაცრისფერი ნადები. ეს ნადები დაავადების მთავარი დამახასიათებელი სიმპტომია.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • მოსავლის აღებისას ნაყოფების მექანიკური დაზიანების თავიდან აცილება.
  • შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა.
  • დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება.
  • შესაბამისი წამლობების დროული განხორციელება.

ნაყოფის სიდამპლე ანუ ფომოფსისი

დაავადების სიმპტომები

– დაავადება ყველაზე ხშირად აზიანებს ნაყოფებს, თუმცა, ამავე დროს, შესაძლებელია დაზიანდეს აღმონაცენები, ფოთლები და ღეროც.

ნაყოფების დაზიანებისას ზედაპირზე ჩნდება მრგვალი ფორმის პატარა ყავისფერი ლაქები, რომლებიც სწრაფად იზრდებიან. დროთა განმავლობაში ლაქები ერთმანეთს უერთდება და ნაყოფი ლპება. დამპალი ნაყოფი იფარება წვრილი მეჭეჭებით, განიცდის დეფორმაციას და მუმიფიცირდება. ასეთ ნაყოფში თესლი დაავადებულია და ამ დროს მას ან დაკარგული აქვს აღმოცენების უნარი, ან იძლევა დაავადებულ მცენარეს.

აღმონაცენების დროს ხდება მცენარეთა მასიური ჩაწოლა. დაავადების გამომწვევი აზიანებს აღმონაცენის ფესვის ყელს, რომელიც ჭკნება და ლპება, იღებს მურა შეფერილობას და ბოლოს წაიქცევა. დაზიანებული აღმონაცენის ღეროზე ჩნდება შავი წერტილები.

ფოთლების დაავადების დროს, მათ ზედაპირზე ვითარდება წვრილი არშიით შემოვლებული, მრგვალი ან კუთხოვანი ყავისფერი ლაქები. ფოთლების დაავადებას მცენარისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მოაქვს, მაგრამ ამ დროს ინფექციის გამოწვევის რისკი იქმნება.

როდესაც ღერო ავადდება, ამ დროს მისი დაზიანებული უბანი იღებს ბაც შეფერილობას. როდესაც დაზიანებული უბანი ღეროს შემორკალავს, მცენარის ის ნაწილი, რომელიც დაზიანებული უბნის ზევით არის მოქცეული, ჯერ ჭკნება და შემდეგ ხმება.

 ბრძოლის ღონისძიებები:

  • საღი სათესლე და სარგავი მასალის გამოყენება.
  • კულტურათა მონაცვლეობა.
  • დაზიანებული მცენარეული ნარჩენების მოცილება და განადგურება.
  • რეკომენდებულია სათესლე მასალის დამუშავება შესაბამისი ფუნგიციდით.
  • ვეგეტაციის პერიოდში შესაბამისი ფუნგიციდების გამოყენება.
ვერტიცელიოზური ჭკნობა

დაავადების სიმპტომები – დაავადების სიმპტომები ჩნდება ყვავილობის და ბუტონიზაციის ფაზებში. ამ დროს ქვემოთ მდებარე ფოთლების წვერო ან ნაპირები ფერმკრთალდება და ჭკნება, ამის შემდეგ ფოთოლიც ხმება. დროთა განმავლობაში დაავადება ვრცელდება ზემო იარუსის ფოთლებზე. არ ჭკნება მხოლოდ მცენარის წვეროზე არსებული ფოთლები.

 ბრძოლის ღონისძიებები:

  • დაავადებისადმი რეზისტენტული ჯიშების/ჰიბრიდების გამოყენება.
  • დაზიანებული მცენარეული ნარჩენებისა და ნაყოფების მოცილება და განადგურება.
  • შესაბამისი წამლობების დროული განხორციელება.
ლტერნარიოზი

–ალტერნარინია სოლანი დაავადების სიმპტომები. ფოთლებზე ჩნდება მოყავისფრო-შავი ლაქები, რომლებიც იკავებს ფოთლის მთელ ზედაპირს. დროთა განმავლობაში ლაქას უჩნდება კონცენტრირებული რგოლები და იფარება თხელი ხავერდოვანი შავი ფიფქით. ძლიერ დაზიანებული ფოთლები ყვითლდება, ხმება და ცვივა, რის შედეგადაც ხდება მცენარის დეფოლაცია.

ნაყოფების წვერზე ჩნდება ფართო, მზის სიდამწვრის მსგავსი დაზიანებები, დაახლოებით ისეთივე, როგორც ფოთლების შემთხვევაში. ნაყოფის დაზიანებულ უბნებზე ჩნდებაშავი წენგოსფერი ხავერდოვანი ფიფქი, რომელმაც შესაძლოა მთლიანად დაფაროს ნაყოფი. დროთა განმავლობაში ნაყოფი შესაძლოა სრულიად დალპეს.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • დაზიანებული მცენარეული ნარჩენებისა და ნაყოფების მოცილება და განადგურება.
  • ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ველური მცენარეების განადგურება.
  • კულტურათა მონაცვლეობა.
  • შესაბამისი ფუნგიციდების ეფექტური გამოყენება დაავადების წინააღმდეგ.
ბადრიჯნის ვირუსული და ფიტოპლაზმური დაავადებები
კიტრის მოზაიკის ვირუსი

დაავადების სიმპტომები – ზედა იარუსებზე არსებული ფოთლები წვრილი, დანაოჭებული და მოზაიკურია. ქვედა იარუსის ფოთლებზე ჩნდება მუქი არშიის მქონე ქლოროზული ლაქები. ფორმირებული ყვავილები სტერილური რჩება.

 ბრძოლის ღონისძიებები:

  • ნაკვეთების სიახლოვეს ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ველური მცენარეებისა და სარეველების განადგურება.
  • ეფექტური ინსექტიციდების გამოყენებით ბრძოლა ვირუსის გადამტანი ბუგრების წინააღმდეგ.
ბადრიჯნის სტოლბური

 დაავადების სიმპტომები – პირველი ნიშნები ჩნდება სუსტი ქლოროზისა და ფოთლების ზომაში შემცირების სახით. მოგვიანებით დაავადებული მცენარეები კარგად გამოირჩევა საღი მცენარეებისაგან, რადგან ზემო იარუსის ფოთლებზე ვითარდება ძლიერი ქლოროზი და მწვანე შეფერილობას ინარჩუნებენ მხოლოდ ფოთლის ძარღვებთან ახლოს მდებარე ქსოვილები. ფოთლები იხვევა და აქვთ იისფერი შეფერილობა. დაზიანება დროთა განმავლობაში ვრცელდება ქვემო იარუსის ფოთლებზეც. ამ პროცესის პარალელურად ფოთლები იწყებს ცვენას. არ ცვივა მხოლოდ მცენარის წვეროში მდებარე ახალგაზრდა ფოთლები. დაავადების გაჩენამდე ფორმირებული ნაყოფები ჭკნება.

 ბრძოლის ღონისძიებები:

  • ძლიერ დაზიანებულ მინდვრებში რეკომენდებულია ბადრიჯნის ადრეული დარგვა გადამტანი მწერების ფრენის (იწყება ივნისის დასაწყისში ან შუა რიცხვებში) წინსწრების მიზნით.
  • კარგ შედეგს იძლევა ბადრიჯნის ნათესებში სიმინდის ან მზესუმზირის შეთესვა, რაც ართულებს მავნებლების ფრენას.
  • ქიმიური წამლობების დროული ჩატარება ჭიჭინობელების წინააღმდეგ (უპირატესობა უნდა მიენიჭოს გახანგრძლივებული მოქმედების უნარის მქონე სისტემურ პრეპარატებს).
ბადრიჯნის ბაქტერიული დაავადებები
ბაქტერიული ლაქიანობა

დაავადების სიმპტომები _ დაზიანება ვლინდება მცენარის ფოთლებზე, ნაყოფებსა და ღეროებზე. ფოთლებზე ჩნდება ყვითელი გარსის მქონე მცირე ზომის შავი ლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდებიან 2-3 მმ დიამეტრამდე. ყუნწებსა და ფოთლებზე ლაქები წაგრძელებული ფორმისაა. ნაყოფებზე თავდაპირველად ჩნდება ამოზნექილი წერტილები, რომელთაც აქვთ სველი კიდეები. ეს წერტილები მატულობს ზომაში, მათი დიამეტრი აღწევს 6- 8 სმ-ს და, საბოლოოდ, ფორმირდება წყლულებად. თუ მცენარე განვითარების დასაწყისში დაავადდა, ამ შემთხვევაში, როგორც წესი, იგი იღუპება, ხოლო თუ გადარჩა, მნიშვნელოვნად იკლებს მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები.

კონტროლი:

  • საღი სათესლე მასალის გამოყენება.
  • კულტურათა მონაცვლეობა.
  • ქიმიური კონტროლი – სპილენძშემცველი პრეპარატების გამოყენება რეკომენდებულია როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში წარმოებისას.
ბადრიჯნის ძირითადი მავნებლები
ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა

 აღწერილობა. ზაფხულში მავნებელი მომწვანო ფერის, ან ყავისფერია, შემოდგომიდან გაზაფხულამდე კი იგი ნარინჯისფერია. ტკიპას გვერდებზე აქვს მუქი ფერის დიდი ლაქები და ასევე გააჩნია ჯაგარი ზურგზე. ზიანი. მავნებელი ჩხვლეტს და უზიანებს კულტურებს მწვანე ორგანოებს. ნაწუწნი ფოთლები თხელდება. ასეთი ცვლილებები უარყოფითად მოქმედებს არამხოლოდ მცენარის სიცოცხლის უნარიანობაზე, არამედ მოსავლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებზეც. მავნებლის მოქმედების შედეგად მოსალოდნელია მცენარის ძლიერი დასუსტება ან დაღუპვა. მავნეობის პერიოდები – გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

 ბრძოლა/წამლობები:

  • სარეველა მცენარეების განადგურება ნაკვეთებში და ნაკვეთების სიახლოვეს.
  • მავნებლის მიერ დაზიანებული ფოთლების მოცილება და განადგურება. ქიმიური წამლობებისას რეკომენდებულია სპირომეზიფენის, აბამექტინის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული აკარიციდების გამოყენება.
გალებიანი ნემატოდა

ასრული მამლის სიგრძე 1,2-1,9 მმ-ს შეადგენს, სიგანე – 0,3-0,36 მმ-ს. სხეული ბოლოში რამდენადმე გაგანიერებულია. აქვს გრძელი კუდი. დედალი თეთრი ფერისაა, ზრდასრულის სიგრძე 1მმ-მდეა, სიგანე – 0,5 მმ-მდე. ბოლოში სხეული მომრგვალებულია.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. მავნებლის მატლები იჭრებიან ბადრიჯნის მოზარდი ფესვის წვეროებში, აღწევენ მის შუაგულში და იწყებენ კვებას. შედეგად, დაზიანების ადგილას ბადრიჯნის ფესვებს უვითარდებათ კორძები, რაც იწვევს მცენარეთა მასობრივ დაღუპვას.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • საღი სათესლე და სარგავი მასალის გამოყენება.
  • შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება
კოლორადოს ხოჭო

 აღწერილობა. მავნებლის მატლის სიგრძე დაახლოებით 15-16 მმ-ს შეადგენს. მისი თავი და ფეხები შავია. ახალგაზრდა მატლი წითელი ან ნარინჯისფერია, მოზრდილი კი – ნარინჯისფერი, ყვითელი ელფერით. ხოჭოს სხეულის სიგრძე 15 მმ-მდეა. ზურგზე აქვს სხვადასხვა ფორმის და ზომის მუქი ფერის ზოლები. უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. მავნებლის ზრდასრული მატლები იკვებებიან ბადრიჯნის ფოთლებით. ეს მკვეთრად ამცირებს მცენარის პროდუქტიულობას.

ბრძოლა/წამლობები:

  • მზრალად ხვნა, გაზაფხულზე.
  • ნაკვეთი-სატყუარას მოწყობა, რომლის ფართობიც განისაზღვრება საჭიროებისამებრ და შესაძლოა შეადგენდეს 200-500მ²-ს. ასეთ ნაკვეთებზე რგავენ საადრეო კარტოფილს, რომელიც იზიდავს გამოზამთრებულ ხოჭოებს და ამის შედეგად იოლდება მათი განადგურება ქიმიური ან სხვა საშუალებებით.

ქიმიური წამლობებისას რეკომენდებულია ციპერმეტრინის, თიამეთოქსამის, პირიმიფოს-მეთილის, დიმეთოატის, დელტამეტრინის, ქლორპირიფოსის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ინსექტიციდების გამოყენება.

კარტოფილის ფოთლის ბუგრი

აღწერილობა. პატარა, მსხლის ფორმის მქონე მავნებელია, ცხოვრობენ კოლონიებად.

 უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა.

მცენარეზე დასახლების შემდეგ ბუგრები იკვებებიან ფოთლებით. მათი არსებობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბადრიჯანს – ბუგრები ახდენენ ფოთლების ლაქიანობების, ქლოროზის და სხვა დაავადებათა პროვოცირებას, მათ დახვევას. ასევე იწვევენ ყვავილების დეფორმაციას და ცვენას.

ბრძოლა/წამლობები:

ქიმიური წამლობებისას რეკომენდებულია იმიდაკლოპრიდის, თიამეთოქსამის, დელტამეტრინის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ინსექტიციდების გამოყენება.

თამბაქოს თრიფსი

თამბაქოს თრიფსი მცირე ზომის ყვითელი მწერია, 0,8-0,9 მმ სიგრძის. აქვს ვიწრო ფრთები და გაბრტყელებული ტანი.

მატლი თავდაპირველად მოთეთრო ფერისაა და შემდგომ იღებს მომწვანო-მოყვითალო შეფერილობას.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. თრიფსები ჩხვლეტენ ფოთლის ზედაპირის ქსოვილებს და წოვენ მცენარის წვენს. ფოთლის ზრდასთან ერთად მავნებლის მიერ დაზიანებული ადგილები იზრდება და შედეგად ჩნდება მოთეთრო ლაქები და ზოლები ფოთლის ზედაპირზე

ბრძოლა/წამლობები:

  • კულტურათა მონაცვლეობა.
  • სარეველებისა და მცენარეული ნარჩენების განადგურება.
  • ნიადაგის ღრმად ხვნა – 25-27 სმ-ის სიღრმეზე. ქიმიური წამლობებისას რეკომენდებულია იმიდაკლოპრიდის, ალფა-ციპერმეტრინის, მეტომილის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ინსექტიციდების გამოყენება.
ბადრიჯნის ტენით უზრუნველყოფა

ბადრიჯანი საჭიროებს ტენიანობის განსაზღვრული დონის შენარჩუნებას. ნიადაგის ზედმეტი ან ნაკლები ტენი იწვევს კულტურის პროდუქტიულობის შემცირებას. ტენის სიჭარბის შემთხვევაში მოსალოდნელია ნაყოფების დახეთქვა, ხოლო არასაკმარისი ტენიანობა კი იწვევს მცენარის ჭკნობას და ხელს უწყობს მისი წვეროს სიდამპლით დაავადებას.

ბადრიჯანს ტენით უზრუნველყოფა განსაკუთრებით სჭირდება გაღივების, აღმოცენების, ყვავილობის, გადარგვის და ნაყოფების ზრდა-ფორმირების ფაზებში.. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში ბადრიჯანი 10-15-ჯერ უნდა მოირწყას. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 30-დან 110 მ3-მდე მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე მორწყვის წვეთოვანი სისტემის გამოყენებით.

მოსავლიანობის ზრდის მეთოდები თესლის დალბობა

დათესვამდე ბადრიჯნის თესლის 25-40 საათის განმავლობაში დალბობა აჩქარებს მცენარის აღმოცენების პროცესს და უზრუნველყოფს თანაბარი ზომის აღმონაცენს, რაც ამარტივებს ნაკვეთში ჩასატარებელ სამუშაოებს და იძლევა მოსავლის ადრეულ ვადებში მიღების საშუალებას.
თესლის დალბობას აწარმოებენ წმინდა წყალში, უჟანგავ (ემალირებულ) ჭურჭელში ან რბილ ტარაში. წყლის ტემპერატურა დამოკიდებულია კონკრეტულ კულტურაზე. ბადრიჯნისათვის საჭიროა წყლის ტემპერატურა 16-დან 25⁰C-მდე. დალბობისას თესლის ფენა 15 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს. წყალი უნდა გამოიცვალოს ყოველ 10-12 საათში ერთხელ.

პიკირება-დაჩითილება

ამ მეთოდის გამოყენებისას ბადრიჯნის თესლს სქლად თესენ და აღმოცენების შემდეგ, როდესაც მცენარეები განივითარებენ ლებან-ფოთლებს (პირველი ორი ფოთოლს), იღებენ მიწიდან და რგავენ უფრო დიდ კვების არეზე. გადარგვისას ნორჩ მცენარეებს ფესვს უკვეცენ – აწყვეტენ ფესვის ერთ-მესამედ ნაწილს. მიწიდან ამოღებამდე საჭიროა მცენარეები კარგად მოირწყას. ეს მეთოდი იძლევა ფართობის ეკონომიურად გამოყენების საშუალებას, განსაკუთრებით სათბურებში. ასევე იგი ქმნის ჩითილის ადრეულად გამოყვანის საშუალებას და ამცირებს ჩითილის გამოყვანაზე საჭირო ხარჯებს.

გასხვლა

მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მას მიმართავენ ძირითადად სათბურებში. ამ დროს წარმოებს ბადრიჯნის ნამხრევების მოცლა და შესხვლა. ეს ღონისძიება მეორდება ყოველ მეათე დღეს.

მოსავლის აღება-შენახვა

სიმწიფის მაჩვენებლები. ბადრიჯნის ნაყოფი სიმწიფის სხვადასხვა ფაზაში იკრიფება. ეს დამოკიდებულია ქვესახეობაზე და ტემპერატურაზე. ყვავილობიდან მოსავლის აღებამდე პერიოდი მერყეობს 10-დან 40 დღემდე. ჩვეულებრივ, ბადრიჯანი იკრიფება არამწიფე ფაზაში, სანამ თესლები გადიდდება და გამაგრდება. სიმწიფისწინა ფაზის ინდიკატორებია ასევე ნაყოფის სიმაგრე და კანის ბზინვარება. გადამწიფებული ბადრიჯნის ნაყოფი გულგულიანი და მწარე ხდება.

ბადრიჯნის კრეფა მიმდინარეობს პერიოდულად, ყოველ 5-6 დღეში. ნაყოფები ყუნწიანად იჭრება – დანით ან მაკრატლით, რადგან აუცილებელია რომ მოსავლის აღებისას ბადრიჯნის ნაყოფი უნდა მოიჭრას და არ უნდა მოიწყვიტოს. ხშირად, კრეფისას, მკრეფავები ბამბის ხელთათმანებს იყენებენ ნაყოფის დაზიანების თავიდან ასაცილებლად. თუ ბადრიჯნის მოსავლის აღებისას და დატვირთვა-გადმოტვირთვისას არ იქნა დაცული სიფრთხილის ზომები, ნაყოფი შეიძლება დაიჟეჟოს ან მოისრისოს. დაუშვებელია ბადრიჯნის სატვირთო კონტეინერებში დასტებად დაწყობა.

შენახვის ოპტიმალური პირობები

ბადრიჯნის ნაყოფი ინახება 10-12°C ტემპერატურაზე 90-95% ფარდობითი ტენიანობის პირობებში. ბადრიჯნის შენახვის ვადა ჩვეულებრივ 20-25 დღეა. ამ პერიოდის შემდეგ მისი ვიზუალური და სენსორული ხარისხი უარესდება და ლპობის რისკი მატულობს, განსაკუთრებით ბადრიჯნის საცალო ვაჭრობის ობიექტებში გადატანის შემდეგ. წონის კლების თავიდან ასაცილებლად ხშირად გამოიყენება ზემოაღნიშნულზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე მოკლე ხნით შენახვა, მაგრამ საცალო ვაჭრობის ობიექტებში გადატანის შემდეგ შეიძლება თავი იჩინოს სიცივით დაზიანებამ.

ნუნუ ჩაჩხიანი-ანასაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

მაკა ყუბანეიშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

ზურაბ ხიდეშელი – ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი