დარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

შხამიანი მცენარეების ზეგავლენა მცოხნავ ცხოველებზე

შხამიანი მცენარეები ცხოველის პროდუქტიულობას და ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდეს.

საძოვარზე შხამიანი მცენარეების არსებობა დიდ ეკონომიკურ ზარალს იწვევს, რადგან საჭიროებს გარკვეული ადგილების შემოღობვას (იზოლაციას), ამცირებს ათვისებული საკვების რაოდენობას, ალტერნატიული საძოვრების პოვნას და ცხოველის დამატებით კვებას. ამასთან, საჭიროა იმის გააზრებაც თუ როგორი საფრთხის შემცველია შხამიანი მცენარეები ცხოველთათვის, რათა შევძლოთ პრობლემის დროული გადაჭრა ეკონომიკური დანახარჯების გარეშე.

ქვემოთ ვისაუბრებთ იმ ფაქტორებზე, რომლების იწვევს საძოვრებზე მცენარის შხამიანობას:

მცენარის ფაქტორი

ხშირად მოწამვლას გარკვეული მცენარეების დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს, თუმცა მათ მცირე რაოდენობით გამოყენებას დადებით შედეგიც კი ჰქონდეს, თუმცა არსებობს მცენარეთა ჯგუფი, რომელთა მცირე რაოდენობით მოხმარება, ან თუნდაც შეხება, შეიძლება იყოს საზიანო ცხოველის ორგანიზმისთვის. ზოგი მცენარე გაშრობის შემდეგ ​მომწამვლელობას კარგავს​, თუმცა ზოგი რჩება ტოქსიკური, რაც თივის შეგროვების დროს პრობლემას ქმნის.

ცხოველების ფაქტორი

ამა თუ იმ ცხოველთა ორგანიზმი სხვადასხვაგვარად აღიქვამს შხამიანი მცენარეების ზემოქმედებას, ეს დამოკიდებულია ორგანიზმში არსებულ ფერმენტებზე, მეტაბოლურ თვისებებზე ან ღვიძლისა და ელენთასგან შხამის გამოდევნის სისწრაფეზე.

მაგალითად გარკვეული მცენარეები ცუდად მოქმედებს საქონელზე, თუმცა არანაირ ზიანს არ აყენებს ცხვარს და პირიქით.

ჯანმრთელი ცხოველი მეტად გამძლეა მოწამვლის მიმართ, ვიდრე ცუდად მოვლილი. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს შხამიანი მცენარეებით კვების სისწრაფეს, ნელი კვების დროს ორგანიზმს ტოქსინების გამოყოფის საშუალება აქვს.

ნიადაგის ფაქტორები

ზოგი მცენარე იზრდება ნიადაგზე, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მოლიბდენს, რაც შემდგომ ტოქსიკურობის განვითარების ფაქტორია. მოლიბდენის ზემოქმედება ორგანიზმზე შეიძლება 2 სახედდაიყოს:

მცირე რაოდენობით მოლიბდენი იწვევს სპილენძის აკუმულირებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს სპილენძით მოწამვლას

მოლიბდენის დიდი რაოდენობა კი პირიქით, ორგანიზმში სპილენძის უკმარისობას იწვევს.

დამტკიცებულია, რომ დიდი დოზით სასუქის გამოყენება ნიადაგში მცენარის მოწამვლას იწვევს, ხოლო ჰერბიციდებით დამუშავება, კი ამძაფრებს მცენარეების გემოვნურ თვისებებს.

კლიმატური ფაქტორები

სარეველა ბალახი, რომელიც ახდენს ნიტრატების დაგროვებას, შეიძლება წვიმიან, ან მშრალ ღრუბლიან ამინდში, განსაკუთრებით ადრიან დილას ან გვიან საღამოს, მეტად ტოქსიკური გახდეს.

შხამიანი მცენარეების ზეგავლენა, საქონლის კვებით მოთხოვნაზე

საძოვრებზე დიდი რაოდენობით მომწამლავმა მცენარეებმა შეიძლება გამოიწვიოს საქონლის კვებითი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა, რადგან ეს მცენარეები შეიცავს თიამინის დამშლელ ნივთიერებას.

მოწამვლის სიმპტომები:

ანორექსია;

დეპრესია;

გართულებული სუნთქვა;

სისხლდენა ცხვირიდან და უკანა ტანიდან;

სისხლდენა ლორწოვანი გარსიდან.

მომწამლავი მცენარეების გავლენა ცხოველის განაყოფიერებაზე

მომწამლავი მცენარეებით კვებამ შეიძლება გამოიწვიოს განაყოფიერების პრობლემები, როგორიცაა სპერმატოგენეზის და ლიბიდოს დაქვეითება ბუღაში და ფურის ახურების გართულებები. ამ მცენარეებით კვების პერიოდში დაბადებულ ხბოს შეიძლება არ ენიშებოდეს სხვადასხვა სახის დაავადებები.

შხამიანი ნივთიერებების ზემოქმედება ცხოველის ნერვულ სისტემაზე

მოწამვლის დროს ხშირია ნერვული სიმპტომების გამომჟღავნება, როგორიცაა ნერვიულობა, ბარბაცი, ქანაობა, კუნთების დაძაბულობა და ხანდახან სიკვდილიც კი.

ფიზიკური დაზიანება

ცხოველისთვის საძოვრებზე ასევე საშიშია ეკლიანი ან სხვა მცენარე, რომელიც მექანიკურად აზიანებს ცხოველის კანის მთლიანობას.

ბრძოლის ღონისძიებები, რომლებიც ამცირებენ ცხოველის მოწამვლის ალბათობას

მშიერი ცხოველი არ უნდა იყოს გაშვებული იმ ადგილებში, სადაც ცნობილია მომწამვლელი მცენარეების არსებობა.

მომწამლავი ბალახის არსებობის შემთხვევაში, საძოვრებზე უნდა იყოს გაშვებული ისეთი ცხოველის სახეობა, რომელიც მას, ყოველგვარი ზიანის გარეშე ითვისებს.

აუცილებელია ცხოველის კვება იყოს დაბალანსებული და შეიცავდეს საჭირო რაოდენობით პროტეინს, სხვა შემთხვევაში ის ამ ნივთიერებების მიღებას შხამიანი მცენარეებისგან დაიწყებს.

გასათვალისწინებელია წყალი. წყლის უკმარისობა იწვევს ცხოველის მიერ მწვანე მასის უფრო დიდი რაოდენობით მოხმარებას.

საძოვარზე ძოვების მართვა

საძოვარზე გარკვეული რაოდენობის ცხოველი უნდა შევუშვათ, გადაჭარბებული სიმჭიდროვე გამოიწვევს გახშირებულ ძოვებას და ცხოველის მიერ შხამიანი მცენარეების ჭამს.

გაუშვით ცხოველები უკვე შემოწმებულ საძოვრებზე

პირუტყვის მასიური მოწამვლა გამოწვეულია ისეთ ადგილებში, სადაც ცხოველს არ გააჩნია ალტერნატიული საკვები. გაუშვით ცხოველები ისეთ საძოვრებზე, სადაც მათ ექნებათ არჩევანის უფლება. ეს ყველაფერი შეამცირებს მოწამვლის ალბათობას

წყარო: