აგროსიახლეები

რა ფასად ყიდის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს

გთავაზობთ 10 სასოფლო-სამეურეო მიწის ნაკვეთს, რომელსაც სახელმწიფო ყველაზე ძვირად ყიდის:

  • ბოლნისი, სოფელი ტალავერი _ 6 520 000 ლარი _ 140 ჰა
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარძეული _ 1 444 000 ლარი _ 160,3747 ჰა.
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაშმი (ბალბიანი) _ 763 000 ლარი _ 69,3053 ჰა.
  • ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი განთიადი _ 574 000 ლარი _ 57,3233 ჰა.
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარძეული _ 539 000 ლარი _ 48,9684 ჰა.
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარძეული _ 534 000 ლარი _ 56,1217 ჰა.
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაშმი (ბალბიანი) _ 382 000 ლარი _ 34,7233 ჰა.
  • ქალაქი ბოლნისი _ 376 500 ლარი _  23,523 ჰა.
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაშმი _ 348 000 ლარი _ 31,5826 ჰა.
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაბალი _  307 000 ლარი _ 13,3314 ჰა.
ცნობისთვის, აუქციონის წესში განმარტებულია კანონმდებლობის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს: უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი); იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინა, 2021 წლის რიგით მეორე აუქციონის დროს, 38 მიწის ნაკვეთიდან სახელმწიფო აუქციონზე მხოლოდ 4 გაიყიდა.

ავტორი: თამარ მუკბანიანი,

წყარო: bpn.ge