რეალური პრობლემა თუ განვითარების თანმდევი პროცესი
მერძეული მიმართულების ფერმების წინაშე არსებულ პრობლემებს აგროექსპერტთა ასოციაცია ეხმაურება. როგორც ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა განმარტავს, შემთხვევა არ არის საგანგაშო და შეიძლება შეფასდეს, როგორც განვითარების თანმდევი პროცესი.
,,მერძეული მიმართულების ფერმების საქმიანობის შეწყვეტა და ასევე გახსნა ჩვეულებრივი პროცესია. ევროპის ქვეყნებშიც ყოველწელს რამდენიმე ასეული ფერმა იხურება, მაგრამ იხსნება ახალი, ამაში უჩვეულო არაფერია. ადამიანები რაღაც ეტაპზე აკეთებენ ბიზნესის მონაცვლეობას. ინდუსტრიული მერძეული მიმართულების ფერმერებმა კარგად უწყიან, რომ ეს საკმაოდ რთული დარგია სამართავად და საფუძვლიან ცოდნას ეყრდნობა. სწორი მართვის პირობებში დახარჯული თანხების ამოღება კი 6-8 წლის შემდეგ ხორციელდება.
საქართველოში რძის ბაზარი ღიაა, ხოლო ნედლი რძე დეფიციტშია. ამჟამად ჩვენთან ნედლი რძის ჩაბარების ფასი 1.35-1.5 ლარამდე მერყეობს ანუ დაახლოებით 0.35 -0.38 ევროა. გერმანიაში აპრილის თვეში 0.34 ევრო იყო ერთი კგ რძის ფასი. ამასთან ქსელში სარეალიზაციო ფასი საშუალოდ ჩვენთან 3.5 ლარი, გერმანიაში კი 3 ლარია.
დასაფასებელია ყურადღება, რასაც სახელმწიფო ამ დარგისადმი იჩენს, ჩვენი ქვეყნის მწირი შესაძლებლობების ფონზე (თუმცა ჩემი გადმოსახედიდან დარგისადმი მიდგომებს გავაკრიტიკებდი და შესწორებებს შევიტანდი)“, _ აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, მიხეილ ჭიჭაყუას შეფასებით, ამ მხრივ სამაგალითო ისრაელია.
,,ისრაელში სახელმწიფო ერევა რძის და რძის პროდუქტების ფასების რეგულირებაში (რძის წარმოების საბჭო) ასევე რეგულირდება მეწველი ფურების რაოდენობაც. ავღნიშნავ, რომ ისრაელის ფერმერების დაუღალავმა შრომამ და მოთმინებამ დაახ. 40 წლის შემდეგ დარგი სამაგალითო ინდუსტრიად აქცია. გავითავლისწინოთ ისიც, რომ ისრაელს არ აქვს ისეთი საკვები ბაზა, როგორც ჩვენ, მაგრამ ამ საკითხზე შესაძლოა ცალკე ვისაუბროთ. ეხლა კი დავძენ რომ ისრაელში რძის თვითღირებულება 50 ცენტამდე ჯდება და ერთი მეწველი ფური წელიწადში სწორი მენეჯმენტის პირობებში საშუალოდ 1000$ვმოგებას ტოვებს
სხვათშორის ეს არ არის დიდი მოგება, მაგრამ მაგალითი ცხადად გვიჩვენებს სწორი მართვის უპირატესობას მერძეული მიმართულების ინდუსტრიაში არახელსაყრელი პირობების ფონზე. როგორც ეს წყლის დეფიციტის მქონე ისრაელშია სადაც წყლის მიღებაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს, რომ არაფერი ვთქვათ მარცვლოვანი კულტურების მოყვანაზე.
დარგის ინდუქსტიული განვითარებისათვის, როგორც არაერთხელ ითქვა, აუცილებელია: თანამედროვე სანაშენე და სასელექციო მიმართულების ჩამოყალიბება; მაღალკვალიფიციური ფერმერები; სპეციალისტები, ინსტრუქტორები; სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა; ტექნიკის და ინდუსტრიული მოწყობილობების შემოტანა ან განვითარება; კოოპერაციების ჩამოყალიბება და მათი შემოქმედებითი კავშირი და სხვა საკითხები, რომლებსაც მრავალი წელი დასჭირდებათ, მაგრამ მაინც ჩვენი შესაქმნელია. ინდუსტრიული რძის წარმოების განვითრებას მონდომებსათან ერთად დროც სჭირდება. ესტონეთმადარგისგანვითარებას 40 წელზემეტიმოანდომა, იგივე პერიოდი დასჭირდა სამხრეთ კორეას სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ხოლო ისრაელს დაახლოებით 50 წელი“, _ განმარატვს აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.
წყარო: report.ge