შვრიის რძე – როგორ აკეთებენ ამას ირლანდიაში
ირლანდიელმა მწარმოებლებმა იციან როგორი უნდა იყოს შვრიის პრემიუმ სასმელი, რომელიც კონკურენციას უწევს ნატურალურ, საღ რძეს.
ირლანდიის მცენარეული რძის ბაზარი 68 მილიონ ევროდ არის შეფასებული. წელიწადში დაახლოებით 20% -ით იზრდება გაყიდვები, ამიტომ მეწარმე ლიამ ლინეამი, რომელიც ოცი წელიწადია კვების მრეწვ სექტორში მუშაობდა, მცენარეული რძის საკუთარი წარმოების გახსნას აპირებს.
ლინეამი ამტკიცებს, რომ პრემიუმ პროდუქტს სასიამოვნო თავისებურებები ახასიათებს, თუმცა მრავალი წამყვანი ბრენდი გვთავაზობს „შვრიის რძეს”, რომელიც მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ შეიცავს ბუნებრივ შვრიის ბოჭკოს და არსებითად ტკბილი წყალია, რომელიც კონცენტრატისგან მზადდება.
ამავე დროს მისი სასმელი, რომელსაც «Oat in the City» „შვრია ქალაქში“ ჰქვია, ხასიათდება ავთენტური გემოთი, სადაც შენარჩუნებულია ნატურალური შვრიის ყველა სასარგებლო თვისება. ახალი პროდუქტის უნიკალური უპირატესობა არის ის, რომ შეიცავს დიდი რაოდენობით ცოცხალ ბოჭკოს და ცილებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. _ „შვრია ხორბლისა და ქერისგან იმით განსხვავდება, გლუტელინს არ შეიცავს. ისტორიულად, შვრია ირლანდიელების ჯანსაღი კვების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი პროდუქტი იყო. ირლანდიის მოსახლეობაში გლუტელინის შეუთავსებლობის მაღალი დონეა და შვრიის რძე, ამ შემთხვევაში, სასარგებლოც კია.
„ახლა კომპანიაში სამი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხუთი წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გავაფართოვებთ. შვრიის პრემიუმ სასმელები, მათ შორის ყავა ძალზე მოთხოვნადი პროდუქტია”. _ აბობს ლინეამი.
შვრიის რძე _ „შვრია ქალაქში“ სპეციალური Grow with Aldi აქციის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში ალდის ყველა მაღაზიაში გაიყიდება.
ლაინამი მიიჩნევს, შვრიის რძე რომ ბაზრის ახალი მცენარეული სასმელების ალტერნატივა გახდეს, ის მაღალი ხარისხის უნდა იყოს.
ანა მედვედევა
წყარო: agroxxi.ru