საკვები ელემენტების ბალანსი ნიადაგში
მცენარის ზრდისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვები ნივთიერებების საერთო რაოდენობა, არამედ მათი ხელმისაწვდომობაც. საკვები ნივთიერებები ნიადაგში სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს წარმოდგენილი.
ნიადაგის მიერ მარაგის შევსების უნარი სხვადასხვა პირობებზეა დამოკიდებული, რომელთა გათვალისწინება საჭიროა შეფასების განხორციელებისას.
ყველა ნორმალურ ნიადაგს აქვს მცენარის საკვები ნივთიერებების წარმოქმნის ბუნებრივი უნარი. ამის მიზეზია ნიადაგის მინერალური და ორგანული შემადგენელი ნაწილების მინერალიზაცია (ელემენტარულ ნაწილაკებად დაშლა). რაც უფრო მეტ, ადვილად დაშლად, მინერალურ ან ორგანულ მასალას შეიცავს ნიადაგი და რაც უფრო აქტიურია ნიადაგის ბიოცენოზი, მით მეტი ბუნებრივი საკვები ნივთიერება წარმოქმნა. ამრიგად, ნიადაგის ორგანიზმები ცენტრალურ როლს ასრულებენ ნიადაგის ელემენტების მინერალიზაციაში.
რაც უფრო კარგად ხდება ნიადაგის ვენტილაცია, გათბობა და წყლით უზრუნველყოფა, მით უფრო ძლიერად მიმდინარეობს მინერალიზაცია. დაჭაობებული, შლამიანი და გამკვრივებული ნიადაგების აერაცია კარგად არ ხდება. შესაბამისად, მინერალიზაცია მცირემასშტაბიანია. ამიტომ, ნიადაგის ან ნიადაგის სინჯების აღების დროს ეცნობით მიწას. ძალიან თვალსაჩინო სურათს იძლევა ასევე ნიჩბით ამოღებული სინჯი ან ბურღილი. ბრტყელი, ქვიშიანი ნიადაგი, თიხის დაბალი შემცველობისა და წყლის შეკავების არასაკმარისი უნარის გამო, უფრო ნაკლებ საკვებ ნივთიერებას ინახავს ვიდრე ღრმა, თიხნარი ნიადაგი.
მუქი ჰუმუსიანი ნიადაგი, ძირითადად, აზოტის მარაგის შევსების ძალიან კარგ უნარს ავლენს, თუმცა ხშირად ნაკლებად არის უზრუნველყოფილი კალიუმით, მაგნიუმით.
ნიადაგის თვისებების გავლენა საკვები ნივთიერებების მარაგის შევსების ბუნებრივ მექანიზმზე
ნიადგის დამუშავების ზეგავლენა
ნაკვეთებში, სადაც წინა წლებში ძალიან ბევრი ორგანული სასუქი იქნა შეტანილი, ორგანული ნივთიერებების და, შესაბამისად, მინერალიზირებული საკვები ნივთიერებების მარაგის მომატებული წილი შეინიშნება. პარკოსნების (სამყურა, იონჯა, ლობიო და სხვ.) მოვლა-მოყვანით შეგიძლიათ დამატებით გაზარდოთ აზოტის ბუნებრივი მიწოდება.
ნიადაგის ინტენსიური დამუშავება ასევე იწვევს ნიადაგის სწრაფ გათბობასა და უკეთეს აერაციას. ამით ნიადაგის ბიოცენოზის აქტივობის ზრდა მიიღწევა, რომელიც სარეზერვო საკვებ ნივთიერებებს წარმოქმნის.
წინა დამუშავების გავლენა ნიადაგის საკვები ნივთიერებების მარაგის შევსების ბუნებრივ უნარზე მეტეოროლოგიური პირობების ზეგავლენა
ტენიანი და თბილი ნიადაგი, რომელსაც კარგი აერაცია აქვს, ნიადაგის ბიოცენოზს ოპტიმალურ პირობებს სთავაზობს საკვები ნივთიერებების მარაგის წარმოსაქმნელად (მინერალიზაციისათვის). ამიტომ, მეტეოროლოგიური პირობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს.