საოჯახო მეურნეობებში სიმინდის სილოსის დამზადების მარტივი მეთოდი
ბევრ მცირე მეურნეს საზამთროდ თივის, სილოსის, ფურაჟის ან სხვა კონცენტრატების საჭირო რაოდენობით შეძენა და პირუტყვის ყუათიანი საკვებით გამოზამთრება უჭირს. ჩვენ გთავაზობთ სიმინდის სილოსის დამზადების მარტივ მეთოდს, რაც თქვენი მეურნეობის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
დასილოსება წარმოადგენს რძემჟავა დუღილის საფუძველზე დაკონსერვების ბიოლოგიურ მეთოდს. ამისთვის აუცილებელი რძემჟავა ბაქტერიები თავად მცენარეებშია, და ხშირ შემთხვევაში საკმაო რაოდენობით. ამავდროულად ამ მცენარეებში აგრეთვე არსებობს სხვადასხვა მიკროორგანიზმების სახეობები. მათგან ბევრმა შეიძლება გამოიწვიოს დასილოსების პროცესის დარღვევა. ამიტომ საჭიროა ზომების მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს რძემჟავა ბაქტერიების განვითარებას და შეაფერხებს არასასურველი მიკროორგანიზმების გამრავლებას. დასილოსება საკვების დამზადების ყველაზე იაფფასიანი და საიმედო ხერხია. ხარისხიანი სილოსი, როგორც წვნიანი საკვები, აძლიერებს პირუტყვის მადას, აუმჯობესებს მონელებას, ორგანიზმს უზრუნველყოფს ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. პირუტყვზე დადებითად მოქმედებს სილოსის სასიამოვნო, სპეციფიკური სუნი და გემო. მას უნარჩუნდება მწვანე ფოთლის ყუათიანობა და ხანგრძლივად შენახვის პიროებშიც კი არ კარგავს ყუათიან ნივთიერებებს.
ხარისხიანი სილოსის დამზადება ბევრად არის დამოკიდებული ნედლი მასის დროულად აღებაზე:
მასალა სრულად იხილეთ თანდართულ ბმულზე, ან დააკლიკეთ ფოტოზე: https://srca.gov.ge/files/silosi_8_gv.pdf