აგროსიახლეები

გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030

„გარემოს დაცვა და სოფლის  განვითარება 2030“ – გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიანი ხედვა  წარადგინა.

 „ჩვენთვის სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ამ გამოწვევის გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, 2012 წლიდან, სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად და სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერა იმ შედეგებში აისახა, რაც  დღეს  ჩვენ გვაქვს.

მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელსაც კი, ჩვენ გვქონდა ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების თანმიმდევრული გაუმჯობესება, რის შედეგადაც, ორნიშნა ზრდა გვქონდა როგორც გამოშვების, დამატებითი ღირებულებების შექმნის, ისე ერთ დასაქმებულზე პროდუქტიულობის თვალსაზრისით; ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც მომავალ წლებშიც ასეთივე ტენდენცია ექნება.

ჩვენი ამოცანა გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაა; მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ- მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის; იმისათვის, რომ მეტი რესურსების მობილიზება შევძლოთ შემდეგი 9-10 წლის განმავლობაში, რომ ის ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს, გავზარდოთ და უფრო ამბიციური გეგმები, რომელსაც ჩვენ დავისახავთ განვახორციელოთ, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, დონორი ორგანიზაციების გვერდში დგომა; მადლობა მინდა გადავუხადო მათ იმ წვლილისთვის, ისინი იქნებიან მონაწილე მომავალი გეგმების შესრულებაშიც; მნიშვნელოვანია სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელება.

ჩვენ რამდენიმე მიზანს ვისახავთ – ეს არის სასურსათო უსაფრთხოების მიზნით ჩვენი თვითუზრუნველყოფის ამაღლება; როდესაც ვსაუბრობთ ამ მიზანზე, საქართველოს აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე, ვგულისხმობთ ასევე ინკლუზიურობას იმისათვის, რომ ეს ზრდა, ეს ეკონომიკური პროგრესი, რომელიც რიცხვებში გვაქვს გამოსახული, შეეხოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და მათ კეთილდღეობას; ის ეკონომიკური სიკეთე გადანაწილდეს ჩვენს თანამოქალაქეებზე.

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის მდგრადი მართვისთვის, გვჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური განვითარება.

ჩვენ ძალიან დეტალური გეგმები მოვამზადეთ პრემიერ-მინისტრის დავალებით. დღეს, მზად ვართ, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები, რომლებზეც მომავალში შეგვიძლია ვიმსჯელოთ დეტალურად. კონკრეტული გათვლები და სამოქმედო გეგმები, კონკრეტული დარგების თუ რეგიონების მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტები სამინისტროს აქვს დამუშავებული, რომელიც აკადემიის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, დარგობრივ ჯგუფებთან ერთად უნდა განვიხილოთ სამუშაო ფორმატებში, პარლამენტის ჩართულობით  და საზოგადოების ფართო მონაწილეობით, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვით მიმართულებებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 „აუცილებელი მიმართულება, რასაც სამინისტრო სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ნერგავს, არის ხარისხიანი სარგავი და სათესლე მასალის ხელმისაწვდომობა ჩვენი ფერმერებისთვის“

 „ჩვენ უნდა მოვახერხოთ ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიების მიწოდება ჩვენი ფერმერებისთვის; აქ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კვლევა, სამეცნიერო შედეგები ფერმერების მხრიდან პრაქტიკაში უნდა იქნეს გამოყენებული. აუცილებელი მიმართულება, რასაც სამინისტრო სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ნერგავს, არის ხარისხიანი სარგავი და სათესლე მასალის ხელმისაწვდომობა ჩვენი ფერმერებისთვის. სერტიფიცირება, მიკვლევადობა და გარანტირებულად ხარისხიანი ნედლეულის გამოყენება იმისთვის, რომ შემდგომში შედეგი იყოს პროგნოზირებადი, ფერმერებმა ფუჭად არ იმუშაონ და ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები გაწევენ იძლეოდეს შედეგებს“, _ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. ქვეყანაში მეთესლეობის სექტორის განვითარება და ხარისხის კონტროლის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებლებს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან საქართველოში სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტს ახორციელებს, რომელსაც 2017 წელს სარგავი მასალის სერტიფიცირება დაემატა. შეიქმნა ეროვნული კატალოგი, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს.

„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ – გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.

„იმისათვის, რომ სოფლის  მეურნეობა იყოს კონკურენტუნარიანი, გვქონდეს საექსპორტო ბაზრებზე წვდომა,  ჩვენ გვჭირდება ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა“, _ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გარემოს დაცვა და სოფლის  განვითარება 2030“ – გრძელვადიანი ხედვის წარდგენის ღონისძიებაზე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს  2030 წლამდე გაწერილი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში საკანონმდებლო დაახლოების  პროცესია.

ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სურსათის ეროვნული სააგენტოს   ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების  და  საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, რამაც  ხელი შეუწყო   სამომხმარებლო  ბაზარზე  კონტროლის  გააქტიურებას,  წარმოებებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ცხოველთა ჯანმრთელობის და მცენარეთა დაცვის სისტემების ჩამოყალიბებასა და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

2021-2030 წლებში, სურსათის უვნებლობის მიმართულებით განსაზღვრულია:  ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და უვნებლობის თანამედროვე სისტემების  დანერგვა;   სახელმწიფო კონტროლის გააქტიურება და კონტროლის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა;  ბიზნესსექტორის ცნობიერების ამაღლება; გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის  გაზრდის ხელშეწყობა.

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დაგეგმილია:  ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან  ცხოველების  იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების, ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის და კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით; მონიტორინგისა და დაავადებებზე ზედამხედველობის  სისტემის სრულყოფა; არსებული და მოსალოდნელი რისკების საფუძველზე ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული და სალიკვიდაციო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

მცენარეთა დაცვის მიმართულებით გაგრძელდება: ფიტოსანიტარიული  სისტემის  შესაძლებლობების გაძლიერება;  მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ არსებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება; საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების   კონტროლის და დიაგნოსტიკის გაძლიერება; ფიტოსანიტარიული მონიტორინგის განხორციელება და ბრძოლის ღონისძიებების   დაგეგმვა; მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებით, ქვეყანაში ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შენარჩუნება   და  სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა;  მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ არსებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა  წარადგინა.

ლევან დავითაშვილი: „ჩვენი მიზანია,  შემდეგი 10 წლის პერსპექტივაში თითქმის გავაორმაგოთ  დაფარული ფართობები და გამოშვება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მიხედვით“

„გარემოს დაცვა და სოფლის  განვითარება 2030“ _ გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია,  შემდეგი 10 წლის პერსპექტივაში თითქმის გავაორმაგოთ  დაფარული ფართობები და გამოშვება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მიხედვით;  იმისთვის, რომ ამბიციური გეგმები შევასრულოთ, ის ძალისხმევა რასაც სახელმწიფო წევდა 2012 წლიდან-2021 წლის ჩათვლით, კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. სწორედ ამისთვის, საჭიროა მეტი ფინანსური რესურსების მობილიზება და ამაში ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და პარლამენტის, რათა მეტი რესურსების მობილიზება მოხდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი ხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, აქცენტი გაკეთდება სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისების სტიმულირებაზე და სასათბურე მეურნეობების შექმნაზე, რაც უზრუნველყოფს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებით დაფარული მიწის ფართობების  500 ათას ჰა-მდე ზრდას,  უზრუნველყოფილი იქნება 3,7 მლნ ტონამდე  წარმოება – ძირითადად, საექსპორტო და იმპორტჩანაცვლების  პოტენციალის მქონე კულტურებით, რაც მოიცავს, როგორც სასურსათო პროდუქციას, ასევე, ცხოველთა საკვებწარმოების მიმართულებას.

დღეისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი მრავალწლოვანი  ხეხილის ნარგაობა და ერთწლოვანი  კულტურების ნათესი ფართობი 300 ათასი ჰექტარს აღემატება. მათ შორის, მხოლოდ პროგრამით „დანერგე მომავალი“ ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 14 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა.

ლევან დავითაშვილი: „2021-2023 წლებში, საქართველოში 91 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  დღეს გრძელვადიანი ხედვის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაცია გამართა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე, მათ შორის, სატყეო რეფორმის მიმართულებით დეტალურად ისაუბრა.

„სატყეო სექტორის რეფორმა არის ძალიან კომპლექსური. საქართველომ უკვე მიიღო ახალი ტყის კოდექსი და შექმნა ტყის მართვის ახლებური პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება განხორციელება. ჩვენ ინტენსიურად დავიწყეთ ახალი პოლიტიკის გატარება და ინვესტირება სატყეო სექტორის განსავითარებლად. შესაბამისად, 2021-2023 წლამდე, საქართველოში 91 „საქმიანი ეზო“ უნდა მოეწყოს. ეს გულისხმობს იმას, რომ 2023 წლისთვის სოციალური ჭრა, მოსახლეობის ტყეში შესვლა მერქნის მოპოვების მიზნით, რაც უამრავ პრობლემასთან, რისკთან, მათ შორის ჯანმრთელობის, არის დაკავშირებული, აღარ იქნება. ჩვენ თითოეულ მუნიციპალიტეტში, შემდგომი გადამუშავების მიზნით, მერქნული მასალა უნდა მივაწოდოთ როგორც კერძო სექტორს,  ბიზნესსექტორს, ისე ჩვენს მოსახლეობას. ასევე,  ჩნდება პირდაპირი წვდომა ნარჩენზე, რომელიც არის უნიკალური ბიომასა ალტერნატიული საწვავის გამოყენების კუთხით, როგორც მინიმუმ, მაგრამ სხვა მიზნებისთვისაც მას დიდი გამოყენების საშუალება აქვს. საქართველოში, იქ სადაც გვაქვს შეზღუდული სასოფლო-სამეურნეო სავარგული და სოფლის მეურნეობის შეზღუდული რესურსი, ზუსტად იქ გვაქვს მდიდარი ტყის რესურსი, რომელიც ასევე მდიდარია არამერქნული რესურსითაც. არამერქნული რესურსების გამოყენება, ტყეში ეკოინფრასტრუქტურის განვითარება და ეკოტურისტული ბიზნესის განვითარება არის ალტერნატიული შემოსავლები სატყეო სააგენტოსთვის და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის.  უკვე დავიწყეთ ინტენსიურად „საქმიანი ეზოების“ მოწყობა, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, მაგრამ 30 წლისთვის სრულად მოვახდენთ მოსახლეობისთვის მერქნული რესურსებით მომარაგებას ფაქტობრივად მათ საცხოვრებელ არეალთან ძალიან ახლოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ტყის ახალი კოდექსის და სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან სიახლეს მერქნული რესურსით ორგანიზებული სარგებლობა წარმოადგენს.

მერქნული რესურსით სარგებლობის სწორი განვითარება, რაც მოიცავს  ხე-ტყის დამზადებასა და მასთან დაკავშირებულ დამატებით ღირებულებებს, როგორიცაა ხე-ტყის ნარჩენით ბიომასისა თუ სხვა პროდუქტების წარმოება, ასევე, ხე-ტყის მეორადი გადამუშავება, მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს მერქნის ლეგალური ბაზრის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

სოციალური ჭრები, რაც გულისხმობდა მოსახლეობის მიერ შეშის საკუთარი ძალებით დამზადებას, ეტაპობრივად გაუქმდება. ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“,  ქვეყნის მასშტაბით უკვე მოეწყო  26 „საქმიანი ეზო“, რასაც წლის ბოლომდე კიდევ ათი დაემატება.

„საქმიანი ეზოებიდან“ მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა 2023 წლიდან იგეგმება. სააგენტო მუშაობს ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს შეშა და ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებით.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა  წარადგინა.

2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებები განხორციელდება

საქართველოს მიერ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი, ითვალისწინებს, 2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1,500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას; აგრეთვე, 7,500 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, რათა მოხდეს ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა.

შესაბამისად, ეროვნული სატყეო  სააგენტოს გეგმაა, ყოველწლიურად, 150 ჰა ტყის გაშენება და ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენის ხელშეწყობა.

ტყის აღდგენის ღონისძიებები ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით; ეწყობა ტყის დროებითი სანერგეები, ხორციელდება ტყის გაშენება, ტარდება ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები, იქმნება სწრაფმზარდი მცენარეების (აკაცია) პლანტაციები.

2013 წლიდან დღემდე, დროებითი სანერგეები მოწყობილია 6.4 ჰა ფართობზე,  ტყის აღდგენა-გაშენება განხორციელდა  590.27 ჰა-ზე, ტყის აღდგენილი და გაშენებული ფართობების მოვლა განხორციელდა 833.41 ჰა-ზე.

ბოლო წლების განმავლობაში, ტყის აღდგენის მხრივ ყველაზე სენსიტიურ  ბორჯომის ხეობაში 2008-2017 წლებში ნახანძრალი ტერიტორიაა. 2018-2020 წლებში ტყის აღდგენის კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდა 314 ჰა ფართობზე, ამით სრულად იქნა მოცული პრიორიტეტული მონაკვეთები.