აგროსიახლეები

ფსტას წარმოება მსოფლიოში 1 მლნ. ტონას მიუახლოვდა

ფსტას (ფისტა, Pistacia Vera) წარმოება მსოფლიოში, 2020-2021 წლებში 1 მილიონი ტონის ნიშნულს მიუახლოვდა.

Eastfruit-ის ექსპერტები ინვესტორების ყურადღებას მუდმივად ცენტრალური აზიის რეგიონში ფსტას გაშენების პერსპექტივებზე ამახვილებენ. აქედან გამომდინარე, ყურადღებით აკვირდებიან მსოფლიო ბაზარს, სადაც ფისტა კვლავაც მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, ლიდერი ქვეყნები კი განაგრძობენ წარმოების ზრდას.

2020/21 სამეურნეო წელსაც, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფსტას წარმოებამ მსოფლიოში 985 ათასი ტონას მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით, ძალიან მაღალ -40%-იან ზრდას შეადგენს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ, წარმოების ზრდა, ახალი ბაღების გაშენებასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთში მაღალმა მოსავლმაც განაპირობა, ფსტას მოსავლის მკაფიო პერიოდულობა ახასიათებს (მეწლეულობა), როდესაც ყოველი მეორე სეზონი უფრო უხვმოსავლიანია. სწორედ ასეთი იყო 2020/21 წლის სეზონი.

ამავდროულად, ირანში ფსტას მოსავალი 7% – ით (დაახლოებით 190 ათასი ტონა) შემცირდა, რადგან აქ საპირისპირო -ნაკლებმოსავლიანი წელი იყო. მიუხედავად ამისა, წელს ირანიდან ფისტას ექსპორტი თითქმის 15% -ით უფრო მაღალია.

პროგნოზების თანახმად, აშშ-ში ფსტას წარმოება 42% -ით გაიზრდება და რეკორდულ, 476 ათას ტონას მიაღწევს. მნიშვნელოვანია რომ, ფსტას ფართობები ძალიან სწრაფად იზრდება.

აშშ-დან ფსტას ექსპორტი თითქმის 20% -ით 225 ათას ტონამდე გაიზრდება, ჩინეთისა და ევროკავშირის წამყვან ბაზრებზე მაღალი მოთხოვნის გამო.

თურქეთში მოსალოდნელია ფსტას წარმოების 250 ათასი ტონამდე ზრდა (მეწლეულობის გათვალისწინებით).

პროგნოზების თანახმად, ჩინეთში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავარი საექსპორტო ბაზარია, ფსტას იმპორტი 45% -ით გაიზრდება და 150 ათასი ტონას მიაღწევს.

ესპანეთსა და იტალიაში მოსავლის დანაკარგების გამო, ევროკავშირში ფსტას მოსავალი 3 ათასი ტონით, 18 ათას ტონამდე შემცირდება. რაც შეეხება იმპორტს, 15% – იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც მთლიანობაში 120 ათას ტონას შეადგენს. ევროკავშირში ფსტას ძირითადი მიმწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატებია.

სტატიის წარმდგენია „საქართველოს ბანკი“.