ტყემლის დარგვა
ტყემალი ძირითადად იმყნობა ტყემალზე.
ტყემლის გაშენების ყველაზე გავრცელებული სქემა ასე გამოიყურება: 6 X 4, 6 X 3, 5 X 4 და 5 X 3 მ. (ინტენსიური ნარგაობა).
დარგვა შეიძლება გვიან შემოდგომიდან და გაგრძელდეს 15 აპრილამდე. ასევე მთელი ზამთრის განმავლობაში თუ ნიადაგი გაყინული არ არის და ჰაერის საშუალო ტემპერატურა კი _ უარყოფითი.
ნერგის დარგვის წინ, სასურველია, სარგავი ორმო ამოღებული იყოს რამდენიმე დღით ადრე, ორმოს დიამეტრი 50-60 სმ-ია, ხოლო სიღრმე – 30-40 სმ.
დარგვის დროს გასათვალისწინებელია, რომ ნერგის ნამყენი ადგილი მიწის ზედაპირიდან 4-5 სმის სიმაღლეზე მაინც უნდა განთავსდეს.
დარგვის შემდეგ ხდება ნამყენის გადაჭრა ნერგის ტიპისა და ფორმირების მეთოდიდან გამომდინარე (დაუტოტავ ნერგს ჭრიან 80-90 სმ სიმაღლეზე ზედაპირის დონიდან). შემდეგ მოხდება მცენარის დამაგრება სარზე კანაფით ან სპეციალური რეზინის სამაგრებით.
დარგვის შემდეგ ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყას. 1 ნერგზე საჭიროა არანაკლებ 25-30 ლიტრი წყალი. ამის შემდეგ მორწყვა რეგულარულად უნდა გამეორდეს მოკლე 2-3 დღის ინტერვალებით ნერგის გახარებამდე. ნერგის ფესვთა სისტემის ნორმალურად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დარგვის შემდეგ ფესვები 25 – 30 დღის განმავლობაში არ განიცდიდეს ტენის დეფიციტს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი