აგროსიახლეები

ქათმის ფეხები აქ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მკერდი და ბარკალი

ჩინეთში ქათმის ბაზრის ეროვნული თავისებურება ის არის, რომ ფეხები აქ  უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე ქათმის მკერდი და ბარკლები.

ეს არის განსაკუთრებული ნიშა ჩინეთის ბაზარზე, სადაც ქათმის ფეხებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში უსარგებლო პროდუქტად მიიჩნევენ, პატივისცემით  _ „ფენიქსის ბრჭყალებად“  მოიხსენიებენ.

დღეს შეერთებული შტატები ჩინეთის ქათმის ფეხის მთავარ მიმწოდებლად ითვლება და ბაზრის 50% უჭირავს.

2020 წელს ამერიკელმა მეფრინველეებმა ჩინეთში ორასი ათასი ტონა, 460 მილიონი დოლარის ღირებულების  ფენიქსის ბრჭყალი გააგზავნეს. 2021 წელსაც გადაწყვეტილი აქვთ ლიდერობა შეინარჩუნონ, რადგან ეს ბაზრის ძალზე მიმზიდველი ნიშაა და ბევრი კონკურენტი ცდილობს საკუთარი წილის დადებას. კონკურენტებს შორის რუსი მეფრინველეობის ფერმერებიც არიან.

ბოლო წლებში, რუსეთის ფრინველის ინდუსტრიამ უზარმაზარი სახელმწიფო მხარდაჭერა, მიიღო და ქათმის სულადობა და პროდუქციის წარმოებაც სწრაფად გაიზარდა.

 2020 წელს აქ ფრინველის ხორცის წარმოებამ 5 მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ახლა კი რუსი მეფრინველეები ცდილობენ  შევიდნენ ჩინეთის ქათმის ფეხების ბაზარზე,  მაგრამ ზოგჯერ მიწოდებული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს მყიდველის მოთხოვნებს.

ჩინურმა მხარემ როსსელხოზნადზორისა და რუსეთის მთავარი საბაჟო სამმართველოს წარმომადგენლების წინაშე მოწოდებული რუსული პროდუქტის (ქათმის ფეხები) ხარისხის მიმართ შეშფოთება გამოხატეს, რადგან  მიწოდებული პროდუქტის ორგანოლეპტიკური მდგომარეობა არ შეესაბამება მოთხოვნებს, ქათმის ფეხებს აქვს შავი წამონაზარდები, ყვითელი კანი, შეუსაბამო გამო. ამიტომაც გააფრთხილეს რუსული ქათმის ფეხების მომწოდებლები, რომ დაუშვებელია ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით ქვეყანაში პროდუქციის შეტანა და თუ კვლავ ასე გაგრძელდა, 2021 წლის ოქტომბრიდან  რუსეთიდან ექსპორტირებულ ქათმის ფეხების მიმართ  გადამჭრელ ზომებს მიიღებენ.