ცოტა რამ კავკასიური ფუტკრის და მისი კვლევის ისტორიაზე
სხვაობა კავკასიური ფუტკარსა მისი ჩრდილოელი სახეობებისგან პირველად XIX საუკუნის 70-იან წლებში აკადემიკოსმა პალასმა შეამჩნია.
მეცნიერის კოლექციაში, რომელიც გადაიგზავნა ბერლინის უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმში, ინახება ფუტკრის ეგზემპლარი აშკარა ყვითელი შეფერილობით, რომელსაც აქვს წარწერა _ Apis remipes. მასალა შეგროვებულია კავკასიაში, კასპიის ზღვის სამხრეთით. ეს წარწერა გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ რომ, პალასმა Apis remipes ყვითელ ზოლიან კავკასიურ ფუტკარს უწოდა და არა რუხ ფუტკარს, კავკასიონის ქედიდან.
პალასის კვლევა არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ 1862 წელს ჰერშტეკერი მოკლედ უთითებს კავკასიური ფუტკრის ნიშნებზე და მას Apis remipes Pallas-ს უწოდებს, ზოოლოგიის მეცნიერების და წესების მიხედვით კი ჰერშტეკერი შეგვიძლია ჩავთვალოთ ამ ფუტკრის სახეობის აღმომჩენის ავტორად და მისი სახელი უნდა იწერებოდეს შემდეგნაირად Apis remipes Gerst.
კავკასიური ფუტკრის ზოოტექნიკურ დამახასიათებელ თვისებებს პირველად ყურადღება აკადემიკოსმა ა.მ. ბუტლეროვმა მიაქცია, რომელმაც დააფუძნა და განავითარა რუსული მეფუტკრეობა.
1877 წლის 20 ოქტომბერს ბუტლეროვმა თავისუფალი-ეკონომიკური საზოგადოების სხდომის I ნაწილში წაიკითხა მოხსენება: „კავკასიურ ფუტკარზე და კავკასიის მეფუტკრეობაზე“.
მოვიყვან ამონარიდს მოხსენებიდან:
_ „პირველი საუკეთესო თვისება რაც თვალში მომხვდა ათ (10) ოჯახიან საფუტკრეში, ესაა კავკასიური ფუტკრის არაჩვეულებრივი მშვიდი ხასიათი. ფუტკრის სახლები (ჯარა, გეჯა) ოთხკუთხედის ფორმით იყო განლაგებული და საფრენები ოთხკუთხედის შიდა მხარისკენ მიმართული.
_ წარმოგიდგენიათ რა ქაოსი იქნებოდა ფუტკრის მოძრაობაში?
_ მზიან ამინდში მე შევედი სკებით შექმნილ სივრცეში, ვათვალიერებდი ფუტკრებს, ვაკვირდებოდი მათ ფრენას, ვიხრებოდი საფრენამდე და არც ფუტკარს არ უფიქრია ჩემი დანესტვრა.
_ არ ვამატებ არაფერს, კავკასიური ფუტკრები არიან ფენომენალურად მშვიდნი.“
თუმცა შემდეგში ბუტლეროვს მოუხდა სოხუმში ყოფნა და შეამჩნია რუხი შეფერილობის ფუტკარი. ის არ ვარაუდობდა, რომ სამხრეთ კავკასიაში ორი სახეობის ფუტკარია გავრცელებული.
შემდეგში ნ.ნ. შავროვმა1893 წელს მკვეთრად განმარტა რომ „კავკასიაში გავრცელებულია ორი ფუტკრის სახეობა – რუხი და მოყვითალო ზოლებით.
უდიდესი დამსახურება ეკუთვნის კ.ა. გორბაჩოვს, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება გაატარა კავკასიაში, ძირითადად მუშაობდა მეაბრეშუმეობის სადგურში ქ, თბილისში და შეისწავლა, ფიზიკურ-ბიოლოგიურად აღწერა კავკასიური ფუტკარი და პირველ რიგში მთის რუხი ფუტკარი, რომელსაც 1916 წელს მან Apis mellifera var. Caucasica უწოდა. ასევე აღნიშნა მოყვითალო ზოლიან ფუტკარს შორის მკვეთრი განსხვავება, ასევე მათი გავრცელების არეალი.
ალეკო პაპავა,
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დირექტორი,
მეფუტკრე