მევენახე რობოტები
ლისაბონის უნივერსიტეტის მეცნიერები და პორტუგალიის ქალაქ ტომარის მევენახეები ახალ რობოტებს ცდიან, რომლებიც მეღვინეობის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად არის შექმნილი.
„ვინბოტი“ ყველგანმავალი სენსორებიანი ავტონომიური მობილური რობოტია, რომელსაც შეუძლია გადაიღოს ვენახების სურათები, გააანალიზოს და 3დ მონაცემების ღრუბლოვანი გამოთვლითი პროგრამების საშუალებით განსაზღვროს ყურძნის სიმწიფის დონე, ვენახების მოსავლიანობა და გამზადებული ინფორმაცია მიაწოდოს მევენახეს.
„ვინბოტი“ პასუხობს ზუსტი მევენახეობის აგროტექნოლოგიური მეთოდის გამოყენებით ევროპული ღვინის ხარისხის მოთხოვნებს, რათა სწორად შეფასდეს ყურძნის სიმწიფე და მოსავლიანობა ვაზის ყოველ ძირზე, ყოველ კვადრატულ მეტრზე, რათა ვენახის მთელ ფართობებზე თანმიმდევრულად, ყურძნის სიმწიფის შესაბამისად, მოხდეს ყურძნის ეტაპობრივად, შერჩევით კრეფა, რაც გააუმჯობესებს ღვინის ხარისხს.
რობოტს 45 გრადუსამდე დახრის ფერდობებზე შეუძლია მუშაობა და ვენახების მოსავლიანობის დიდი სიზუსტით შემოწმება.
„ვინბოტის“ შემქმნელების თქმით, რობოტს შეუძლია ევროპელ მევენახეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში შეუწყონ ხელი. ის აღჭურვილია სენსორებით, რომელსაც შეუძლია მიიღოს და გადაამუშაოს სანავიგაციო სისტემების მიერ გადმოცემული მონაცემები. ის იყენებს მარტო კამერას, რომელიც აგროვებს მცენარეების მრავალჯერად კადრებს, შემდეგ ამუშავებს და ახდენს ვაზის და ყურძნის ყოველი ძირის და მტევნის იდენტიფიცირებას, რათა წინასწარ დადგინდეს მოსავლიანობის დონე, ყურძნის სიმწიფე და აღების პერიოდი.
პროდუქტის პროტოტიპის შესაქმნელად ევროპელ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მევენახეებიც მუშაობდნენ. მკვლევარების თქმით, რობოტი შექმნილია ვენახის მოსავლიანობის პროგნოზირების მიზნით, 10-15%-იანი ცდომილების დაშვებით.
პორტუგალიელი მევენახე პედრო სერენო ამბობს, რომ მოსავლიანობის წინასწარ დასადგენად ეს რუკები ძალიან ღირებულია.
„ჩვენი ვენახის მდებარეობა მკვეთრად განსხვავებულია ერთმანეთისგან, ზოგი უფრო დახრილ ფერდობზეა გაშენებული, ზოგიც ნაკლებ _ დახრილზე ან დაბლობში. რობოტის მიერ შესწავლილი და გაანალიზებული ინფორმაცია საშუალებას მომცეს განვსაზღვრო რელიეფურად განსხვავებულ ადგილებზე რა მდგომარეობაშია ვაზი, ყურძენი, სად მწიფეა და მზად არის დასაკრეფად, სად აკლია სიმწიფე, რომ მოვახერხო საჭიროებების შესაბამისად მორგებული ზუსტი და ეფექტიანი ზომების მიღება.
მეცნიერები რობოტში კიდევ ერთ ინსტრუმენტს ხედავენ, რასაც ზუსტი მევენახეობა ჰქვია, რაც ძალიან ღირებული ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა, რომ ღვინის ხარისხი მაქსიმალურად გაიზარდოს და კიდევ უფრო ამაღლდეს ევროპული ღვინის კონკურენტუნარიანობა.
„მევენახე რომელმაც კარგად იცის თავისი ვენახი, აგროვებს დიდ ცოდნას.“ ამბობს კარლოს ლოპესი, ლისაბონის უნივერსიტეტის აგრომიმართულების ინჟინერი. ეს ცოდნა ძირითადად მოდის ვენახზე დაკვირვებით. ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო წინ მიდის და შესაძლებელს ხდის ყოველწლიურად შეაფასოს თითოეული მცენარის მდგომარეობა, ყურძნის რაოდენობა და ხარისხი.
რობოტის დახმარებით კონკრეტული ვენახის შესახებ, იქმნება მონაცემთა სრულყოფილი ბაზა, რომელიც ზუსტად ასახავს ვენახის მდგომარეობას.
მეღვინე პედრო სორენი ადასტურებს, რომ რობოტს შეუძლია დაეხმაროს მეღვინეებს, სარგებლის მეტად გაზრდაში, სეზონის განმავლობაში პროდუქციის უკეთ დახარისხებაში. მაგალითად თუ რობოტიდან მიღებული ინფორმაცია მეუბნება რომ მოცემულ ადგილას ყურძენი ადრეული სიმწიფისკენ არის წასული, მე შემიძლია დავაჩქარო მათი მოკრეფის დრო, რათა სეზონის დასაწყისში უკეთესი ხარისხის ღვინო მივიღო. შემიძლია დაველოდო სხვა ყურძნის ნელ მომწიფებას სანამ არ მიაღწევს ოპტიმალურ ხარისხს და ასე შემდეგ.
წინასწარი მონაცემებით „მევენახე რობოტი“ დაახლოებითი 30000 ევრო ეღირება.
გარკვეული დამუშავების და დახვეწის შემდეგ, ვარაუდობენ რომ მევენახე რობოტები ბაზარზე 2-4 წელიწადში გამოჩნდება.
მოამზადა თამარ ლომიძემ
ბიბლიოგრაფია:
1. https://robotnik.eu/projects/vinbot-en/