დარგებიმეფუტკრეობაფერმერი ფერმერს

მეფუტკრეობის განვითარების ახალი ჩინური მოდელი

წიფე თაფლის წარმოებაზე კონცენტრირება _ მეფუტკრეობის განვითარების ახალი ჩინური მოდელია

2021 წლის ზაფხულში პეკინში მწიფე თაფლის მაღალეფექტიანი წარმოების განვითარების მიზნით  ეროვნული შეხვედრა გაიმართა.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეფუტკრეობის ინსტიტუტის დირექტორმა პენგ ვენჯუნმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ტრადიციული მეფუტკრეობის პრობლემის ეფექტიანად გადაწყვეტა შეუძლია:

მწიფე თაფლის წარმოების ტექნოლოგიის გამოყენებას;
სკებზე რამდენიმე კორპუსების დამატებას;
ფუტკრის კოლონიის გამრავლებას ან ერთ ოჯახად გაერთიანებას, რათა მთავარი ღალიანობის დროს შეიქმნას ძალიან დიდი კოლონია.

როგორც პენგ ვენჯუნმა თქვა, ამჟამად ფუტკრების მოშენების ტრადიცია და თაფლის წარმოება-გადამუშავების მეთოდი ჩინეთში ასეთნაირად გამოიყურება:

მასობრივად ორკორპუსიანი სკების გამოყენება;
მოუმზადებელი სუსტი ოჯახების სიმრავლე ძირითადი ღალიანობის პერიოდში;
ნექტრის შესაგროვებლად, საძიებლად ფუტკარს შორ მანძილზე უწევს ფრენა;
სკიდან თაფლის ხშირი ამოღება;
მოუმწიფებელი თაფლის მოპოვება და შემდგომ დავარგება, კონცენტრაცია;
თაფლის ნაცვლად ფუტკრის შაქრის ვაჟინით კვება (შემოდგომა და გაზაფხული).

ამიტომ ჩინეთში წარმოებულ თაფლი დაბალმოსავლიანობით და მდარე ხარისხით ხასიათდება. პროდუქტის კვებითი ღირებულება დაბალია,  შესაბამისად, მეფუტკრეების შემოსავალი არ იზრდება.

ბევრი მეფუტკრე ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტ თაფლს ამოიღებს სკიდან, ფუტკრები მით უფრო მეტ თაფლს შეაგროვებენ. აქტიური ღალიანობის   პერიოდში ზოგიერთი მეფუტკრე სკიდან თაფლს თითქმის ყოველდღიურად იღებს.

ფუტკრის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვუ ლემინგი ამბობს, რომ დაუმწიფებელი თაფლის სკიდან ამოღება სერიოზულ გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე და პროდუქტის ხარისხზე.

თაფლის შეგროვების პერიოდში მეფუტკრე ხშირად ხსნის სკას, რაც ფუტკრებს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ფუტკრის კოლონიები ღიზიანდებიან და ბევრ თაფლს ჭამენ. ან, მაგალითად, გახშირებული ქარიანი ან წვიმიანი ამინდის დროს, ფუტკარი ვერ აგროვებს ნექტარს და სკაში არსებულ თაფლის მარაგს ამოწურავენ, შემდეგ მწერები შიმშილობენ და კვდებიან კიდეც. ამას გარდა, მოუმწიფებელ თაფლს აქვს მაღალი ტენიანობა, ცუდი ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებები და სწრაფად მჟავდება.

მწიფე თაფლის წარმოების ტექნოლოგია რამდენიმე ათავისუფლებს მეფუტკრეებს თაფლის მიწოდებისა და ფუტკრის შემოწმების დამღლელი სამუშაოსგან, ამცირებს შრომის ინტენსივობას და ზრდის მეფუტკრეობის ეფექტიანობას.

ჩინურ მეფუტკრეობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა,  თაფლის სანაცვლოდ სუ უფრო აქტუალური ხდება შაქრის სიროფის კვების პრაქტიკა.

 შემოდგომაზე და გაზაფხულზე ფუტკრებს გამოსაზამთრებელ საკვებად შაქრის სიროფს აძლევენ. ბევრ მეფუტკრეს მიაჩნია,  რომ თუ ფუტკარს შაქრით არ გამოკვებას, შეგროვებული თაფლი მხოლოდ ფუტკრის გამოსაზამთრებლად იქნება საკმარისი.

ვუ ლემინგი ამბობს, რომ ფუტკრებს ზრდა-განვითარებისთვის თაფლი და ყვავილის მტვერი სჭირდებათ და არა შაქრის სიროფი. შაქრით კვების შემთხვევაში ისინი კნინდებიან:

განუვითარებლები იბადებიან;
სრულყოფილად ვერ ვითარდებიან, ნელა  იზრდებიან;
იოლად ავადდებიან;
შედარებით ნაკლებს ცოცხლობენ;
ნექტრის შეგროვების უნარი დაქვეითებული აქვთ.

წყრო: honeyprice.ua

2