აგროსიახლეები

გეოგაპი _ ფერმერებისთვის რძის პირველადი წარმოების ხარისხის გასაუმჯობესებლად

საქართველოს რძის ინდუსტრია ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ ხელახალი განვითარების ათეულ წელს ითვლის. მესაქონლე ფერმერები, რომლებიც ინდუსტრიულ წარმოებას მართავენ, ან ექსტენცის ტიპის მეურნეობიდან თანდათან ინტენსიურზე გადადიან და ბევრ პრობლემას აწყდებიან. 

მაღალპროდუქტიული ძროხის ახალი ჯიშებს, რომელთა შემოყვანაც ადგილობრივმა ფერმერებმა აქტიურად დაიწყეს, შენახვის სათანადო პირობების შექმნა ესაჭიროებათ, რაც ფერმერებს ამ პირობების ცოდნას ავალდებულებს. 

ფერმერების ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, პროექტის „ინვესტირება უვნებელ და მესაქონლეობაში – საქართველო“, რომელიც ხორციელდება Land O`Lakes venture37-თან ერთად ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით, მერძევე ფერმერებისთვის პირველადი წარმოების ხარისხის ადგილობრვი სტანდარტის – გეოგაპის ახალი მოდული შეიმუშვა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით დღეს თბილისში სწორედ ამ მოდელის _ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების სისტემაში _ გეოგაპში მერძევეობის მოდულის დანერგვის პრეზენტაცია გაიმართა.

გეოგაპის სტანდარტის მიზანი ადგილობრივი მერძევე ფერმერებისათვის ფერმერული პრაქტიკების გაუმჯობესების გზით, უვნებელი და ხარისხიანი რძის წარმოების სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობაა, რამაც ბაზარზე ფერმერების სტაბილურად მოქმედება უნდა უზრუნველყოფს;

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ გეოგაპის სტანდარტის დანერგვა ხილისა და ბოსტნეულის სექტორში USAID -ის მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყო. ახლა კი გეოგაპის სტანდარტი რძის სექტორში, 5-წლიანი პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – საქართველო“ ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით Land O’Lakes Venture37-ი,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის მიზანი საქართველოში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაუმჯობესებაა.

დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა მთავრობის წარმომადგენლები, მასერთიფიცირებელი ორგანიზაციის, ბიზნესის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მერძევე ფერმერები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის ბოლოს ფერმერებსა და სპეციალისტებს შორის დისკუსია გაიმართა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – საქართველო“ წარმომადგენლებმა ფერმერთა კითხვებსაც უპასუხეს.