აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

მსხლის დარგვის დრო და წესი

მსხალი კარგად იზრდება და მსხმოიარობს ყავისფერ, მუქ და რუხი ტყის ნიადაგებზე. ყველაზე უკეთესად ვითარდებიან ღრმა თიხნარ, საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე.

ქვიშიან ნიადაგებზე მსხალი ცუდად ხარობს, გრუნტის წყლები შორს უნდა იყოს მისი ფესვებისგან. მსხლის ხე საკმაოდ მგრძნობიარეა ყინვასთან მიმართებაში.

მსხლის დარგვისას მცენარეთა შორის დაშორება დამოკიდებულია საძირეზე, ჯიშის ზრდის სიძლიერეზე და ნიადაგის ნაყოფიერებაზე.

მაგალითად, მრგვალი ფორმის ვარჯიანი ხეებისათვის:

ა) ძლიერმზარდი საძირეებისათვის _დაშორება რიგებს შორის 7-8 მეტრი, მცენარეთა შორის რიგში 6-7 მეტრი;

ბ) საშუალოდმზარდი საძირეებისთვის _ დაშორება რიგებს შორის 6-7 მეტრი, მცენარეთა შორის რიგში 5-6 მეტრი;

გ) მსხლის ზოგიერთი ტიპისთვის მისაღებია _ რიგებს შორის 4-5 მეტრი, მცენარეთა შორის რიგში 3,5-4 მეტრი.

დარგვა შეიძლება როგორც შემოდგომით ასევე გაზაფხულზე. ამისთვის საჭიროა სწორედ მოვამზადოთ ორმო. გაზაფხულზე მსხლის ხის დასარგავ ორმოს ამზადებენ შემოდგომით, ხოლო შემოდგომით დარგვისთვის რამდენიმე კვირით ადრე.

მსხლის დარგვის სქემა ლკაჯდლკფჯალდფჯასდ

 

მნიშვნელობანია ორმოს მოცულობა, მისი სიღრმე და სიგანე. თუ დავრგავთ პატარა ორმოში ის არ განვითარდება კარგად და გაიზრდება ძალიან ნელა. მსხლის სხვადასხვა ჯიშებისთვის სხვადასხვა ზომის ორმოა რეკომენდირებული.

ორმოს თხრის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის ზედა, სასარგებლო ნაწილი გადავდოთ ერთ მხარეს, ხოლო ქვედა შედარებით ღარიბი ნაწილი მეორე. თუ თქვენ გიხდებათ მსხლის დარგვა ღარიბ ნიადაგზე, საჭიროა მას შეურიოთ ტორფი, თიხა ან კომპოსტი მოცულობით 1/2-1/3. ასევე არ დაგავიწყდეთ სასუქის შეტანა.

უკვე გამზადებულ ორმოში შეაქვთ ორგანული სასუქი, დაახლოებით 25-30 კგ, ასევე მინერალური სასუქები. მათ ამატებენ გამზადებულ ორმოში ასეთი შეფერდებით: 0,1-0,5 კგ კალიუმი, 0,8-1 კგ სუპერფოსფატი. აზოტის სასუქი გამოიყენება მხოლოდ გაზაფხულზე.

ნერგები დარგვის წინ ყურადღებით უნდა შევამოწმოთ, თუ აღმოვაჩენთ ფესვების ან ტოტების დაზიანებას, უნდა მოვაჭრათ, მაგრამ ვეცადოთ რაც შეიძლება ბევრი ფესვი შევინარჩუნოთ. თუ ნერგი მომხმარია, მაშინ დარგვის წინ 10-12 საათით ჩავდოთ წყალში.

დარგვისას ნერგს ათავსებენ ორმოს შუაგულში, შემდეგ არჭობენ მის გვერდით სარს და აყრიან მიწის ზედა ფენას ისე, რომ წარმოიქმნას ბორცვი.

მიწის მიყრის შემდეგ ნიადაგი უნდა დაიტკეპნოს, ამის შემდეგ უნდა მოირწყას. ნერგზე გათვლილია 2-3 ვედრო წყალი. არ უნდა დაგვაგიწყდეს მიწის გაფხვიერება, რაც დაეხმარება ნიადაგს ტენიანობის შენარჩუნებაში.

2