აგროსიახლეები

 „ითხვისის მარანი“, შუასაუკუნეების მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა

შუა საუკუნეების „ითხვისის მარანი“, კიდევ ერთი საინტერესო არქეოლოგიური მონაპოვარია.

ქართული ღვინის თავგადასავალი, არქეოლოგიურ ძეგლებზე მოპოვებულმა არტეფაქტებმა გაამდიდრეს. თანამედროვე სამყაროსაც, ქართველი არქეოლოგების დაუღალავი ჯაფის ფასად ხელისგულზე დადებული საგანძურით ვაწონებთ თავს.

ითხვისის არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილმა მარანმა, ქართული ღვინის ისტორიის კიდევ ერთი დაუწერელი ფურცელი შეავსო.

ექსპედიციის ხელმძღვანელი, არქეოლოგი ზურაბ ბრაგვაძე, „ითხვისის მარანს“ მეთოთხმეტე საუკუნით ათარიღებს და ამბობს, რომ ფართობის მოცულობით, ჯერჯერობით ერთადერთია დასავლეთ საქართველოში.

ორიგინალურად განლაგებული ქვევრები, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, სწორედ ითხვისის მარნის შთამბეჭდავი საგანძურია. ზურა ბრაგვაძე, საინტერესოდ ხსნის ქვევრების განლაგების მნიშვნელობას:

„ქვევრების დიდი ნაწილი პირდაპირ ჩადგმულია განვითარებული შუასაუკუნეების სათავსებში. ყველა მათგანი ჩაკირულია და განლაგებულია ბუდეებად. ეს ნიშნავს, რომ ქვევრები ღვინისთვის იყო განკუთვნილი.

დიდი ქვევრების გვერდით აღმოჩენილია შედარებით მცირე ზომის ქვევრები. როგორც ჩანს, მათ ღვინის დასავარგებლად იყენებდნენ“.

ითხვისის ნაქალაქარი კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს…

ზურაბ ბრაგვაძის ფოტო

წყარო: ქართული ღვინის თავგადასავალი