აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები

ზღმარტლი (ლათ. Mespilus) — ვარდისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივან მცენარეების გვარს მიეკუთვნება. მისი ერთადერთი სახეობა — ჩვეულებრივი ზღმარტლი (ლათ. Mespilus germanuca) ტანდაბალი (3-6 მ-მდე სიმაღლის) ეკლიანი ხე ან ბუჩქია. აქვს ლანცეტა ან კვერცხისებრი მოკლეყუნწიანი ფოთლები და დიდი, თეთრი მარტოული ყვავილები; ნაყოფი მომრგვალო კენკრაა; რბილობი მაგარი, უკვე გადამწიფებული რბილი და ტკბილია.

ველურად გვხვდება ირანში, მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე,  კავკასიაში,  ყირიმსა  და თურქმენეთში. 

საქართველოში იზრდება ქვეტყედ მთის ქვედა და შუა სარტყელში, განსაკუთრებით მუხნარებში.

მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, ამრავლებენ მყნობით. ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და C ვიტამინს; ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი — მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს იყენებენ სახარატო ნაკეთობისათვის. თაფლოვანია. აშენებენ ევროპის ზოგ ქვეყანასა და აშშ-ში.

275502896_395690209034927_2879692148290452223_n

 

ზღმარტლი შეიცავს შაქრებსა და თითქმის ყველა ვიტამინს, მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სელენი, თუთია და ა.შ.

განსაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი, ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს.

არქეოლოგიური კვლევების შედეგად დგინდება, რომ ზღმარტლის კულტივირება ჯერ კიდევ 3 ათასი წლის წინ დაიწყეს. არსებობს მისი 30-მდე სახეობა, მაგრამ გამოიყენება ძირითადად ორი – ე.წ. გერმანული და იაპონური ზღმარტლი. სახელწოდება გერმანულიდან ეწოდა, რადგან ის პირველად რომაელებმა შეიტანეს ევროპაში, კერძოდ, გერმანიის ტერიტორიაზე. ჩვენთან გავრცელებულია გერმანული ზღმარტლი, რომელსაც ასევე კავკასიური ზღმარტლი ეწოდება.

ზღმარტლის კვებითი ღირებულება 100 გრამ პროდუქტში: ცილები – 2,1 გრამი, ცხიმები – 0,8 გრამი, ნახშიწყლები – 17,3 გრამი.

ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და თითქმის ყველა ვიტამინს – С, А, В1, В2, В3, В6, В9, ლიმონისა და ვაშლის მჟავას, მთრიმლავ და არომატულ ნივთიერებებს, პექტინებს, ლორწოს, ფიტონციდებს. მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სელენი, თუთია და სხვა.

ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.

ზღმარტლის სასარგებლო თვისებები

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფოთოლი, ნაყოფი და თესლის ნახარში კუჭ-ნაწლავის ანთებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას.

275531860_395690182368263_6424158001265911065_n

გასაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს, ნაწლავებს. გაითვალისწინეთ, რომ მწიფე ნაყოფი კარგია შეკრულობის დროს, ხოლო მკვახე – ფაღარათისას.

იოდის, თუთიის, სელენისა და მანგანუმის წყალობით, რომლებიც იმუნიტეტზე არიან პასუხისმგებელი, ზღმარტლი აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და კუჭქვეშა ჯირკვლების მუშაობას; კალციუმი ამაგრებს ძვლოვან სისტემას და დადებითად მოქმედებს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. მაგნიუმი კი ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

განსაკუთრებით სასარგებლოა ზღმარტლის ფოთლები, რადგან ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ეს სასარგებლო ნივთიერებები აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებსა და ეხმარება მას დიაბეტთან ბრძოლაში, პირღებინებისას, დიარეისა და დეპრესიული მდგომარეობის დროს. ფოთლების ნაყენი გამოიყენება ანგინის დროს.