აგროსიახლეები

ქართული ჩაი საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნად პროდუქტად უნდა ვაქციოთ

 

„საქართველოში ჩაის წარმოებას მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. ქართულ ჩაი პოპულარული და მოთხოვნადი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დარგს აქვს პოტენციალი. სწორედ ამან განაპირობა, რომ 2016 წლიდან სახელმწიფომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება დაიწო. მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩაის პლანტაცია რეაბილიტირებულია 1,676 ჰა ფართობზე (აქედან 241 ჰა გურიაში); სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ფერმერებს და მეწარმეებს ქართული ჩაის წარმოების ზრდისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ვთავაზობთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებშიც, დღეისათვის, ამ მიმართულებისთვის 4,395,112,524 ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული. ჩაის წარმოების ზრდისთვის გვაქვს საგრანტო კომპონენტიც, ტექნიკური დახმარება და სხვა. ეს მხარდაჭერა არის სტიმული და ამავე დროს გარანტია, რომ დარგი გახდეს კონკურენტუნარიანი, ქართული ჩაი ვაქციოთ მოთხოვნად პროდუქტად, რომელიც თავის ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო ბაზარზე ახალზელანდიურ, ჩინურ, იაპონურ, ინდურ და სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ ჩაის შორის.“  _ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გურიაში, „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამმუშავებელი საწარმოს დათვალიერების დროს.

ჩაი კლკ222222222222222222222222222

„ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიამ“, საწარმოს შესაქმნელად, 500,000 ლარიანი ინვესტიცია განახორციელა. აქედან, 155,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის“ ბენეფიციარიცაა და 28 ჰა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის სახელწიფო გრანტი 52,000 ლარის ოდენობით აქვს მიღებული.

საწარმო სეზონზე 65 ტონა ჩაის ფოთოლს გადაამუშავებს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. გადამმუშავებელ საწარმოში, სეზონურად, 10 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში, მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – HACCP დაინერგა.

ჩაი 333333333333333333333333333333333333

„ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიაში“ მინისტრთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები იმყოფებოდნენ.

სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით, ჩაის წარმოების მიმართულებით 8,555,127 ლარის ღირებულების 42 სესხია გაცემული, მათ შორის, გურიის რეგიონში 6,083,890 ლარის ღირებულების 22 სესხია გაცემული. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.