მარცვლეული და პარკოსანი კულტურების ორგანული მწვანე მასა მეცხოველეობის საკვებად შვიდ დღეში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდს გადააჭარბებს. მისი 60% ქალაქებში იცხოვრებს და ურბანული მოსახლეობის საცხოვრებელი ტერიტორიები, გაიზრდება სოფლის მეურნეობისთვის შესაფერისი ფართობების შემცირების ხარჯზე. ამასთან მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს, სურსათის არა მარტო რაოდენობრივ ზრდას, არამედ იმასაც, რომ ბაზარს სჭირდება საკმარისი რაოდენობის ადვილად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი პროდუქცია უფრო იაფად.
ამ ამოცანის გადაჭრაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ტექნოლოგიას, რომელსაც ჰიდროპონიკის ორგანული ტექნოლოგიას, ანუ ნიადაგისა და პესტიციდების გარეშე მწვანე მასის წარმოების ორგანულ ტექნოლოგიასაც უწოდებენ. SBS Consulting-ის მონაცემებით, 2004 წლიდან 2017 წლამდე ეკო პროდუქტების ბაზარი 21-დან 93 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. პარალელურად, ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქტების მოხმარება ერთსა და იმავე პერიოდში ორჯერ იზრდება. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2020 წლისთვის ორგანული პროდუქტების მსოფლიო ბაზრის კაპიტალიზაციამ $143 მილიარდს მიაღწია. მოხმარების მხრივ ლიდერებს შორის არიან აშშ (ბაზრის 43%), გერმანია (11%), საფრანგეთი (9%), ჩინეთი (8%) და კანადა (3%).
რა არის ჰიდროპონიკა და რატომ არის ის მომავალი?
მეცნიერები წყალხსნარში მცენარეების მოყვანით დაინტერესდნენ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში და ჩაატარეს ექსპერიმენტები გასული საუკუნის 30-იან წლებში, მაგრამ ჰიდროპონიკის ბუმი 1980-იანი წლების შემდეგ დაიწყო. რამდენიმე წლით ადრე, ლოურენს ბრუკსმა შეერთებულ შტატებში, დააარსა General Hydroponics.
2020 წლისთვის ეს ტექნოლოგია მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პოპულარობა მოიპოვა მეწარმეებში, ფერმერებში, მეცნიერებსა და ფლორისტებში. ჰიდროპონიკური სისტემებიგამოიყენება ვერტიკალურ სათბურებში სხვადასხვა სახის მწვანილის, ბოსტნეულის და კენკრის მოსაყვანად, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს მოსავლიანობა შეზღუდულ ტერიტორიაზე. ასეთ ფერმებში მცენარეების მიკროკლიმატი და მომწიფება კონტროლდება მრავალი სენსორით, ხოლო ხელოვნური ინტელექტის სისტემა ხელს უწყობს ადამიანის შრომას და ამცირებს წარმოების ხარჯებს.
ჰიდროპონიკის ხელმისაწვდომობა შესაძლებელს ხდის მცენარეების გაშენებას ჩვეულებრივ ბინებში, კვების ობიექტებში და ცათამბჯენების სახურავებზე. ჰიდროპონიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფერმის გადაწყვეტილებებით. უახლოეს მომავალში, ჰიდროპონიკურ სისტემებს შეუძლიათ ასტრონავტები მიაწოდონ ახალი ბოსტნეული და მწვანილი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ამ მიზნით, 2018 წელს ევროკავშირმა დაიწყო 5 მილიონი ევროს ღირებულების ოთხწლიანი EDEN-ISS პროგრამა.
პირველი საცდელი ადგილი იყო ნეუმაიერი III ანტარქტიდის სადგური. გერმანიის აეროკოსმოსურმა ცენტრმა იქ ააშენა სათბური ჰიდროპონიკითა და ხელოვნური განათებით. 9,5 თვის განმავლობაში მეცნიერებმა მოახერხეს 268 კილოგრამი ბოსტნეულის მოყვანა 12,5 კვადრატულ მეტრ ფართობზე. კიტრი (67 კგ), სალათის ფოთოლი (117 კგ) და პომიდორი (50 კგ) საუკეთესოდ გაიზარდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასურსათო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი დარგის, მეცხოველეობის მდგომარეობას 10 %-ით განსაზღვრავს ცხოველთა გენეტიკური და ვეტერინარული მომსახახურების თავისებურებები, 10 % -ით მათი შენახვის ჰიგიენური ღონისძიებების და 80 %-ით ცხოველთა კვება და საკუთარი წარმოების სრულფასოვანი საკვებით უზრუნველყფის დონე.
უკვე დიდი ხანია, რაც ჰიდროპონიკის ტექნოლოგიებს შორის არსებობს ტექნოლოგია, რომლითაც 7 დღეში შესაძლებელია სასუქებისა და პესტიციდების გარეშე მიიღო მწვანე საკვები მასა. მსგავს ტექნოლოგიას თავის ლაშქრობებში ალექსანდრე მაკედონელი და ჩინეთის პირველი იმპერატორი ცინი იყენებდნენ საბრძოლო ცხენების, სპილოების, მერძეული პირუქტყვის, მებრძოლი ძაღლების ცოცხალი ვიტამინებით უზრუნველყოფისათვის და მათ სამკურნალოდ.
ეს ტექნოლოგიები ასევე წარმატებით გამოიყენებოდა მეცხოველეობის კომპლექსებში საქართველოს უახლოეს წარსულშიც. ამ ტექნოლოგიების დახვეწაზე წარმატებით მუშაობდა საქართველოს სამთო მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ტექნოლოგიების დადებითი მხარე სწორედ ის არის, რომ დახურულ სივრცეში იგი საშუალებას იძლევა ძვირფასი მწვანე საკვები მასა მიღებული იქნეს დათესვიდან მხოლოდ შვიდ დღეში, ამასთან ნიადაგის და პესტიციდების გარეშე.
ქერის მარცვლიდან მიღებული მწვანე მასა დათესვიდან მეშვიდე დღეს.
როგორც წესი ამ მიზნისათვის გამოიყენება მხოლოდ წყალი , ქერის, შვრიის. სორგოს ბარდის,სიმინდის, სოიოს და ა.შ. უმეტესად საგაზაფხულო კულტურების მარცვალი, ან მათი ნარევები.
არახელსაყრელ კლიმატურ პირობებშიც კი ამ ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას იძლევა, რომ მეურნეებმა ყოველდღიურად სტაბილურად მიიღონ მწვანე საკვები, ამასთან ისინი საკვებს ღებულობენ ყოველდღიურად მთელი წლის განმავლობაში მიუხედავად სეზონურობისა და ბუნებრივ კლიმატური პირობებისა.
გარდა მეწველი პირუტყვისა ამ საკვებს უმზადებენ სპორტულ ცხენებს, ზოოპარკების ბინადრებს, ფრინველებს და ბოცვრებს.
დამწყები მეწარმეები ამ მიზნისათვის ხშირად იყენებენ ცელოფნით გადახურულ ხის, პლასტიკური ან სხვა მყარი კარკასისაგან დამზადებულ თაროებიან (უმეტესად 5-7 სართული) ცელოფნის ან შუშის სათბურებს.
13 მერტრის სიგრძისა და 10 მეტრის ასეთ მარტივ მოდულში თვითოეული კვადარატული მეტრიდან მიიღება 9 კილოგრამი ნედლი მწანე მასა. სულ სათბურიდან 1,2 ტონა დღეში. ეს რაოდენობა საკმარისია რათა დააკმაყოფილო მწვანე საკვებზე 120 მსხვილფეხა პირუტყვის მოთთხოვნილება. საკვების ეს რაოდენობა ასევე საკმარისია 1500 ცხვრის ან 500 ღორის კვების რაციონისათვის. ამასთან აღსანიშნავია, რომ ერთი ტონა მწვანე მასის მისაღებად იხარჯება საშუალოდ 500-700 ლიტრი წყალი, სიმინდის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2-3 ჯერ უფრო ნაკლებია და 200–300 ლიტრის ტოლია.
130 კვადრატული მეტრის სათავსოდან მიღებული ამ რაოდენობის მწვანე მასა წელიწადში შეესაბამება 120, 6 ჰა–ზე მიღებულ მოსავალს. ეს კი მცირე მიწიანი ფერმერებისა და რეგიონებისათვის ძალზედ ეფექტური ტექნოლოგიაა.
ბუნებრივია, რომ ჰიდროპონიკის მეთოდით მიღებული მწვანე საკვების დანიშნულება არ არის ის, რომ პირუტყვის რაციონში მან მთლიანად შეცვალოს მშრალი და უხეში საკვები. თუ ფერმერმა გადაწყვიტა, რომ ცხენების, მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის რაციონში შეიტანოს ეს საკვები, მაგალითად ქერის მწვანე მასა, მაშინ მისმა დღიურმა ნორმამ უნდა შეადგინოს ცხოველის ან ფრინველის წონის 3–3,5 %.
მწვანე მასის მისაღება შვიდ სართულიანი მეტალოპლასტიკის მოდულის გამოყებით
გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ თუ სასუქი მოზარდის კვებაში გამოიყენება რაფსი, თივა და ქერის მწვანე მასა (3,75 კგ დღეში), მაშინ დღეღამური მატება 41 %–ით მეტია, ვიდრე მხოლოდ რაფსითა და თივით კვების შემთხვევაში.
ამ ტექნოლოგიით მიღებული ქერის მწვანე მასა შეიცავს 23 ჯერ მეტ ვიტამინ A-ს ვიდრე სტაფილო, B ვიტამინს 2-ჯერ მეტს ვიდრე ფოთლოვანი სალათი, C ვიტამინს 14-ჯერ მეტს, ვიდრე ციტრუსოვნები. კალციუმის შემადგენლობა 0,15 %-ია, კალიუმის 0,24, მაგნიუმის 0,46, ფოსფორის 0,46, გოგირდის 0,28, ბორის 22 მგ/კგ-ში, მარგანეცის 37, ცინკის 40. აღსანიშნავია, რომ მარცვალთან შედარებით მწვანე მასაში პროტეინის შემცველობა ორჯერ იზრდება, კალციუმისა 5-8 ჯერ, საკვები მდიდრდება კაროტინით, ვიტამინ C-თი, В ჯგუფის (B1, В 2, В3, В6, B12), E ჯგუფის და სხვა ვიტამინებით. საკვების ენერგეტიკულობის მაჩვენებელი 12,1 მჯოულია ერთ კილოგრამში. კვლევებმა ისიც დაამტკიცეს, რომ საკვებ რაციონში ქერის მწვანე მასის შეტანა მასში ვიტამინებისა და ენზიმების მაღალი შემცველობის გამო საგრძნობლად აუმჯობესებს საკვების მონელებადობას, ამცირებს დატვირთვას საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, მეწველ პირუტყვში ზრდის წველადობას და რძის ცხიმიანობას.
მცენარეთა განვითარება დღეების მიხედვით
დღეისათვის წარმოებაში უკვე გამოყენებულია სხვადასხვა წარმადობის ჰიდროპონული დანადგარები, მათი მომსახურებისათვის დღე ღამეში საშუალოდ 3 საათია საჭირო. დროის ამ მონაკვეთში მომსახურე თამაშრომელი თაროებიდან, სადაც ვითარდება ქერის, სიმინდის, ხორბლისა თუ შვრიის მარცვლისაგან აღმოცენებული მწვანე მასა, იღებს მას ფესვებიანად, ახვევს რულონებად და უყრის ბაგებში პირუტყვს, ან ამზადებს ნარევს თივასთან. შემდეგ განთავისუფლებული თაროები სუფთავდება და თავიდან იწყება მწვანე მასის ჰიდროპონული წარმოების მომდევნო ციკლი, რომელიც კვლავ შვიდი დღისაგან შედგება.
ამ შვიდდღიანი ციკლის განმეორებების შედეგად, ნედლი მწვანე მასის ულუფები მიიღება ყოველდღიურად. თვით ქარხნული წარმოების დანადგარის ფასი შესაბამისად წარმადობისა 15-25 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.
მოსავლის აღება
დამწყები და მცირე ფერმერები ამ მიზნით წარმატებით იყენებენ თვითნაკეთ, სასათბურე ცელოფნისა და ხის კარკასიდან დამზადებულ ორანჟერიებს. მართალია მსგავსი 100 კვადრატულ მეტრიანი სათბურის დამზადება ფერმერებს საშუალოდ 800-1000 ლარამდე უჯდებათ (აქედან 400-500 ლარი სათბურის კარკასზე გადასაკრავი ცელოფნის ღირებულებაა), მაგრამ წარმოების პირველსავე ციკლებში მეურნე ინაზღაურებს თავის დანახარჯებს და იმავე წელს გადის მოგებაზე.
- თესლის დატენიანება და გაღივებისათვის მომზადება. მარცვლიდან მწვანე მასის წარმოებისათვის როგორც წესი მეურნეები ჯერ მარცვალს წყლიან ჭურჭელში ათავსებენ 12-14 საათის განმავლობაში ღივის განვითარებამდე ამასთან ახდენენ ბარბიტირებას. ბარბიტირება არის თესლის წინასწარ მომზადების პროცესი. პროცესის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სათესლე მასალას ათავსებენ ჰაერით გაჯერებულ წყალში. ბარბიტირება თესლის დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და უსაფრთხო საშუალებაა, რომელსაც შეუძლია გაზარდოს აღმოცენება და დააჩქაროს მათი აღმოცენება-განვითარება 6-7 დღით.
- გაღივებული თესლის გაშლა. გაღივებულ მარცვალს ათავსებენ (შლიან) ერთ ან ორ ფენად მწვანე მასის განვითარებისათვის გათვალისწინებულ ჭურჭლებში ან სინებზე.
- თაროებზე განთავსება მარცვლიან ჭურჭლელებს ან სინებს დგამენ სათბურის ოდნავ დახრილ (არ მოხდეს წყლის ჩაგროვება ) თარაოებზე საშუალოდ 18–20 გრადუსი ტემპერატურის პირობებში.
ბალახის ზრდა-განვითარება დღეების მიხედვით
- რწყვა და ობის სოკოს საწინააღმდეგო ორგანული პრეპარატით დამუშავება . გაღივებულ მარცვლებს პერიოდულად ნამავენ, რწყავენ და საჭიროების შემთხვევაში ჯეჯილს ამუშავებენ ობის სოკოს საწინააღმდეგო ორგანული მცენარეთა დაცვის საშუალებით. მეშვიდე დღეს კი მარცვლიდან განვითარებულ მწვანე მასას იყენებენ პირუტყვის, ფრინველის და ა.შ გამოსაკვებად.
ჰიდროპონიკის თვითნაკეთი მოდული მწვანე მასის მისაღებად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მგრადი განვითარების პროფესორები:
ნოე ხოზრევანიძე, კობა კობალაძე, მიხეილ ჯანიკაშვილი, ნანა ახალაია