აგროსიახლეები

ინდოეთში ბიოფორტიფიცირებული ხორბლის ახალი ჯიშების გამრავლება დაიწყეს

2023 წლის თესვის სეზონისათვის ინდოელმა ფერმერებმა გასამრავლებლად 10 კილოგრამი, რკინით გამდიდრებული  ბიოფორტიფიცირებული  (გენეტიკურად გამდიდრებული) ხორბლის ახალი ჯიშების   თესლი მიიღეს.

ხორბლის ახალი ჯიშების თესლი, რომელიც ICAR-ინდური ხორბლისა და ქერის ინსტიტუტმა (IIWBR) შექმნა, წინასწარ იმ ფერმერებზე გაანაწილა ვინც მათ ონლაინ პორტალზე krishijagran.com  სათესლე მასალა დაჯავშნეს.

რადგან DBW-187 და DBW-222 ხორბლის ჯიშებზე დიდი მოთხოვნაა, საწყის ეტაპზე ახალი ჯიშის ხორბლის თესლი პენჯაბის შტატის წინასწარ შერჩეული 2500-მდე ფერმერს გადაეცა.

ჯიში DBW-222 გამძლე და მორგებულია ინდოეთის ჩრდილოეთ დაბლობ რეგიონების მიკროკლიმატზე. აგროტექნოლოგიური ნორმების დაცვის შემთხვევაში, ახალი ჯიშის ხორბლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა  61 ცენტნერია. DBW-187 ასევე ბიოფორტიფიცირებული ჯიშის ხორბალია, რკინის მაღალი შემცველობით, რომელიც ყველგან (მკვეთრად განსხვავებული აგროკლიმატური პირობებშიც კი) შეიძლება იწარმოოს.

ICAR-IIWBR-ის დირექტორის  G. P. Singh-ის თქმით, პენჯაბელი ფერმერების შემდეგ ახალი ჯიშის ხორბლების სათესლე მასალას სხვა შტატის ფერმერებიც მიიღებენ და წელსვე შეძლებენ დათესვას.

ICAR პროგრამა ხორბლის გარდა სხვა კულტურების ბიოფორტიფიკაციას (გენეტიკურ გამდიდრებას) მოიცავს. ამავე პროგრომით უკვე შექმნილია ბიოფორტიფიცირებული ჯიშის: ბრინჯი, ხორბალი, სიმინდი, ფეტვი, ოსპი, არაქისი, სელის თესლი, მდოგვი და სოია, ასევე ყვავილოვანი კომბოსტო, ტკბილი კარტოფილი და  ჩვეულებრივი კარტოფილი, ბროწეული და სხვა.

როგორც სელექციონერები განმარტავენ ახალ ჯიშებში გაზრდილია ისეთი ნივთიერებების შემცველობა, როგორიცაა:  რკინა, თუთია, კალციუმი, ცილა, ვიტამინი C, პროვიტამინი A და ოლეინის მჟავა.

ფერმერებს შორის თესლების პოპულარიზება მედიის საშუალებით მიმდინარეობს, ინტენსიურად იმართება შეხვედრები, ტრენინგები და სადემონსტრაცო ნაკვეთებზე ფერმერთათვის ახალი ჯიშების შედეგების თვალსაჩინოდ ჩვენება და სხვა.

ინდოეთის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით საბჭო (ICAR) კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტების ფართო ქსელის თვითმმართველი ორგანოა, რომელსაც ზედამხედველობს ინდოეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განათლების დეპარტამენტი.

სამინისტრო მხარს უჭერს და ეხმარება ფერმერებს, განსაკუთრებით მცირე საოჯახო მეურნეობებს, ხელშემწყობი პროგრამებით ეკო-სოფლების შექმნაში, სადაც ჯანსაღი საკვები იწარმოება.