დარგებიმემარცვლეობა

საშემოდგომი ჭვავი  სამთო მიწადმოქმედების ეფექტიანი კულტურაა

ჭვავი, ანუ სვილა (Secale cereale) — როგორც  სამთო მიწადმოქმედებისა და ცივი რეგიონების კულტურა ცნობილი იყო ჯერ კიდევ – ბრინჯაოს ხანაში.  დღეს  ჭვავი ძალზედ  ფართოდ გავრცელებული კულტურა განსაკუთრებით  ევროპის (ავსტრია, იტალია, შვეიცარია, გერმანია, ჩეხეთი, უნგრეთი, ინგლისი, ჰოლანდია, ბალტიის პირეთის ქვეყნები და ა.შ.) სამთო მიწადმოქმედებაში.

 ჭვავის პურს აქვს მაღალი კალორიულობა, სასიამოვნო სუნი, სამკურნალო თვისებები, კარგი გემო და შეიცავს სრულ ცილებს და ვიტამინებს. ამჟამად ევროპაში ინტენსიურად ინერგება ჭვავის ჰიბრიდები.

Untitled-1

ყინვაგამძლე მცენარეები განსხვავდებიან რიგი მორფობიოლოგიური მახასიათებლებით. მათ აქვთ პატარა  უჯრედული სტრუქტურის ვიწრო. მოკლე როზეტის ფოთლები და ბუჩქის გაბრტყელებული ფორმა, ეპიდერმისის სქელი გარე კედელი, მოკლე  მეზოკოტილი.

ყინვაგამძლე მცენარეები ხასიათდებიან ნელი ზრდით შემოდგომის პერიოდში, ჭვავი გამოირჩევა მშრალი ნივთიერებების შედარებით მაღალი კონცენტრაციით უჯრედის წვენში და მათი უფრო ეკონომიური გამოყენებით ზრდის პროცესებისა და სუნთქვისთვის. მისი სავეგეტაციო პერიოდი 120-150 დღეა (შემოდგომა ზამთრის  45-50 დღე და გაზაფხული-ზაფხული 75-100 დღე).

ჭვავი
 მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  Poales
ოჯახი:  მარცვლოვანნი

   ჭვავი ძირითადად პურეულს წარმოადგენს იმ მაღალმთიან და ჩრდილეთის რაიონებში, სადაც ხორბლის კულტურა ჯერ კიდევ ნაკლებადაა გავრცელებული მკაცრი, ცივი კლიმატური პირობების გამო. უკიდურეს ჩრდილოეთში იგი ადგილს უთმობდა ქერს, რომელსაც სავეგეტაციო პერიოდი უფრო მცირე აქვს;

მსოფლიო მიწათმოქმედებაში ფართობის მიხედვით მას მერვე ადგილი უჭირავს პურეულთა შორის,  ხორბლის, ბრინჯის, ქერის, სიმინდის, შვრიის, ფეტვისა და სორგოს შემდეგ.

კულტივირებული ჭვავის ჯიშების მცენარის სიმაღლე 80-180 სმ-ია, რიგ შემთხვევებში იგი 2 მეტრზედაც უფრო მაღალია.

 ჭვავის მარცვლის ფერი, თესლისა და კანის ფერიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერებში, კერძოდ  თეთრი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, მეწამული, ყავისფერი. 1000 მარცვლის წონა 30-45 გ-ია.  ჭვავის მარცვალი გამოიყენება ფქვილის, სახამებლის, მელასის, ცხოველთა საკვების დასამზადებლად და ა.შ.

საუკეთესო წინამორბედებია სიმინდი, ბოსტნეული,  ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახები, სელი.

  ყოველივე ამის გამო, ბოლო წლებში  ის  სწრაფად იძენს პოპულარობას:  

  1. მაღალი ხარისხის ჭვავის და სამკურნალო პურის გამოცხობისთვის;
  2. მაღალი ხარისხის ალკოჰოლის წარმოებისთვის;
  3. მაღალი ხარისხის ქარვისფერი ვისკის წარმოებისთვის;
  4. ჭვავის მარცვლეული გამოყენება სხვადასვა სახის კერძებში;
  5. ჭვავი ეფექტიანად გამოიყენება, როგორ ენერგეტიკული საკვები მეცხოველეობაში.

ჭვავის მცენარეული მასა გამოყენება:

ა) მწვანე საკვებად;

) თივის;

გ) სენაჟის;

დ) სიდერატად;

ე)ბალახის ფქვილის,

 ვ) ბრიკეტების;

 ზ) გრანულების;

 თ) ბიოსაწვავისა და ენერგიის მისაღებად.

  ფიქრობენ, რომ ჭვავი წარმოიშვა იმ სარეველა ჭვავისგან, რომელიც ასავრელიანებდა და ახლაც ასავრელიანებს საშემოდგომო ხორბლისა და საშემოდგომო ქერის ნათესებს კავკასიაშიშუა და მცირე აზიაში. ეს სარეველა ჭვავი გვხვდება მრავალი სახესხვაობისა და ფორმის სახით, რომლებსაც ზოგი ავტორი ამავე Secale cereale- სახეობაში აერთიანებს, რომელშიც შედის კულტურული ჭვავი, ხოლო სხვები მათ გამოყოფენ სარეველა ჭვავის — Secale segetale დამოუკიდებელ სახეობად. დღეს  ჭვავის ველურ სახეობებს (დაახლოებით 12-მდეა) პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს.

 ცივ რეგიონებში ჭვავის საშემოდგომო ჯიშები უფრო მოსავლიანია ვიდრე ხორბალი და ჭვავის საგაზაფხულო ჯიშები. ჭვავს ახასიათებს ხორბალთან შედარებით 10-15 დღით უფრო  საადრეო სავეგეტაციო პერიოდი.  ისინი უფრო ადრე  ათავისუფლებენ დაკავებულ ფართობს, უკეთ გაურბიან გვალვას და კლიმატურ კატაკლიზმებს,   ამიტომ  საგაზაფხულო ჯიშებს თესავენ იქ, სადაც კლიმატური პირობების გამო საშემოდგომო ჯიში ზამთარში იყინება და ვერ ხარობს მაგალითადმაღალმთიანეთში).

მეწარმეების მიერ ამ  ჭვავის  წარმოების  რენტაბელობა შედარებულია საშემოდგომო  ხორბალთან  და როგორც ჩატარებული კვლევის შედეგებმა ცხადყვეს ხშირად  ჭვავი აღემატება მას წარმოების მდგრადობის უზრუნველყოფის  თვალსაზრიზით. ეს იმით აიხსნება, რომ ჭვავს ახასიათებს მაღალი   სიცივეგამძლეობა,   იმუნიტეტი, სწრაფი,  ძლირი ზრდა-განვითარება,  წარმოების პირობებისადმი არაპრეტენზიულობა, ასევე  ახასიათებს   მაღალი კვებითი  სასურსათო თვისებები და აქვს  გარანტირებული    მოსავლიანობა.

ჭვავი, განსაკუთრებით მისი მეზამთრე ნათესები,   კარგი წინამორბედია  სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის.

ძლიერი, სწრაფი ზრდის გამო იგი ეფექტურად გამოიყენება სარეველების ჩასახშობად, ჭვავი   საუკეთესო წინამორბედია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის.

საშემოდგომო ჭვავის ნარევები  საშემოდგომო  პარკოსნებთან,  ბარდასთან – და შვრიასთან კარგ, ხარისხიან  საკვებ მასას იძლევა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ცილების შემცველობისორგანიზმის მიერ მათი შეთვისებისა და გამოყენების ნაირგვარობის მხრივ ჭვავი ხორბალზე უფრო  დაბლა დგას

რაც უფრო ცივი რეგიონებისაკენ  და ზევით მთებისკენ მიიწევდა ხორბლის კულტურა, მით უფრო ისპობოდა იგი. უფრო გამძლე ჭვავი რჩებოდა და მისთვის განკუთვნილ ფართობებს იკავებდა. ამის გამო ის უფრო იპყრობდა ადამიანის ყურადღებას, რომელმაც თანდათანობით შერჩევით გამოიყვანა ჭვავის კულტურული ფორმები.

ჭვავს ახასიათებს ხორბალთან შედარებით 10-15 დღიანი საადრეო სავეგეტაციო პერიოდი,  იგი  მალე  ათავისუფლებს დაკავებულ ფართობს საჭიროებს ნაკლებ ტენს, ხშირად თავს აღწევს გვალვას, სხვა კლიმატურ კატაკლიზმებს და მეორე მოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ჭვავის  თესლი გაღივებას იწყებს 1-20C სითბოზე. აღმოცენებისათვის  საჭირო ოპტიმალური ტემპერატურაა 6-120C, კარგად ბარტყობს 10-120C ტემპერატურაზე. 

საშემოდგომო ჭვავი ზამთარგამძლეა (ზამთარში  3-5 ფოთლის ფაზაში მცირე თოვლით იტანს 30-35°C ყინვებს).

საშემოდგომო ჭვავის ოპტიმალურ  ვადაში  თესვის შემთხვევაში მას 3-5 ნაბარტყი აქვს და ასეთი მცენარე   25-300C ყინვას უძლებს. ადრე გაზაფხულზე ჭვავი იწყებს აღერებას.

აღერების ბოლოს იგი  იკეთებს კარგად განვითარებულ  თავთავს და ყვავილობს 14-160C სითბოს პირობებში.

განვითარების სრული ციკლისათვის მას ესაჭიროება 18000C სითბოს ჯამი. საშემოდგომო ჭვავი  სხვა მარცვლოვანებთან შედარებით გვალვაგამძლე მცენარედ ითვლება. მისი ტრანსპირაციის კოეფიციენტია 340-420. მისთვის საუკეთესო ნიადაგად ითვლება მსუბუქი ტიპის დაბალი ტენტევადობის ნიადაგები. საშემოდგომო ჭვავი ხშირად, ბარტყობას შემოდგომაზევე ამთავრებს  ასეთ შემთხვევაში იგი  მალე იწყებს აღერებას, მაგრამ თავთავის ფორმება და ყვავილობა გაჭიანურებულია. ის ყვავილობას იწყებს თავთავობიდან 12-14 დღის შემდეგ და გრძელდება 10-12 დღე.

ჭვიაშშიშადფადმფა

ჯვარედინმტვერია მცენარეა. საშემოდგომო ჭვავი 8-10 დღით ადრე მწიფდება, ვიდრე საშემოდგომო ხორბალი. თავთავებიდან მარცვლის გამკვრივებამდე საჭიროებს 55-60 დღეს. სავეგეტაციო პერიოდი ზონების მიხედვით 270-400 დღემდეა. ნაკლებ მომთხოვნია წინამორბედებისადმი, მისთვის უკეთესია ანეული და პარკოსანი კულტურებისაგან განთავისუფლებული ფართობები. ჭვავს 1 ც მარცვლისა და შესაბამისი ბიომასის მიღებისას ნიადაგიდან გამოაქვს – 3,5 კგ აზოტი, 1,4 კგ ფოსფორი და 4 კგ კალიუმი. საკვებს ინტენსიურად მოიხმარს ბარტყობისა და აღერების ფაზაში.  კარგად რეაგირებს ორგანულ სასუქზე (1 ჰა-ზე  20-40 ტონა სასუქი).  ასევე კარგად რეგირებს აზოტიან სასუქზე N20-30 კგ. ის  შეაქვთ ადრე გაზაფხულზე გამოკვებისათვის, ხშირად თოვლის დადებამდე, ან თოვლი დნობამდე, 60-90 კგ P2O5 და 40-60 კგ K2O1 ჰა-ზე.

ითესება ვიწრო ან ჩვეულებრივი მწკრივად თესვის  მეთოდით, თესვის  ნორნმა 4,5-6 მლნ სიცოცხლისუნარიანი თესლია (200-250 კგ), თესვის სიღრმე 4-6 სმ. მოსავალი ცალ-ცალკე და პირდაპირი შერწყმით.  მარცვლეულის მოსავლიანობა 1 ჰა-ზე დაახლოებით 2 ტონაა თანამედროვე საშემოდგომო ჭვავის ჯიშებისა და ჰიბრიდების მოსავლიანობა 5-10 ტონასაც აღემატება ჰექტარზე.

ნიადაგის დამუშავება ისეთივეა, როგორც საშემოდგომო ხორბლისათვის, თითქმის ანალოგიურია თესვის ვადებიც. სათესი ნორმა 6-7 მილიონი აღმოცენების უნარის მქონე მარცვალი (170-200კგ/ჰა).

ნათესის მოვლა – გაზაფხულზე მსუბუქი ფარცხით დაფარცხვა, სარეველებისაგან გასუფთავება. ჭვავის რიგ ჯიშებს  ახასიათებთ მარცვლის ჩაცვენა, ამიტომ მოსავალი აღებული უნდა იქნეს როცა მარცვლის ტენიანობა 35-20% და რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორები:

 ნოე ხოზრევანიძე,

კობა კობალაძე