კანდის მოსაზელად ინვერსიული სიროფის მომზადების ტექნოლოგია
ინვერსიულ სიროფს იყენებენ, როგორც შემწებავ მასალას, ტრადიციულად გამოყენებული თაფლის სანაცვლოდ კანდში.
დამატებით საკვებად თაფლის გამოყენებას თან ახლავს ფუტკრის ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საშიშროება, თუ თაფლი მათ აღმძვრელებს შეიცავს (დაავადებული ოჯახებიდან გამოწურული). ასეთი თაფლის გასტერილება მისი თვისებების გაუარესების გარეშე ვერ ხერხდება.
კანდის დასამზადებლად თაფლის გამოყენება მკვეთრად ზრდის მის ღირებულებას (სავარაუდოდ 1,42 ლარით ყოველ კგ მზა პროდუქტზე). კანდის დასამზადებლად აიღება სასურსათო შაქარი და წყალი 1:1 მასური შეფარდებით. ჰიდროლიზ-აგენტი ემატება მომზადებულ სიროფს გაზრდილი კონცენტრაციით, სარეალიზაციო ჭურჭელზე შესაბამისი წარწერით: „გამოიყენეთ კანდის მოსაზელი სიროფის დასამზადებლად”, სიროფში შაქრის ფერმენტაციის ჩატარების შემდეგ (I დღე-ღამე) სიროფი შესქელდება მოსამზადებელ ჭურჭელში იზრდება ასაორთქლებელი ზედაპირის ფართობი, რომელიც უზრუნველყოფს სიროფიდან ზედმეტი წყლის მოცილებას 15-17% საათში ინტენსივობით.
სიროფს შეასქელებენ 80-81%-მდე რეფრაქტომეტრის მიხედვით (ხვედრითი მასა არეომეტრის მიხედვით 1,40-1,42 გ/სმ3), 65-700C ტემპერატურით ასაორთქლებელ მასაში; 45-470-მდე შემთბარი შესქელებული სიროფი ჩაიტვირთება ცომის მოსაზელ დანადგარში ყოველ 100 კგ საბოლოო პროდუქტზე, 30-31 კგ-ის რაოდენობით, დაემატება სიროფს შაქრის ფქვილი: თავდაპირველად 40 კგ-ის ოდენობით, მოზელის პროცესის შესაბამისად დანარჩენი 29-30 კგ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, მოსაზელ მასაში 35-400 ტემპერატურის შენარჩუნებით.
მოზელილ მასას გადაიტანენ კანდის შესაფუთ დანადგარზე და შეფუთავენ პოლიეთილენის ერთჯერად პარკებში 1-1,1 კგ. გუნდების სახით.
გუნდები დაეწყობა მაგიდაზე ერთმანეთთან (არა ერთმანეთზე!) მჭიდროდ იმ ანგარიშით, რომ უზრუნველყოფილ იყოს 2-3 სმ სისქის გუნდის წარმოქმნა.
კარგად გაცივებული კანდის გუნდებს გადაიტანენ ყუთებში, გვერდებსა და ძირზე ღრიჭოების გარეშე. ინახავენ მშრალ, გრილ ადგილას, გამზადებული კანდი ფუტკარს შეიძლება მიეცეს ნებისმიერ დროს.