ადრე გაზაფხულზე ხეხილის ბაღში ჩასატერებელი აგროტექნიკური ღონისძიებები
გაზაფხულთან ერთად მებაღეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დგება. რა აუცილებელი აგრონომიული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბაღში, რომ მცენარეთა ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ და უხვი მოსავალიც მივიღოთ.
1.გაზაფხულზე ხეხილის გასხვლის სამუშაოები, წვენთა მოძრობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს. საქართველოს უმეტეს მუნიციპალიტეტში ამ სამუშაოს ჩატარება ზამთარშიც შეიძლება, თუ ამინდი ამის საშუალებას იძლევა.
2. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ადრე გაზაფხულზე ჩამოცვენილი ფოთლებისა და ანასხლავის დროულ გატანას და დაწვას.
3. გასხვლის შემდეგ მცენარის დამუშავებას ბაღის მალამოთი და სპილენძის შემცველი პრეპარატით.
4. მცენარეზე ხავსმღიერები, სოკოსგან და წყალმცენარეებისგან შემდგარი ორგანიზმებია. ისინი მთელი ზედაპირით აქტიურად ითვისებენ მცენარისგან წყალსა და მასში გახსნილ ნივთიერებებს, კეტავენ კანის სასუნთქ უჯრედებს და ხელს უშლიან მცენარის შიგა ქსოვილში ჰაერის მიწოდებას, რითაც მცენარეს უსპობენ ნორმალური განვითარების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მასში იზრდებიან და თავს აფარებენ სხვადასხვა მავნებლები.
5. შტამბის შეთეთრება: ხეს იცავს გაზაფხულზე მზით დამწვრობის, კანის აქერცვლის და ნაადრევი ყვავილობისგან. ამ პერიოდში ტემპერატურა დღისით უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ხის წვენმა მოძრაობა დაიწყოს და კვირტები გაიშალოს, ღამე კი ტემპერატურა ხშირად ეცემა 0-ს ქვემოთ, იყინება ხის წვენი და კვირტები, ეს კი მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს. შეთეთრების შემთხვევაში ხის შტამბი იმდენად აღარ თბება მზის სხივებით და ნაკლებია გაყინვის საფრთხე.
6. ცნობილია, კარგი მოსავლის მისაღებად, ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურა ნიადაგის განოყიერებას საჭიროებს, ეს კი ნიშნავს მცენარის უზრუნველყოფას ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი საკვები, მიკრო და მაკრო ელემენტებით.
7. მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა გაზაფხულიდანვე იწყება, როცა დღე-ღამის საშუალო ტემპერატურა +5 გრადუს აღწევს. ამ დროს კვირტები ჯერ კიდევ მიძინებულია, კარგი პირობებია მცენარეთა შესაწამლად. ეს საშუალებას იძლევა მოისპოს სოკოვანი დაავადებების კერა და ამასთანავე გაანადგუროს მოზამთრე მავნებლები.
8.ადრე გაზაფხულზე ტენიან ნიადაგში გამოზამთრებული სარეველები ყველაზე ადვილად ამოსაღებია მიწიდან, სწორედ გაზაფხულზე ხეხილოვანი კულტურები ჯერ კიდევ მოსვენების მდგომარეობაშია, სარეველები კი გაცილებით ადრე იწყებენ გაღვიძებას, თანაც ვარჯთან ახლოს სარეველების ფესვიანად ამოძირკვისას ხეხილის ფესვთა სისტემა არ ზიანდება.
გასხვლის შემდეგ: 1 კგ ბორდო იტალიური ან 300 გრ კოსაიდი +100 ლიტრი წყალი, შასხურეთ, კარგად გაბანეთ მცენარე.
როგორ დავამზადოთ ბაღის მალამო:
1. 200 გრ. უმარილო გამდნარი ქონი (ნებისმიერი), 50 გრ. ფუტკრის ცვილი (სანთელი), 50 გრ. კანიფოლი მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში და ნელ ცეცხლზე გადაადნეთ განუწყვეტლივ ურიეთ. როდესაც მივა ადუღებამდე გადმოდგით ცეცხლიდან და მიეცით შეგრილების საშუალება. ჯერ კიდევ თბილი მასა ჩაასხით მინის პატარა ქილებში და მჭიდროდ დაახურეთ თავი.
2. 200 გრ. კანიფოლი, 400 გრ. ფუტკრის ყვითელი (თეთრი არა) ცვილი და 200 გრ. ცხვრის ქონი. შეფარდება: 1 წილი კანიფოლი, ორი წილი ცვილი, ერთი წილი ქონი. მომზადების წესი: გავადნოთ ცალცალკე ჭურჭელში კანიფოლი და ცვილი, შემდეგ შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ქონი და წვრილი ჭავლით ჩავასხათ ცივ წყალში, გაციებული მასა ამოვიღოთ წყლიდან და შევკრათ გუნდებად.
როგორ დავამზადოთ წყალხსნარი ხეების შესათეთრებლად:
2.5 კგ ჩაუმქრალ კირზე დავამატოთა10 ლიტრი წყალი. მასა უნდა იყოს ფაფისებრი, კირს უმატებენ წებოვან მასალას, თიხას ან სარეცხის საპონს, რათა წვიმამ არ ჩამორეცხოს. ასევე შესათეთრებლად აქტიურად იყენებენ წყლის ემულსიას.
ხავსმღიერებისთვის: პლასტმასის ჭურჭელში 10 ლ სამუშაო ხსნარის დასამზადებლად საჭიროა 0,2 კგ რკინის ძაღა და 1 კგ ჩაუმქრალი კირი, ცალ-ცალკე გაიხსნას წყალში. კირის აღნიშნული რაოდენობის ჩასაქრობად საჭიროა 2,5 ლ წყალი, ხოლო რკინის ძაღას ვხსნით 1 ლიტრ წყალში. შესხურება უნდა მოხდეს მცენარეზე ყველა მხრიდან.
კვება ადრე გაზაფხულზე _ საუკეთესოა ხის ძირის ირგვლივ მსუბუქი ჩათოხვნით, ბიოჰუმუსი თითო მცენარეზე 200-250 გრამი, ბიომიქსი 200 გრამი, ცხოველური ნაკელი 5-6 კგ, კომპოსტი და სხვა.
წამლობა – ასევე აუცილებელია ხეხილზე მავნებლობის მოზამთრე სტადიაზე შესასხურებლად 0.5 ლიტრი ნიმის ზეთი +100 ლიტრი წყალი(ორჯერადად ერთი კვირის ინტერვალით).