„ტექნოლოგიები მებაღეობაში – ტენდენციები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“.
რამდენიმე დღის წინათ, თბილისში, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ტექნოლოგიები მებაღეობაში – ტენდენციები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“.
კონფერენცია ორგანიზებული იყო პროექტ EastFruit-ის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით.
კონფერენციაზე განხილული იყო მებაღეობის სექტორის გლობალური და რეგიონალური განვითარების ტექნოლოგიური ტენდენციები, რაც, თავის მხრივ, მწარმოებლურობის ზრდას, პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, ენერგოეკონომიურობას და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას გულისხმობს.
ამასთან, ყურადღება დაეთმო საქართველოში მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის საკითხებს.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებზე სპეციალისტებმა შემდეგ თემებზე ისაუბრეს:
● მიწისქვეშა ირიგაციის პერსპექტივები საქართველოში (მონაწილეობას მიიღებენ საირიგაციო სისტემების მომწოდებლები);
● რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ქართულმა სამზარეულომ ვერტიკალური მიწათმოქმედებიდან (მონაწილეობას მიიღებენ კომპანიის HoReCa და საცალო ვაჭრობის სფეროს შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები);
● მწვანე ციფრული გადაწყვეტილებები სხვადასხვა ქვეყნებში – რაში მდგომარეობს მაქსიმალური პოტენციალი (FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით).
კონფერენციის მომხსენებლებს შორის იყვნენ: FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტები უკრაინიდან, მოლდოვადან, იტალიიდან და საქართველოდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მებოსტნეთა ასოციაციის – Latvijas dārznieks, ასევე საცალო ვაჭრობის და HoReCa-ს წარმომადგენლები, ხილბოსტნეულის პროდუქციის და ტექნოლოგიური მოწყობილობის ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლები.
ღონისძიება გახსნა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
კონფერენციის პარალელურად გაიმართა სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და ბიოლოგიური დაცვის საშუალებების მწარმოებელი კომპანიების მცირე ზომის გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა ათამდე წამყვანმა კომპანიამ მიიღი. წარმოდგენილი იყო ზუსტი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ტექნოლოგიები (მეტეო სადგურები, სენსორები, წვეთოვანი სარწყავი სისტემები), აგრო დრონები, მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის ტუმბოები, ასეევე მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებები.