დარგებიმევენახეობა-მეღვინეობამცენარეთა დაცვა

ვაზის ჭრაქი (Mildew)

ვაზის დაავადებების შორის, თავისი მავნებლობით გამოირჩევა ჭრაქი, რომლის გამომწვევია სოკო Plasmopara viticola B. et T.
ვაზის ჭრაქი პირველად ამერიკაში 1834 წელს დაფიქსირდა. საქართველოში კი _ 1880-1885 წლებში.

ჭრაქის ჩვეულებრივი ფორმის დროს, ვაზის ფოთლებზე ვითარდება ოდნავ კრიალა ლაქები, რომლებიც ორივე ზედაპირზე დასაწყისში სუფთაა. 2-3 დღის შემდეგ კი ლაქის არე მთლიანად ხმება, ყავისფერი ხდება და მისი ქვედა მხარე იფარება კარგად განვითარებული თეთრი ფიფქით, რომელიც დაავადბის გამომწვევი სოკოს გამრავლების ორგანოებია. ჭრაქის ჩვეულებრივი ფორმით ავადდება ვაზის ყველა ორგანო: ფოთლები, ყვავილედები, ყლორტები.

ჭრაქი 111111111111111111111

მიმდინარე წლის მაისში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ვაზზე გამოვლინდა ჭრაქის ახალი ფორმა, რომელიც გამოწვეულია იგივე სოკოთი (Plasmopara viticola).

ჭრაქის ახალი ფორმა ძირითადად აავადებს ყვავილედებს და მასზე განვითარებული სიმპტომები განსხვავდება ჩვეულებრივი ფორმისაგან. კერძოდ, ყუნწზე განვითარებულია მუქი ყავისფერი ლაქა, ხოლო მარცვლებზე მოწითალო ფერის ლაქები. დაავადების შედეგად ყვავილედი ხმება. ჭრაქის ეს ფორმა განსხვავდება ჩვეულებრივი ჭრაქისაგან გავრცელების პერიოდითაც, რომელიც ძირითადად აღინიშნება მაისის თვეში. ჩვეულებრივი ჭრაქის გამრავლება და გავრცელება ძირითადად ზაფხულის პერიოდში ხდება. იშვიათად, მაისის მეორე ნახევარში.

ჭრაქი 222222222222222222

ბრძოლის ღონისძიებები იგივეა, რაც ჩვეულებრივის შემთხვევაში:

აქტიური ყვავილობის პერიოდში, გამოიყენება ბიოლოგიური ფუნგიციდი აგროკატენა.

შემადგენლობა:

მეგობარი ბაქტერია BACILLUS SUBTILIS BA. პრეპარატი ებრძვის მავნე ორგანიზმებს როგორც მცენარის სხეულზე და ფოთლებზე, ასევე ფესვის არეში. ბაქტერიის სპორები თავისი ცხოველყოფელობის შედეგად, გამოიმუშავებენ ტოქსინებს, რითიც ზღუდავენ პათოგენური სოკოების აქტივობას. ასევე, ბაქტერიის ეს სახეობა წარმოადგენს ბაქტერიების ანტაგონისტს და სპორების გამრავლებასთან ერთად სულ უფრო იზღუდება მავნე ორგანიზმების მოქმედების არეალი.

გამოიყენება 2%-იანი სამუშაო ნაზავი (2 ლიტრი 100 ლიტრ წყალზე).

არა ყვავილობის პერიოდში ეფექტურია სპილენძის შემცველი პრეპარატი.

ჩვენი რეკომენდაციაა იტალიური წარმოების სპილენძის ოქსიქლორიდი 30%-იანი რამე 30

გამოიყენება 0,5-0,6%-იანი ნაზავი.

პრეპარატით ფოთლოვანი დამუშავება სასურველია მოხდეს დილით ძალიან ადრე ან მზის გადასვლის შემდეგ.

სასურველია შესხურდეს მიმწებებელთან ერთად.

წყარო: ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი