გმირული მევენახეობა და საქართველო
2005 წელს ჩრდილოეთ იტალიაში ბოლცანოში გამართულ ,,EUROMONTANA:\”-ს საერთაშორისო კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო HEROIC VITICULTURE-ს გმირული მევენახეობის წარმოების მნიშვნელობას მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების საქმეში, ჩრდილოეთ იტალიის, საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ასევე სხვა ალპური ქვეყნების გამოცდილებას და კარგ სასოფლო-სამეურნეო ,,GEP” პრაქტიკას.
კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა რომ ტერმინი „გმირული მევენახეობა“ შემოიღო საერთაშორისო ასოციაციამ. ,,მთის მევენახეობის კვლევის, გარემოსდაცვითი მდგრადობისა და განვითარების ცენტრმა (CERVIM). მან ჩამოაყალიბა კრიტერიუმები, რომლითაც ვენახს ენიჭება ტიტული „გმირი“.
ცენტრის განმარტებით ,,გმირი მევენახეობის“ ტიტული შეიძლება მიენიჭოს ვენახს, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
1.ვენახების ფართობები ზღვის დონიდან 500 მეტრზე მეტ სიმაღლეზე უნდა იყოს გაადვილებული.
2.მთის ფერდობის ქანობი 30%-ზე მეტად ციცაბო უნდა იყოს.
3.ის აუცილებლად უნდა იყოს გაშენებული ტერასებზე.
სურათი; 1. გმირული ვენახები იტალიაში
მართალია ევროპაში ვენახების მხოლოდ 5% შეესაბამება ამ მახასიათებლებს, რაც მათ უნიკალურობას განაპირობებს, მაგრამ ისინი წარმატებით არიან ჩართულები ორგანული ღვინის ტურიზმის მარშრუტებში და დიდი პოპულარობით სარგებლობენ ულამაზესი, იშვიათი, ხშირად ექსტრემალური ხედების, სუფთა ჯანსაღი გარემოს, ეკოლოგიის, ბიომრავალფეროვნების, სერტიფიცირებული, ბაზარზე დიდი კონკურენციის მქონე ორგანული დიდი ასორტიმენტის პროდუქციის, გმირი ღვინის მრავალრიცხოვანი კოლექციის, შაქრის დაბალი, უნიკალური არომატული მჟავეების, ფარმაცევტულად აქტიური ნივთიერებების მაღალი შემცველობის, კარგი სამკურნალო ღირსებების და ა.შ. გამო. რაც შეეხება პროდუქციის ფასებს 0,75 ლიტრის ერთი ბოთლის ფასი რიგ შემთხვევაში 1 000 ევროსაც კი აღემატება.
სურათი: 2. გმირული ღვინოების კოლექციის რეკლამა
ფასების სიძვირეს ის განაპირობებს, რომ ასეთი ღვინო იშვიათია და უნიკალურია. გმირული მევენახეობის წარმოებისას მევენახის მუშაობა ბევრად უფრო რთულია, ის მეტ დროს, მუშახელს გარჯას მოითხოვს, ვიდრე ტრადიციულ დაბლობ ვენახში. მაგალითად, დაბლობ ზონაში ჰექტარი ერთ წელიწადში 150-200 საათ ფიზიკური შრომას მოითხოვს, ხოლო “გმირული” ჰექტარი მოითხოვს. 500– 2 000 საათს. დროის ასეთი დიდი ხარჯი იმითაც აიხსნება, რომ განსახორციელებელ სამუშათა 99% ხელით სრულდება. ხელით ფრთხილად კრეფის დროს მტევნები ხელუხლებელი დაუზიანებელი რჩება.
ზოგიერთ წარმოებაში “თანამედროვე ტექნოლოგიებიდან” არის დანერგილი მხოლოდ მონორელსი – ტვირთების საზიდად. ნიადაგის დასამუშავებლად ხელის შრომა ან ელექტრო მოტოკულტივატორები გამოიყენება, რათა გამონაბოლქვმა არ დააბინძუროს პროდუქცია და გარემო.
სურათი: 3. მონორელსი ერთად – ერთი ტექნიკური საშუალება გმირ მევენახეობაში
ბევრს ეს ტექნიკაც კი არ აქვს და ვაზებამდე მისვლისათვის მთამსვლელის აღჭურვილობას იყენებს.
მთებში მზის მაღალი ინსოლაციის გამო, მაღალ ფერდობებზე ქვების, კლდეების გახურების გამო ყურძენი იღებს მეტ სინათლეს და სითბოს. მოსავალი ამ შემთხვევაში მწიფდება ,,სართულებად“ – მისი შეგროვება შესაძლებელია თანდათანობით ქვედა რიგებიდან ზევით.
ზაფხულის გვალვის პერიოდები გმირი მევენახეებისათვის ხშირად ძალზედ რთულ გამოცდად იქცევა. ეს განპირობებულია იმით, რომ ვაზის ზრდა განვითარებისათვის აუცილებელი ფაქტორი ტენია, რომელიც ამ პერიოდისათვის (ივლისი აგვისტო) უკვე დეფიციტურია მთის კალთებზეც, ის არ არის საკმარისი რაოდენობით ისეთი ტენის მოყვარული მცენარისათის, როგორიცაა ვაზი. ძალზედ რთულია და ხშირად შეუძლებელია სარწყავი წყლის დიდ სიმაღლეზე ხელით მიტანა. ამიტომაც გმირულ ვენახებში ტენი მინიმუმში მყოფი განმსაზღვრელი ფაქტორია, რასაც გმირი მევენახე ფერმერები თავიდანვე ითვალისწინებს. ისინი ტენრეზერვატორ ორგანულ მულჩებს აფენს მიწაზე და საფერტიგაციო სისტემებს პირველ რიგში ამონტაჟებენ, რა თქმა უნდა თუ ადგილმდებარეობა (მდინარის ნაპირებთან) ამის შესაძლებლობას იძლევა.
გმირი მევენახეები რიგებს შორის ხშირად თესავენ პარკოსან კულტურებს
ჰაერის აზოტის ფიქსირებისათვის. ამასთან პარკოსანი კულტურის მოსავლის (პარკების) აღების შემდეგ მასას (ღერო და ფოთლები) ტკეპნიან ნიადაგზე, ასწორებენ მიწასთან და ასე ტოვებენ ფართობში ბიომულჩის სახით. ასეთი მულჩი ამცირებს ტენ აორთქლებას მიწიდან, ხელს უშლის სარეველების გამრავლებას, წვიმის, ქარის, ნაჟური წყლების კინეტიკური ენერგიის უარყოფით მოქმედებას ნიადაგზე მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში და ამცირებს ეროზიას. ფესვთა სისტემით ასევე აუმჯობესებს აერაციას, ნალექების ჩაჯონვას ნიადაგში, დაშლის შედეგად ანოყიერებს და იცავს ნიადაგს ეროზიისაგან. ასევე იცავს ნიადაგს მზის თბური ენერგიის ზემოქმედებით გამოშრობისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ნიადაგდამცავი ფუნქციისა ვაზი სამკურნალო ფუნქციასაც ატარებს და იგი მიჩნეულია, როგორც მთებისათვის აუცილებელი ფარმაცევტულად აქტიურ ნივთიერებათა (იოდი) მდიდარი წყარო ადამიანისა და მთის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.
გმირი ფერმერები ასევე ითვალისწინებენ მთის კლიმატის და კლიმატის გლობალური დათბობის ისეთ თავისებურებებს, როგორიცაა სეტყვის სიძლიერისა და ჯერადობის ზრდის ტენდენციები. ისინი ნარგაობებს ფარავენ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით.
სურათი: 4. სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟი გმირულ ვენახებში
ჩრდილოეთ ესპანეთის გალისიის რეგიონი ,,რიბერია საკრა“ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია, სადაც ამ ტიპის მევენახეობა გამოიყენება და ამიტომ დაცულია, როგორც წარმოშობის დასახელება და ტრადიციული წარმოების ადგილობრივი ჯიშები ისე ღვინოპროდუქტების წარმოების უძველესი ტექნოლოგიები. გმირული მევენახეობის წარმოშობა შეიძლება მე-10 საუკუნით დათარიღდეს. ამ პერიოდში ზოგიერთმა ბერმა შუა საუკუნეებში წმინდა ჯეიმსის გზაზე ყურძნის სხვადასხვა ჯიში მოიტანეს და მდინარე სილის გასწვრივ მონასტრების გასწვრივ არსებულ მთის ფერდობებზე დაიწყეს საბარძიმე ღვინისა და სხვა პროდუქტების წარმოება.
სურათი: 5. გმირულ ვენახებში ჩადგმული სასტუმროები სად არის გავრცელებული გმირი მევენახეობა ევროპაში
ესპანეთი
გმირული ვენახები რიბეირა საკრა მდებარეობს გალიციაში, მდინარეების სილისა და მინჰოს ხეობებში.
სურათი 6. გმირული მევენახეობა ესპანეთში
ადგილობრივ მთის ფერდობებზე მოსახლეობას ყურძენი ძველი რომის იმპერიის პერიოდიდან მოჰყავდათ, მოგვიანებით კი ბერებმა ეს საქმე განაგრძეს გააფართოვეს და საეკლეისო ღვინოების წარმოება დაიწყეს, . აქ ვენახები ყოველთვის ხელით იყო გაშენებულიც და მოვლილიც. ეს პროცესი დღესაც ასე უცვლელად ძველ ტრადიციულ დონეზე გრძელდება.
მდინარე მინოს ზემოთ, კიდევ ერთი „გმირული“ რეგიონია მისი სახელია ,,ბიერცო“. აქ მეღვინეობა ცისტერციანელმა ბერებმა დაიწყეს. ორივე ადგილის ვარსკვლავი და სავიზიტო ბარათია წითელი ვაზის ჯიში ,,Mencia“ . ღვინოები, რომლებიც კაბერნე ფრანკის მსგავსია ლუარის და შინდისფერი პინო ნუარისგან მზადდება.
ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კატალონიაში, არის მონასტრების კიდევ ერთი მემკვიდრეობა: ვაზის ტერასები, რომლებიც გარშემორტყმულია მთებით. აქ მოსავალი მცირეა ცხელი ზაფხულისა და მცირე ნალექის გამო, მაგრამ ღვინოები ძალიან მდიდარი და განსაკუთრებულია. პრიორატი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული რეგიონია, რომელმაც მიაღწია უმაღლესი DOC კატეგორიას. ასეთი სტატუსი ქვეყანაში მხოლოდ მას და რიოხას აქვთ.
საფრანგეთი
ფრანგული ,,Côte-Rôtie“ არის მდინარე რონის მარჯვენა სანაპიროზე ხეობის ყველაზე ჩრდილოეთი ნაწილში. მისი სახელი ითარგმნა, როგორც “მოხალული ფერდობი”.
სურათი 7. გმირული მევენახეობის კომპანია საფრანგეთში ,,Côte-Rôtie“
კლდოვან ნაპირებზე ვაზები ხელით არის მიმაგრებული ხის კოლებზე (sur échalas): მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ მათ გადარჩენა ექსტრემალურ პირობებში.
კოტ-როტის გვერდით არის კონდრიეს კომუნა. – კომუნას მხოლოდ 170 ჰექტარი აქვს დათმობილი.
ცოტა უფრო სამხრეთით არის პატარა ერმიტაჟის ტერიტორია. მისი საუკეთესო ვენახები განლაგებულია ციცაბო ფერდობებზე, , კომუნის მიერ წარმოებული თეთრი ღვინოები არის ვაზის ჯიშ ვიონეს საუკეთესო სავიზიტო ბარათი.
გერმანია
გერმანიის მიწებზე “გმირული ვენახები” დაკავშირებულია მდინარე მოზელის (მოსელის რეგიონი) და რაინის (რაინგაუს რეგიონი) ნაპირებთან. მოსელის ციცაბო ფერდობებს ღვინის ექსპერტები (მათ შორის, კარენ მაკნილი, წიგნ ,,ღვინის ბიბლია“-ს ავტორი) მიიჩნევენ მსოფლიოში ყველაზე რთულ ფერდობებად, სადაც საშუალო დახრილობა დაახლოებით 40 გრადუსია. ყველაზე უფრო საშიში (ყველა გაგებით) ვენახი არის – კალმონტის მთის ფერდობზე ბრემთან. მისი დახრილობა 70 გრადუსს აღწევს. ის თითქმის ვერტიკალური კედელია. აქ გადმოსახედ ბაქანს ,,Todesangst“ ანუ “სიკვდილის შიში” შეარქვეს.
სურათი:8. გმირული მევენახეობა გერმანიაში
გადმოსახედიდან ,,სიკვდილის შიში“
საქართველოში სამთო მევენახეობაში ვაზის ნაყოფი უფრო სასურსათო მიზნებისათვის გამოიყენება, მოსახლეობა იყენებს ნაყოფს კომპოტებისა და წვენების, ხოლო ფოთლებს ,,სატოლმე ფოთლები“-ს დასამზადებლად. არის ერთი თავისებურებაც განრთხმული ტიპის ვაზის წარმოებისას მოსახლეობა იყენებს ,,უწამლი „ ვაზის ჯიშებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე 2000-მდე დასახლებებში დაახლოებით 331.4 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით 28%-ით ნაკლებია. ამასთან, მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის წილი ქვეყნის მოსახლეობაში 2002 და 2014 წლებს შორის თითქმის არ შემცირებულა და საქართველოს მთელი მოსახლეობის მხოლოდ 9%-ს შეადგენს. მაღალმთიანი დასახლებების უმეტეს ნაწილში ხდება მოსახლეობის დაბერება და მოსახლეობის დემოგრაფიული ტვირთის ზრდა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ასაკი 38,1 წელს შეადგენს, ხოლო მაღალმთიანი დასახლებებში ეს მაჩვენებელი 48,7- წელია, რაც მთიანი რეგიონებიდან ახალგაზრდების ინტენსიური მიგრაციით აიხსნება.სამუშაო ადგილების შექმნის, მოსახლეობის ადგილებზე დამაგრებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ეფექტიანი საშუალება საქართველოს მთიან რეგიონებში ისტორიულად იყო სამთო მევენახეობა. მას მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საგანძურში, ვაზისადმი მზრუნველობის, ვენახის გაშენება-მოვლის უძველესი ტრადიციების ჩამოყალიბებაში ღირსეული ადგილი უკავია. მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიების წვლილი ვაზის – უმდიდრესი გენოფონდის შექმნის
აღსანიშნავია ისიც, რომ გამომდინარე აქედან აჭარის მთიანეთში ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით 2003 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების IFAD, IAAD, CENN-ის მიერ ანტიეროზიულ, ბიოეკონომიკურ, კლიმატგონივრულ კომპონენტებში შუახევის, ხულოს, ქედის სოფლებში წარმატებით გავრცელდა სწორედ ამ ჯიშების ორგანული წარმოების ტექნოლოგიები. შედეგად შუახევში ლევან ბოლქვაძისა და თემურ აბაშიძის ხელმძღვანელობით გაკეთდა ჩხავერისა და ცოლიკოურის უვირუსო სანერგე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აჭარელი სამთო მევენახეები კვლავაც აგრძელებენ კვლევა ძიებას ამ მიმართულებით. კერძოდ მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე, ბათუმი-ახალციხის 99-ე კილომეტრზე. სოფელ რიყეთში მეურნე ნადიმ კოჩალიძის მიერ ჩრდილოეთის ექსპოზიციის ეროზირებულ ნაკვეთზე გაშენებული იქნა ვენახი 600 კვადრატულ მეტრზე (იხილეთ სურათი 2). აქ მეურნე თავად ცდიდა 5 საღვინე და 5 სასუფრო ჯიშს. მიუხედავად მკაცრი ბუნებრივ კლიმატური პირობებისა ვაზებმა მესამე წელს ნიშანი მისცეს, ხოლო მეხუთე წელს აქტიურ მსხმოიარობაში შევიდნენ. გამორჩეულ ჯიშებს იგი დღესაც ამრავლებს და ამასთან ავრცელებს, როგორც რიყეთში, ისე მეზობელ სოფლებში. ნადიმ კოჩალიძის დაკვირვებებით მის მიერ გამოცდილი ჯიშებიდან რიყეთის ბუნებრივ კლიმატურ პირობებში, ჩრდილოეთის ექსპოზიციის ნაკვეთზე სამეურნეო ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე ყველაზე კარგი შედეგები იქნა მიღებული მესხეთიდან წამოღებულ ჯიშ დირბულასგან. 180 ძირიდან რიყეთის ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებში მეურნე საშუალოდ 500 კილოგრამამდე საღვინე ორგანული ვაზის ნაყოფს იღებს და 200 ლიტრამდე სარეალიზიო ორგანულ ღვინოს აყენებს. ანარჩენი ჭაჭა ორგანული არყის წარმოებისათვის გამოიყენება. პროდუქცია განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს ტურისტებს შორის. ისინი დიდი ხალისით ღებულობენ მონაწილეობას რთველში, ხალისიანად იმზადებენ მაღალმთიანეთის ეგზოტიკურ ყურძნის წვენებს, ჩურჩხელებს, ხდიან არაყს, ტკბებიან მთიანი ტერიტორიის ხედებით, სამთო სამზარეულოთი, აჭარული სტუმარ მასპინძლობით და შემდეგ წელს ხშირ შემთხვევაში კვლავ სტუმრობენ მასპინძლებს განსაკუთრებით აქტიურობენ ორგანული პროდუქციის მოყვარული გერმანელი ტურისტები და ადარებენ გერმანულ გმირულ მევენახეობას -Heroischer Weinbau-ს.
სურათი:9. საბა კალანდაძის ვენახი ჩოხატაურში ვარდით
გმირული მევენახეობის აშკარა მაგალითია საბა კალანდაძის ვენახი ტერასებზე კალანდაურის ნაკვეთებში.
ერთ დროს მიგდებული, ეროზირებული და მეწყერ საშიში მთის ფერდობი საბა კალანდაძემ გმირული შრომის შედეგად დაატერასა. დატერასების შემდეგ მან ჩხავერის, ციცქას, ცოლიკაურისა და სხვა ჯიშების ტიპური ორგანული სამთო მევენახეობის წალკოტი გააშენა, რის შედეგად შეაჩერა ეროზია და მეწყერ საშიშროება, რაც დასავლეთ საქართველოს ბუნებრივ კლიმატურ პირობებში ძალზედ საშიში და დამანგრეველი სტიქიური მოვლენაა. ამ ნაკვეთში ბატონი საბა იყენებს კომპანია „ბიო აგროს“ ტექნოლოგიას.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რიგებში დარგული აქვს წითელი ვარდები, რომლებიც წარმოადგენენ ინდიკატორებს. რადგან პირველადი დაავადებები და მავნებლები სწორედ ამ ვარდებზე იჩენენ თავს, ეს კი გამოცდილი მევენახისათვის სამოქმედო განგაშის ნიშანია ანუ, ვინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებულია.
გმირული მევენახეობის აშკარა დემონსტრირებაა ასპინძის ტერასებზე გაშენებული უნიკალური ვაზის ჯიშების კოლექციაც.
ევროპის ალპური ქვეყნების და საქართველოს სამთო მევენახეთა გამოცდილებების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კლიმატის გლობალური დათბობის პირობებში მოწინავე ევროპის ქვეყნების: – ავსტრიის, საფრანგეთის, ჩრდილოეთ იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთის, არგენტინის და სხვა ალპური ქვეყნების ,,გმირული მევენახეობის“ კარგი პრაქტიკის შესწავლა და დანერგვა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, ასევე მისი ჩართვა ღვინის და სხვა სახის ტურიზმში, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მთიანი რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების ზრდას, გარემოს დაცვას და გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას.
კობალაძე კობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი
განვითარების ფაკულტეტის „ორგანული ფერმერული სისტემების მართვას“
პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი,
გუგა სალარიძე, სტუ-ს მე-4 კურსის სტუდენტი,
თამაზ კობახიძე, სტუ-ს მე-2 კურსის სტუდენტი
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://lavineria.de/2013/ein-neuer-begriff-heroischer-weinbau/
- https://www.aeb-group.com/en/heroic-viticulture.
- საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია 2019-2023 (პროექტი) 2018.
- საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ.თბ.2015.
- გიორგი ბარისაშვილი-მევენახეობა მეღვინეობა აჭარაში-https://agrokavkaz.ge/dargebi/mevenakheoba/mevenakheoba-meghvineoba-atcharashi.html
- ვაზის გავრცელებული ჯიშები აჭარაში-http://old.gobatumi.com/ge/feelit/tourism-resorts/wine-tourism/vine-in-ajara
- თავისუფალი ენციკლოპედია-https://ka.wikipedia.org/wiki/რიყეთი
- https://msd.com.ua/naturalnye-pishhevye-krasiteli/ximicheskij-sostav-yagod-vinograda/
საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები კობა კობალაძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გუგა სალარიძე.
- ნოე ხოზრევანიძე, კობა კობალაძე, გუგა სალარიძე. ,,2022 -ორგანული პროდუქტების წელია“.- ჟურნალი აგრარული საქართველო N 3. 2022 წელი.
- კობა კობალაძე, გუგა სალარიძე ,,ორგანული სამთო მევენახეობა მთის სოფლის მდგრადი განვითარების საფუძველია“. ჟურნალი აგრარული საქართველო N 3. 2022 წელი.