დარგებიმეთევზეობა

რით განსხვავდება შავი ხიზილალა წითელი ხიზილალისგან და რატომ არის ის ყოველთვის უფრო ძვირი?

როგორც ვიცით, წითელი და შავი ხიზილალა დელიკატესია, მაგრამ რატომ შეუძლია ყველას, წითელი ხიზილალის ყიდვა წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო შავი ხიზილალისთვის კი  არცთუ უმნიშვნელო დანაზოგის კაკეთებაა საჭირო? 
მოდით გავარკვიოთ, რატომ განსხვავდება მათზე ფასი ასე მკვეთრად ერთმანეთისგან.

ჩვენ არ ვლაპარაკობთ გარე განსხვავებებზე, თქვენ უკვე კარგად იცით, რომ შავი ხიზილალა წითელი ხიზილალისგან არა მხოლოდ ფერით, არამედ ზომითა და გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება. ამის გარდა მათ შორის სხვა მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არსებობს.

არომატი და ტექსტურა

შავი ხიზილალა არის ზუთხის თევზის ხიზილალა: ზუთხი, სვიის და სხვა ზუთხისებრთა ოჯახის წარმომადგენელთა  ქვირითს მას აქვს მდიდარი, კარაქის არომატი და მკვრივი, ოდნავ ხრაშუნა ტექსტურა. ხშირად ისინი, ვინც ცადა ზუთხის ხიზილალის გემოს აღწერა, მიუთითებენ, რომ დაჰკრავს ოდნავ მარილიანი, ზღვის ხალასი ნოტებით და მსუბუქად დახვეწილი სიმწარს გამოხატული  არომატი.

წითელ ხიზილალას იღებენ  სხვადასხვა სახეობის ორაგულისგან თევზისგან. ყველაზე პოპულარული წითელი ხიზილალა ვარდისფერი, ასევე სხვა ორაგულისებრთა ოჯახის  წარმომადგენელთა და კალმახის ხიზილალაა.

წითელ ხიზილალას შავი ხიზილალისგან განსხვავებით, აქვს უფრო რბილი, ნაზი გემო და  ხავერდოვანი ტექსტურა, რაც მადისაღმძვრელ გემოს  ანიჭებს.

 კვებითი ღირებულება

ყოველგვარი ხიზილალა წითელი თუ შავი  ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ის მდიდარია სხვადასხვა საკვები ნივთიერებებით, მათ შორის ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით. თუმცა, შავი ხიზილალა შეიცავს უფრო მეტ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და ვიტამინ B12-ს, ხოლო წითელი ხიზილალა შეიცავს მეტ  ვიტამინს D და ასტაქსანტინს.

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია გულის და ტვინის ფუნქციონირებისთვის, ვიტამინი D მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისა და იმუნური ფუნქციისთვის, ხოლო ასტაქსანტინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.

  რატომ არის შავი ხიზილალა უფრო ძვირი?

მოდით დავუბრუნდეთ ყველაზე საინტერესო კითხვას: რომელი ფაქტორი ახდენს ყველაზე მეტად გავლენას შავი ხიზილალის ღირებულებაზე? მთავარი მიზეზი ზუთხის თევზის ნაკლებობაა. ამრიგად, ბაზრის მოთხოვნა შავ ხიზილალაზე აჭარბებს მიწოდებას, რაც ავტომატურად ზრდის მის ფასს.

გარდა ამისა, შავი ხიზილალის მოპოვების პროცესი უკიდურესად რთულია. ხიზილალის მისაღებად მეთევზეებმა ყურადღებით უნდა აკონტროლონ ქვირითის დაყრის პერიოდში თევზების მიგრაცია, შემდეგ ხიზილალის ხელით შეაგროვაება, სპეციალურ ჭურჭელში, ქილებში სწორად შენახვა, რათა პროდუქტმა შეინარჩუნოს სიხალასე ყველა სასარგებლო  თვისება. ცხადია, ყოველივე ამ ოპერაციის ჩატარებას ცოდნა სჭირდება, ამიტომ საჭიროა  სპეციალისტების დაქირავება, რომლებიც კარგად ერკვევიან ამ სახეობის თევზებზე  თევზაობის ყველა სირთულეში.

და ბოლოს, შავი ხიზილალის უნიკალური თვისებები მას წარმოუდგენლად ღირებულ პროდუქტად აქცევს: მის სასარგებლო და გემოვან თვისებებს ბუნებაში ანალოგი არ გააჩნია!

აი, ამიტომ ღირს შავი ხიზილალა სხვა ხიზილალებთან შეუდარებლად ძვირი.