აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვაფერმერი ფერმერს

იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა

იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა 100 სახეობაზე მეტ სავადასხვა სუბტროპიკულ მცენარეს აზიანებს, მათ შორის კეთილშობილ დაფნას.
მავნებლის ინტენსიურ გავრცელებას ხელს უწყობს მწერის ყინვაგამძლეობა.

მავნებელი აზიანებს დაფნის ფოთლებს და გამერქნიანებულ ორგანოებს, რის შედეგადაც მცენარე სუსტდება, ცალკეული ტოტები და ზოგჯერ მთელი ხეც ხმება. მავნებლის გამონაყოფზე აგრეთვე სახლდება სიშვის გამომწვევი სოკო (კაპნოდიუმი), რის გამოც დაფნის ფოთოლი უვარგისი ხდება.

ფარიაააააააააააააააააააააანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნააააააააააააააააააააააააა

დაფნაზე აღნიშნულ მავნებელთან ერთად გვხვდება მისი მონათესავე სახეობა- ჩინური ცვილისებრი ცრუფარიანა, რომელიც ძალიან გავს პირველს.

მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გამოყენებული უნდა იქნას პარაფინის მინერალიზებული ზეთის 0,4-0,5%-იანი სამუშაო ნაზავი.

სავეგეტაციო პერიოდში მაისის თვის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მავნებლის წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებული იქნას დაცვის ბიოლოგიური ან ქიმიური მეთოდი. ბიოლოგიური მეთოდის შემთხვევაში წამლობა უნდა ჩატარდეს ტურინგენის 1%-იანი + ნიმის ზეთის 0,3%-იანი კომბინირებული ნაზავით (დილით ადრე ან საღამოს). ქიმიური მეთოდის გამოყენების დროს, წამლობა უნდა ჩატარდეს დეცის პროფის 0,2%-იანი, ან კარატეს 0,01-0,02%-იანი სამუშაო ნაზავით.

დაფნის მცირე ნარგაობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნას დაცვის მექანიკური მეთოდიც, კერძოდ მცენარე უნდა ჩამოირეცხოს 72%-იანი საპნისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალების კომბინირებული ნაზავით (პროპორციით 10:1) 3-ჯერ, 15-20 დღის ინტერვალით.

შაქრო ყანჩაველი, 

სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი