ბუნებრივი ფაქტორების გავლენა ვაზზე
ბუნებრივ ფაქორებს ვაზის ზრდა-განვითარებაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
სითბო, ტენი, ჰაერი და სინათლე ის ფაქტორებია, რაც განსაზღვრავვს მცენარის სრულყოფილ განვითარებას, ნიადაგიდან და ატმოსფეროდან საჭირო ენერგიის, საკვებისა თუ მინერალების ათვისებას.
სითბო – ვაზი 8ºC დაბალ ტემპერატურაზე აღარ იზრდება. 25-30ºC სითბოს პირობებში იგი ინტენსიურად ვითარდება, ხოლო უფრო მაღალი ტემპერატურის დროს მისი განვითარება ფერხდება და მწვანე ნაწილების არუჯვის გამო საბოლოოდ ჩერდება. ნიადაგის ხშირი დამუშავება და მორწყვა ამცირებს არუჯვის პროცესს.
ყინვისაგან დაცვის ღონისძიებებიდან აღსანიშნავია: გვიან გაღვიძების უნარიანი ჯიშების შერჩევა, ვაზების დაგვიანებით გასხვლა, და ვენახში უბნობრივად დაბოლება.
ტენი – ვაზის მწვანე ნაწილების მიერ აორთქლებული წყლის კომპენსაცია განუწყვეტლივ უნდა ხდებოდეს ფესვების მიერ შეთვისებული წყლის მიწოდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევა და შედეგად მცენარესაც დაღუპვა მოელის.
ჰაერი – ვაზის ზრდა-განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია. ჰაერში არსებული ჟანგბადით წარმოებს სუნთქვის პროცესები, ხოლო ნახშირმჟავა აირიდან ნახშირბადის ათვისებით მცენარისათვის საჭირო ნახშირწყლების წარმოქმნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰაერის ჟანგბადის როლი ფესვთა სისტმის განვითარებისათვის.
სინათლე – ვაზი სინათლის მოყვარული მცენარეა. ყველა სახის რთული ფიზიოლოგიური ხასიათის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მის ნაწილებში სავაგეტაციო პერიოდის მთელ მანძილზე, უშუალოდ სინათლესთანაა დაკავშირებული. სინათლის ნაკლებობის უარყოფითი გავლენა პროდუქციის ხარისხზე გამოიხატება იმით, რომ მცირდება მარცვალში შაქრების დაგროვება, იზრდებნა მჟავიანობა, გემური თვისებები უარესდება და შემფერავი ნივთიერებანი უმნიშვნელო რაოდენობით გროვდება. აღნიშნულის საფუძველზე, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ვენახის გაშენება ხდებოდეს ყოველთვის მზით უხვად განათებულ ფერდობ ადგილზე.
რუსუსდან ძიძიშვილი,
სმმ დოქტორი