ეკალა _ ეკალღიჭი
ეკალღიჭი (ლათ. Smilax excelsa) — მცენარე ეკალღიჭისებრთა ოჯახისა. ხვიარა ბუჩქი, რომლის გრძელი, მცოცავი ღეროები მაგარი, წვეტიანი ეკლებით არის დაფარული.
ეკალღიჭის ფოთოლი რკალძარღვიანია, ყუნწის ძირში ორი აქვს ულვაში, რომლითაც ეკალღიჭი საყრდენს ემაგრება.
ეკალღიჭი ორსახლიანი მცენარეა, ყვავილები მტევნისებრ ქოლგებად აქვს შეკრებილი. ნაყოფი წითელი კენკრაა.
ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს ტყეებში, სადაც (განსაკუთრებით ჭალის ტყეებში) ძალიან მაღლა აქდის ხეებზე და იმგვარად იხლართება, რომ ხშირად ტყეს გაუვალს ხდის.
ჩაის პლანტაციებში ეკალღიჭი რთულად მოსაშორებელი სარეველაა.
ეკალღიჭის ნორჩ ყლორტებს, ძირითადად დასავლეთ საქართველოში მხალად იყეებენ.
ეკალღიჭი სამკურნალო მცენარეა.
ეკალას მომზადების კულტურა უფრო მეტად დამახასიათებელია იმერეთის რეგიონისთვის, სადაც მას ნედლადაც იყენებენ და დაკონსერვებულს მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
ეკალასგან მისგან ამზადებენ მხალს (ფხალს).
ეკალას მომზადების მრავლგვარი რეცეპტი არსებობს, ამისთვის ეკალას შეურევენ ისეთ საკაზმს, როგირიცაა: ნიგოზი, ღვინის ძმარი, მკვახე ყურძენს და ბროჭოლის წვენი, ნიორი, ქინძი, წითელი წიწიაკა, ოხრახუში და მარილი, ხშირად საკაზმს ხმელ სანელებლებს, კამას და ხახვს და სხვა, უმატებენ.[2].
კერძის მომზადება და მრავალფეროვნება დიასახლსის კულინარიულ ოსტაობაზეც არის დამოკიდებული.
საქართველოში სწორედ ამ პერიოდში შემოდის ეკალღიჭი და იწყება კიდეც ეკალას შეგროვების სეზონი.