აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

მდგრადი კლიმატგონივრული ტექნოლოგია ქართლის მთისწინების მეცხოველეობის ფერმებისათვის

მეცნიერთა პროგნოზებით 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობა 9-10 მილიარდამდე გაიზრდება, შესაბამისად, მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ამ დროისთვის სოფლის მეურნეობის წარმოება 70-100%-ით უნდა გაიზარდოს.   
წარმოების ზრდა აუცილებლად გამოიწვევს გარემოზე უარყოფითი  ზემოქმედების ზრდასაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ კლიმატის ცვლილების პრობლემა ძალიან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სასურსათო უსაფრთხოების პრობლემასთან.

 2017 წლის მაისში, იტალიაში, მილანში გამართულ Seeds & Chip კონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკის შემდეგ სოფლის მეურნეობა სათბურის გაზების ემისიების მეორე წყაროა. ამდენად მთავარი კითხვაა, როგორ გავზარდოთ სასურსათო უსაფრთხოება გარემოსთვის კიდევ უფრო დიდი ზიანის მიყენების გარეშე.

სწორედ აქ გამოდის წინა პლანზე „კლიმატგონივრული ტექნოლოგიის კონცეფცია. ეს ტერმინი თავდაპირველად შეიქმნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ. FAO-ს თანახმად, კლიმატგონივრული მდგრადი   სოფლის მეურნეობა არის მიდგომა სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათმი, რომელიც უზრუნველყოფს  კლიმატური რესურსების გონივრულ გამოყენებას გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით. მისი სამი მთავარი მიზანია:

  1. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდა;
  2. სოფლის მეურნეობის ადაპტაცია და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის გაზრდა;
  3. სათბურის გაზების ემისიების, გარემოს დაბინძურების შემცირება-მიტიგაცია და პრევენცია.

დღეს გამოცდილ აგრო მეწარმეებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ კლიმატის გლობალური დათბობის პირობებში   პირუტყვის პროდუქტიულობაზე მომქმედი უმნიშვნელოვანესი განმსაღვრელი (80 %) ფაქტორი არის საკუთარი წარმოების იაფი, დაბალანსებულ ორგანული საკვები პრაქტიკამ ისიც დაადასტურა, რომ საკვებწარმოებაზე გაწეული ხარჯები პირდაპირ განსაზღვრავენ საბოლოო პროდუქციის თვითღირებულებას და წარმოების მდგრადობას.

ცხრილი ცხრილი ლკლდკფალკდჯფლასდჯფ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის სარძეო მიმართულების ფერმერთან თემურ ღონღაძესთან  ერთად  ჩატარებულმა ანალიზებმა ცხადყვეს, რომ მინიმუმში მყოფი განმსაზღვრელი  ფაქტორი და  პრობლემების პირამიდის სათავეში მდგარი N1 პრობლება აღმოჩნდა: წყალი, კერძოდ საკვები კულტურების.

 წყალუზრუნველყოფა (რწყვა). აღსანიშნავია, რომ მთიანი რეგიონებისათვის დამახასიათებელი რელიეფების სირთულე,  სარწყავი მოედნების უსწორმასწორობა, რთულ კონტურიანობა და ცვალებადი არათანაბარი ქანობები, აძვირებდნენ რწყვაზე გასაწევ ხარჯებს. ყოველივე ეს შესაბამისად აძვირებს წარმოებული პროდუქციის თვიღირებულობას და ამცირებს ბაზარზე  მის კონკურენტუნარიანობას, ამასთან ასეთ პირობებში ტექნიკის ექსპლუოტაცია იწვევს სათბურის გაზების და  გარემოს დაბინძურების ემისიების ზრდას.

მეორე ადგილზე მდგომი პრობლემა აღმოჩნდა საბრუნავი კაპიტალის დეფიციტი;

მესამე აქტუალურ პრობლემად კი გამოიკვეთა: საკვები კულტურეების, მათი სათესლე მასალის, განსაკუთრებით სასილოსე სიმინდის ჰიბრიდების სიძვირე.

ცდის მიზანი: მთიანი რეგიონების არიდული ზონის მეცხოველეობის ფერმებისათვის კლიმატურად გონივრული, მაღალმოსავლიანი საკვები მიმართულების მდგრადი კულტურის შერჩევა.

ცდის ამოცანები:

  1. საგაზაფხულო და საშემოდგომო საკვები კულტურების სავეგეტაციური პერიოდების ნალექებით უზრუნველყოფის ანალიზი.
  2. სასილოსე სიმინდის ჰიბრიდის მოსავლიანობის შესწავლა არიდულ პირობებში (საკონტროლო).
  3. არიდულ ზონაში საქართველოს მთიან რეგიონებში წარმოებული საშემოდგომო საკვები მიმართულების ჯიშების: ა) ტრიტიკალე „ქართლი 2-ს“; ბ) საკვები მიმართულების ჭვავი „უტრო ს“; გ) მაღალმოზარდი ქერი „აიდინ ჰანიმის“, და დ) შვრია ,,არაგვიის“ გამოცდა, ამ კულტურების  მწვანე მასის მოსავლიანობების შესწავლა, შედარება სასილოსე სიმინდის მწვანე მასის მოსავალთან და  მათი  მდგრადობის ეფექტურობის დადგენა.

ცდის შედეგები:

საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურების სავეგეტაციო პერიოდიებში ცდაში მონაწილე   საკვები კულტურების წყალმოთხოვნილებისა  და  წყალუზრუნველყოფის მაჩვენებლების  შედარებამ ცხადყო  წყლის მძაფრი დეფიციტი საგაზავხულო კულტურების სავეგეტაციო პერიოდში და ნალექების სიჭარბე საშემოდგომო კულტურების სავეგეტაციო პერიოდში. მრავალწლიანი კლიმატური მაჩვენებლების  შედარებამ ცხადყო, რომ საგაზაფხულო საკვები კულტურების სავეგეტაციო პერიოდში მოსული ნალექები (189 მმ) არაა საკმარისი მათი სრულყოფილი განვითარებისათვის და  მდგრადი  მწვანე მასის მაქსიმალური მოსავლის მისაღებად. ამ პერიოდში მცენარეები განიცდიან ნალექების დიდ (131 მმ) დეფიციტს  და  საჭიროებენ  სარწყავი წყლის მიწოდებას ანუ რწყვას. მტკვრიდან სარწყავი სისტემის გაყვანისა და რწყვა   დიდ ხარჯებთან (თითქმის 200 ათასი ლარი) არის დაკავშირებული. ცხადია ისიც, რომ  სასილოსე სიმინდის წარმოება ამ ხარჯებს ვერ აანაზღაურებს. ამდენად სარწყავი სისტემის გაყვანა, სიმიდის რწყვაზე ხარჯების  გაწევა არ არის მდგრადი, კლიმატგონივრული და ეკონომიკურად მიზანშეწონილი.

სავეგეტაციო პერიოდების  წყალმოთხოვნილებისა და წყალუზრუნველყოფის (მმ) ანალიზი.

მითუმეტეს, რომ წარმოებაში არსებული პრობლემების პირამიდის  ანალიზი  ცხადყოფს, რომ  წარმოება განიცდის სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს.

საშემოდგომო საკვები კულტურების სავეგატაციო პერიოდში სულ სხვა სურათი იქმნება.  კერძოდ  ეს კულტურები   მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში სრულად არიან უზრუნველყოფილი მოსული ნალექების რაოდენობით (402 მმ) და უფრო მეტიც, ეს მაჩვენებელი აღემატება წყალმოთხოვნილებას 82 მმ-ით, რაც ერთ მორწყვის ნორმას აღემატება (700-800მ3/ჰა).

ცდაში მონაწილე კულტურათა მწვანე მასის მოსავლიანობები აღებული იქნა მცენარეთა რძისებრ ცვილისებრი სიმწიფის  ფაზაში, უმეტესადვ  5 ივნისიდან 15 ივნისის პერიოდებში. ორი წლის (2023 და 2024 წლები) მონაცემებით ცდაში მონაწილე კულტურებს შორის მწვანე მასის (628 ც/ჰა-ზე) სიდიდით  აშკარად ლიდერობს ტრიტიკალე ქართლი-2.

შემდეგ შვრია არაგვი (430 ც/ჰა) მესამე ადგილზეა ჭვავი ჯიში უტრო (408ც/ჰა) და ბოლო ადგილზეა ქერის ჯიში აიდინ ჰანიმი 256 ცენტნერი ჰექტარზე მოსავლიანობით.

საინტერესო შედეგები გვიჩვენა ამ კულტურების ბოიქიმიურმა შემადგენლობის შესწავლამ.

ქერის ერთ კილოგრამ მწვანე მასაში ნედლი პროტეინი 81 გრამია, ცხიმი 1.5 გრ. უჯრედისი 85.7, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერებები 118.1.

ჭვავის მწვანე მასაში ეს მაჩვენებელი შესაბამისად  81,5; ცხიმი 4,55.  90,65 /102,05. ამგვარად ცხადია მწვანე მასისა და  საკვები ნივთიერებების მოსავლიანობებით ტრიტიკალე ქართლი 2 აშკარად ლიდერობს.

ტრიტიკალეს წარმოება ეფექტურია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც, ამასთან მწვანე მასის ძლიერი და ინტენსიური ზრდის გამო ის ეფექტურად თრგუნავს სარეველებსაც და მეწარმეები  თესლბრუნვებში ხშირად არ იყენებენ ქიმიურ ჰერბიციდებს.

უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ ზონებში  მეცხოველეობის მიმართულების  ფერმების საკვებ თესლბრუნვებში   საშემოდგომო საკვები მიმართულების  ტრიტიკალეს   ჯიშ ქართლი-2-ის წარმოება    ეფექტურია  გლობალური მდგრადი განვითერის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეთორმეტე, მეცამეტე,  და მეთხუთმეტე   მიზნების  (SDG)   მოთხოვნების შესაბამისად.

ცდის შედეგების საფუძველზე შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:

  1. საშემოდგომო საკვები მიმართულების ტრიტიკალეს ჯიშ ქართლი 2-ის  სავეგეტაციო პერიოდი აღმოსავლეთ საქართველოს მთისა და მთისწინა ზონებში  სასილოსე სიმინდის კულტურასთან შედარებით  უკეთ არის უზრუნველყოფილი ნალექებით. ის  არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს სარწყავი სისტემის მშენებლობისათვის,   რწყვისათვის,  უკეთ იყენებს რეგიონების კლიმატურ რესურსებს (ნალექებს) და კლიმატგონივრულია.
  2. ტრიტიკალეს ჯიშ ქართლი 2-ის წარმოება ასევე არ საჭიროებს ქიმიური მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებას და არ აბინძურებს გარემოს.
  3. ტრიტიკალე ქართლი 2 ჩართვა საკვებ თესლბრუნვებში პასუხობს გლობალური მდგრადი განვითარების პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეცამეტე და მეთხუტმეტე მიზნებს, არის ეკონომიკურად ეფექტური, სოციალურად ორიენტირებული, არ აზიანებს გარემოს და ამდენად მდგრადია.

 კობა კობალაძე, პროფესორი,

ირაკლი ხოზრევანიზე,  დოქტორანტი,

მარიამ ბაქრაძე, მეორე კურსის სტუდენტი,

სტუ-ს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი