ჩინეთში წიწილების საგანგაშო ხმების ამომცნობი ხელოვნური ინტელექტი შექმნეს
ქათმები, ისევე როგორც მრავალი სხვა ცოცხალი არსება, საფრთხის შესაბამისად, სხვადასხვა ხმებს გამოსცემენ.
როგორც წესი, ეს ხმები უკავშირდება საფრთხის მოახლოებას, საკვების აღმოჩენას, შიშს ან სულაც კვერცხების დადებას. ქათმები ასევე გამოსცემენ ხმოვან სიგნალებს, რომლებიც მიუთითებს პრობლემებზე ან სიამოვნებაზე.
ჰონკონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს წიწილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირბების სიტემა. მეცნიერები კვლევის დროს, ერთი წლის განმავლობაში, ჩინეთში მეფრინველეობის ერთ-ერთ ფერმაში მთელი წლის განმავლობაში იწერდნენ წიწილების ხმებს, სწავლობდნენ და აკვირდებოდნენ მათ.
შემდეგ მათ ეს ხმები გარდაქმნეს სპექტროგრამებად და შექმნეს _ ასწავლეს ხელოვნურ ინტელექტს წიწილების საგანგაშო ხმების ამოცნობა _ ერთმანეთისგან გარჩევა. შედეგად, ალგორითმმა სწორად ამოიცნო და დაალაგა საგანგაშო შემთხვევათა 97%-ში რაზე გამოსცემდნენ სიგნალს წიწილები, რაც მომვლელებს ზუსტად მიუთითებდნენ, რომელ საფრინველე გალიაში იყო ამა თუ იმ დაავადების გავრცელების რისკი.
დანერგვის შემთხვევაში, ასეთი სისტემა საშუალებას მისცემს ფერმერებს ეფექტიანად გააკონტროლონ ფრინველთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და დროულად მიიღონ სათანადო ზომები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს დანახარჯებს, ზარალს და გაზრდის მოგებას, ხელს შეუწყობს მეურნეობის გაჯანსაღებას, ჯანსაღი ფრინველის გაზრდას. ვიდრე სისტემა კომერციის მიზნით გამოსაყენებლად მზად იქნება, საჭიროებს ტესტირებას და დახვეწას.