აგროსიახლეები

მინერალურ სასუქებზე ფასების მკვეთრი ზრდა ევროკავშირის ფერმერებისთვის უსიამოვნო საახალწლო საჩუქარი  გამოდგა

მინერალური სასუქების ფასები მართლაც შოკისმომგვრელად იზრდება, რამაც ფერმერებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. 
გერმანელმა სოფლის მეურნეობის ანალიტიკოსი ოლაფ ზინკე  განმარტავს, თუ რამ გამოიწვია ევროკავშირში მინერალური სასუქების გაძვირება, კერძოდ:

„სასუქის ფასები 2025 წლის დასაწყისში მკვეთრად გაზრდის ძირითადი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე შექმნილი არახელსაყრელი ვითარებაა, უფრო ზუსტად ევროკავშირში ბუნებრივი აირის უკიდურესად გაძვირებაა, ამიტომ  ფერმერებს წლევანდელ სეზონზე მნიშვნელოვნად მეტი თანხის დახარჯვა მოუწევთ აზოტიანი, კალიუმსა და ფოსფორის სასუქებზე, ვიდრე გასული წლის დეკემბერში“, – აღნიშნავს გერმანელი სოფლის მეურნეობის ანალიტიკოსი დოქტორი ოლაფ ზინკე გამოცემა Agrarheute-სთან ინტერვიუში.

2025 წელი ევროკავშირის ფერმერებისთვის ცუდი ამბებით დაიწყო, ექსპერტი აღნიშნავს: „გაზზე ფასების მკვეთრი  ზრდა ევროპული სასუქის ხარჯების ნახტომისებურ ზრდას იწვევს. ამას ემატება უკიდურესად სუსტი ევრო, რაც იმპორტსაც საგრძნობლად აძვირებს. სწორედ ეს განაპირობებს მინერალური სასუქების მნიშვნელოვან ზრდას გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.

„აზოტის ბაზარზე ფასების ზრდის დინამიკა განპირობებული იყო შარდოვანაზე მსოფლიო ფასების ზრდით. აზოტის მსხვილი ევროპული მწარმოებლის ფასების ზრდას, რის გამოც ყველა აზოტოვანი სასუქის ფასები ახლა მკვეთრად იზრდება. სასუქების ევროპული ბაზრის მომავალი განვითარება დიდწილად დამოკიდებული იქნება ამონიუმის გვარჯილის მსოფლიო ფასების დინამიკაზე.

ეგვიპტემ, ევროპული ბაზრის მთავარმა მიმწოდებელმა,  2025 წლის იანვრისთვის ერთი ტონა ამონიუმის გვარჯილა ევროპას 418 დოლარად მიაწოდა, ეს  დაახლოებით $30 მეტია, ვიდრე ორი კვირის წინათ შესყიდული პარტიის შესაძენად გადაიხადეს ევროპელმა ფერმერებმა.

2025 წლის დასაწყისში, ასევე გაძვირდა კალიუმის და ფოსფორის სასუქებიც.

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების წინ მინერალურ სასუქებზე ფასების ყოველდღიური მატება  ფრანგ, გერმანელ თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნის ფერმერებში დიდ გაურკვევლობას იწვევს.