დარგებიმემცენარეობა

დანდური

ერთწლოვანი მცენარეა, აქვს ძირიდანვე დატოტვილი ღერო, მკრთალი მწვანე ან მოწითალო ხორციანი მიწაზე გართხმული ფოთლები. ორსქესიანი ყვავილები, რომლებიც თითო ან რამდენიმედ შეკრულ ფოთლების უბეებშია განლაგებული, გვირგვინი 4-6 ფურცლიანია, ყვითელი. აქვს მომრგვალო ან კვერცხისებრითხელკედლიანიმრავალთესლიანი ნაყოფი, მომწიფებისას სამი საგდულით იხსნება. თესლი წვრილია, მოშავო ფერის.
დანდური ფართოდ გავრცელებული სარეველაა. იზრდება მთის ქვედა სარტყელში ბოსტნებში, გზისპირას, ყანაში, ღობისძირებში, მიტოვებულ სავარგულებში.

დანდურის ფოთლები და ღეროები შეიცავს ალკალოიდებს, ნახშირწყლებს, ცილებს, საპონინებსფენოლკარბოლმჟავებს, ორგანულ მჟავებს, ლორწოვან და ფისოვან ნივთიერებებს, კაროტინს, ვიტამინებს (C, E, PP, K); თესლებში ცხიმები აღინიშნება. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, შარდმდენი, ნაღველმდენი, გულის რიტმის გასაძლიერებელი, არტერიული წნევის ამწევი, ჭრილობების შემახორცებელი, ანტიტოქსიკური, დამწვრობის საწინააღმდეგო თვისებები.

დანდური მედიცინაში გამოიყენება ათეროსკლეროზის, დაბალი წნევის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი პროცესების, ტრიქომონადული კოლპიტების, ბაქტერიული დიზენტერიის, მწერებისა და გველის ნაკბენის, სისხლში ქოლესტერინის მომატების დროს.

ანდურის სამშობლოდ სპარსეთსა და ინდოეთს მიიჩნევენ, თუმცა დღეს ის მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში ხარობს.

დანდური მდიდარია C და B ვიტამინით, შეიცავს ორი ტიპის ალკალოიდის პიგმენტებს, რომელიც ორგანიზმს ეხმარება დეტოქსიკაციაში.

დანდურის თესლი ძალიან მაგარია და მთლიანად ინარჩუნებს დადებით თვისებებს 40 წლის განმავლობაში. ამ მცენარეს ძლიერი და გასაოცარი თვისებები აქვს. მას იყენებენ იმუნიტეტის ასამაღლებლად და საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, დანდური А ვიტამინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საბადოა.

დანდურის თესლი ინიშნება სიცხის დასაწევად და ასევე შედის მამაკაცებში იმპოტენციის სამკურნალო ხალხურ საშუალებებში.

დანდური – ძლიერი ანტიოქსიდანტი დანდური შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც ანტიმუტაგენური და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვთ. ასევე მდიდარია С ვიტამინითა და В ჯგუფის ვიტამინებით, მათ შორის, ნიაცინითა და რიბოფლავინით, კაროტინოიდებითა და მიკროელემენტებით, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, რკინა.

ჩამოთვლილი სარგებლის გარდა, დანდური მდიდარია კალციუმით და კალიუმით. ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს და სასარგებლო მიკროელემენტებს, როგორიცაა თუთია და სპილენძი. ეს ნუტრიენტები აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

დანდური არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყარო, რაც მას მკვებავ დანამატად აქცევს ნებისმიერი დიეტის დროს. ის ასევე არის ბოჭკოვანი და მცენარეული ცილის კარგი წყარო.

მაღალი კვებითი ღირებულება მას შესანიშნავ დანამატად აქცევს ნებისმიერი კერძისთვის. დანდური ოხრახუშთან ერთად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, მის წვენს უმატებენ ნიღბებს, რათა კანი იყოს რბილი და გლუვი, ხოლო მცენარის ახალგამოწურული წვენი ხელს უწყობს ანთებითი ჭრილობების შეხორცებას, აშორებს მცირე ნაწიბურებს და ასაკობრივ ლაქებს.

მეცნიერები აღწერენ, როგორ არის დანდურში (Portulaca oleracea) გაერთიანებული ორი სხვადასხვა მეტაბოლური გზა, რათა წარმოიქმნას ფოტოსინთეზის ახალი ტიპი, რომელიც ამ მცენარეს გვალვის ატანისა და თან ძლიერი პროდუქტიულობის უნარს აძლევს.

მცენარეებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიმუშავეს სხვადასხვა მექანიზმები ფოტოსინთეზის გასაუმჯობესებლად — პროცესის, რომლის წყალობითაც, მწვანე მცენარეები მზის სინათლის გამოყენებით, ნახშირორჟანგისა და წყლის სინთეზს საკვებ ნივთიერებებად გარდაქმნიან.

დანდური უნიკალურია იმით, რომ ის ამ ორივე ევოლუციურ ადაპტაციას ფლობს, რისი წყალობითაც, ეს მცენარე არის როგორც ძლიერ პროდუქტიული, ისე ძალიან გვალვაგამძლე; ასეთი კომბინაცია მცენარეებში იშვიათია.

საქართველოში დანდური ყველგან იზრდება და მას კუთხეების მიხედვით განსხვავებული სახელით იცნობენ: იმერულად და გურულად – უკვდავა ფხალი, ძირწითელაწითელძირა; ლეჩხუმურად – წითელკინწა; აჭარულად – თაგვაყურათიკნიყურა; მთიულურად – ხველის წამალი, დაჭრილაის წამალი; კახურად – კლდის დანდური; მეგრულად – მაპაღურაიაჯიჭითაჯინჭითა; სვანურად – მუსტუნილ.