აგროსიახლეები

„წითელი ნუსხის“ ნაკადულის კალმახის 90 000 ქვირითი მდინარე ალაზნის შენაკადებისათვის 

ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ალაზნის შენაკადებში დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ველური ბუნების სააგენტოების თანამშრომლებმა გამოსაჩეკად „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 90 000 ქვირითი ჩაუშვეს, რაც აღნიშნულ დაცულ ტერიტორიაზე პოპულაციის აღდგენისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ველური ბუნების სააგენტოების ჩართულობით, საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს 2016 წლიდან წარმატებით ახორციელებს. 2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეებიში  გამოსაჩეკად მთლიანად 700 000 ქვირითს ჩაუშვებენ.

475743083 1006033558224068 4545196703822621539 N

ბაწარა ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ალაზნის შენაკადების გათევზიანების პროცესში მონაწილეობას იღებდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ველური ბუნების სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენლები.

„საქართველოში, ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. უკვე რამდენიმე მილიონი ნაკადულის კალმახის ქვირითით დავათევზიანეთ საქართველოს მდინარეები. ამ ეტაპზე, გათევზიანებასთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი. მრავალ მდინარეში, რომელშიც თევზი პრაქტიკულად არ ფიქსირდებოდა, დღეს უკვე თვალხილულია ნაკადულის კალმახი. გათევზიანების პროცესი იქნება შეუქცევადი და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა.

476450491 1006033364890754 505707848502228722 N

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.