ტექნიკური კანაფი ეკოლოგიური სამშენებლო მასალა და CO₂-ის ყველაზე ეფექტიანად მშთანთქმელი კულტურაა
თანამედროვე ეკოლოგიურ მშენებლობაში კანაფის (ტექნიკური კანაფის) გამოყენება სულ უფრო აქტუალური ხდება. ეს კულტურა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო უპირატესობებით არ გამოირჩევა, მისი ბოჭკოსა და სხვა ნარჩენებისგან დამზადებული მასალები მშენებლობის სფეროშიც მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ფუნქციებს ასრულებს.
კანაფის ატმოსფეროდან დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს (CO₂) შთანთქავს. მცენარე სწრაფად იზრდება და ფოტოსინთეზის გზით ნახშირბადს ბიომასად გარდაქმნის. მიღებული ნახშირბადი მცენარეში სტაბილურად ინახება და გარემოში არ ბრუნდება.
კვლევების თანახმად, კანაფი ერთი ჰექტარი ნათესი ფართობიდან წელიწადში საშუალოდ 15,46 ტონა CO₂-ს შთანთქავს.
კანაფის ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს, არ სჭირდება ბევრი წყალი და ენერგიის დანახარჯები, შრომატევადი აგრონომიული ოპერაციები, საუკეთესო მცენარეა კულტურათა მონაცვლეობაში და ამსთან ერთად იაფი ეკოლოგიური სამშენებლო მასალაა, რომლის ხელახლა გადამუშავება და გამოყენება მარტივად.
კანაფისა და კირის ნაზავი მაღალტექნოლოგიურ ეკოლოგიურ სამშენებლო მასალაა. ეს ნარევი არა მხოლოდ ეფექტიანად ინახავს CO₂-ს, არამედ საერთო ბალანსშიც დადებითი თვისებებით ხასიათდება, რაც ნიშნავს, რომ მისი წარმოებისა და გამოყენების დროს გარემოში ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყოფა, ვიდრე შთანთქმული აქვს.
კანაფისგან დამზადებული სამშენებლო მასალა გამძლეა. მისი მშენებლობაში გამოყენება სხვადასხვა საახით შეიძლება. კანაფისგან მზადდება ჩამოსხმული კედლები, აგურები, კარგია კედლების გასალესად და მოსაპირკეთებლად.
გადამუშავებული კანაფის მასა კარგი ბუნებრივი საშუალებაა ნიადაგის გასამდიდრებლად, როგორც ორგანულ სასუქი, კომპოსტი. ის ხელს უწყობს ნიადაგში pH-ის გაზრდას. კარგი მასალაა სმულჩად.
კანაფის ნარჩნების ბუნებში გადაუმუშავებლად მოხვედრა მინიმალურ ეკოლოგიურ ზიანს იწვევს, რადგან ის არაჩვეულებრივი ბიომასისაა, რომელიც მდიდარია კალციტისგან და იოლოად იშლება.
კანაფის გამოყენება მშენებლობაში, გლობალური დათბობის ფონზე, დადებით ეკოლოგიური პროცესებს მისცემს ბიძგს. კანაფის ბიოსამშენებლო მასალის წარმოება და გამოყენება ხელს უწყობს გარემოში ნახშირორჟანგის შემცირებას, აგროეკოსისტემების გაუმჯობესებას, ამცირებს მშენებლობების ნარჩენებისგან გამოწვეულ ეკოლოგიურ ზიანს და უდანაკარგო, ხელახლაგადასამუშავებლი მასალების ბაზის განვითარების ხელსაყრელ პირობას ქმნის.
მწვანე არქიტექტურა და ეკომშენებლობა ბუნებაზე ზემოქმდების შესამსუბუქებლ ახალ ტექნოლოგებს, რაც გარემოს საფრთხეს კი არ შეუქმნის, არამედ დაიცავს მას. ტექნიკური კანაფის სამშენებლო შესაძლებლობების გამოყნებაც ამ მიმარულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია.