ნამკალის დაწვა – ჩვევა, რომელიც ანადგურებს ნიადაგს და ზიანს აყენებს მიწის მესკუთრეს, ამცირებს მომავალი წლის მოსავალს
მარცვლეული კულტურების (ხორბალი, ქერი, შვრია და სხვ.) აღების შემდეგ, საქართველოში ბევრ ადგილას კვლავაც გვხვდება ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ დიდი ზიანის მომტანი პრაქტიკა – ნამკალის გადაწვა. ზოგჯერ ამას „დასუფთავებას“ ან „მავნებლების განადგურებას“ უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში, ასეთი ქმედება სერიოზულად აზიანებს ნიადაგს, ეკოსისტემას, ადამიანის ჯანმრთელობას და სამომავლო მოსავლიანობას.
ნამკალი, იგივე მარცვლეულის მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი ღეროები და ფოთლები, ბუნებრივად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებაში.
ნამკალის დაწვა მიწის გაუდაბნოების საწყისი ეტაპია:
-
ნიადაგი კარგავს დამცავ საფარს და უფრო იოლად ხდება გამოშრობა და ხელი ეწყობა ეროზიული პროცესების განვითარებას;
- იწვება, ნადგურდება მიწაში მცხოვრები სასარგებლო ბაქტერიები, მატლები და სხვა ორგანიზმები, რომლებიც უზურნველყოფენ ნიადაგის ბუნებრივ განოყიერებას;
-
შედეგად, ნიადაგი მკვდარ ფენად იქცევა და მომავალში მოსავლის მისაღებად ფერმერს მეტი სასუქი, მეტი ფული და მეტი ძალისხმევა გამოჩენა სჭირდება.
ნამკლის გადაწვის დროს ხანძარი ხშირად ქარსაფარ ზოლზე, მოსაზღვრე ნაკვეთებზე, ხეებსა და ტყეზეც კი ვრცელდება. ფერმერთა დაუდევრობას მოსდევს სასოფლო-სამეურნეო დანაკარგები, ტყის ხანძრები და ხშირად ადამიანების უსაფრთხოებასაც ექმნება საფრთხე.
მომწამვლელი კვამლი და ხანძრის გამო ჰაერსი გაფანტული მავნე ნაწილაკები პირდაპირ აზიანებს სუნთქვის სისტემას, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულებში.
ნიადაგის ზედა ფენა, რომელსაც ჰუმუსი ჰქვია, იწვება და ქრება. ეს ფენა შეიცავს აზოტს, ფოსფორს, კალიუმს და სხვა სასიცოცხლო ელემენტებს. მათი დაკარგვა კი ნიშნავს, რომ:
-
მომავალ წელს მოსავალი ნაკლები იქნება;
-
მიწა წყალს ვეღარ შეაკავებს, რაც გვალვიან პირობებში კატასტროფულ შედეგს გაოიწვევს;
-
ფერმერს მინიმალური მოსავლის მისაღებადაც კი მოუწევს მიწის ხელოვნური განყოფიერება, რაც სოლიდურ დანახარჯს მოითხოვს, რაც პირდაპირ აისახება მის ბიუჯეტზე.
ნამკალი მხოლოდ ბალახის ნარჩენი არ არის, ის თავშესაფარია მავნებლებისთვისაც და სასარგებლო მწერებისთვისაც. გადაწვისას ნადგურდებიან:
-
სასარგებლო მწერები და მათი ბუდეები;
-
ნიადაგის მიკროორგანიზმები, რომელთა არსებობა განაპირობებს მიწის თვითგანახლებას;
-
მცენარეული საფარის დაკარგვა არღვევს ბიოეკოსისტემებს და ზიანს აყენებს ბუნებრივ წონასწორობას.
როგორ მოვიქცეთ სწორად?
ნამკალის დაწვის ნაცვლად ბევრი ბევრი სხვა სასარგებლო მეთოდი არსებობს, მაგალითად:
-
ნამკალის ჩათესვა ნიადაგში – ბუნებრივად აუმჯობესებს სტრუქტურას და ჰუმუსის შემცველობას;
-
კომპოსტირება – ბაღის და ველის ნარჩენების გამოყენება ორგანულ სასუქად;
-
მულჩირება – ნამკლის დატოვება ნიადაგის ზედაპირზე, რაც იცავს მას ტენის დაკარგვისა და ქარისმიერი ეროზიისგან;
-
მინიმალური დამუშავება (No-till, Strip-till) – კარგ პირობას ქმნის თანამედროვე ნიადაგის დამუშავები ნულოვანი ტექნოლოგიების გამოსაყენებლად, რაც ძლიერი და ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის საფუძველია.
ნამკალის დაწვა ჩვენსი თითქოს დროის და ხარჯის ეკონომიად ითვლება, მაგრამ რეალურად ის საკუთარი საარსებო წყაროს განადგურებას იწვევს.
თანამედროვე აგრონომია გვასწავლის, რომ მიწას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, სჭირდება ყურადღება და მოვლას.
ნამკლის სწორი გამოყენება მარტო ნიადაგის გაჯანსაღებაში კი არ დაეხმარება ფერმერს, არამედ ხანგრძლივი დროით სულ უფრო უკეთეს შედეგს მისცემს.
„სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა. სამართალდარღვევა, გარემოებებიდან გამომდინარე, 500-დან 1300 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ რიგი ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სამეურნეო სავარგულებზე ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაცავი ზოლია განადგურებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
ფერმერობა ერის წინაშე პასუხისმგებლობაა, მიწა ეროვნული სიმდიდრეა, მოფრთხილება სჭირდება!
ნუ დაწვავ ნამკალს, გამოიყენე ის გონივრულად!