პალუდიკულტურა და ტორფიანი მიწები: მსოფლიო სიახლეები ჭაობის სოფლის მეურნეობის შესახებ
ხანგრძლივი გვალვების გახშირებისა და ბუნებრივი წყლის რეზერვუარები შემცირების პირობებში, ტორფიანი მიწებისა და დაჭაობებული ტერიტორიების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება, სულ უფრო აქტუალური ხდება.
პალუდიკულტურის თაობაზე, ასე ჰქვია ჭაობის სასოსფლო-სამეურნეო დასატყეო მეურნეობის წარმოებას, სერიოზულად მუშაობენ და ამ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციებიც იმართება.
ბოლო ღონისძიება შვეიცარიაში FiBL-ის ორგანული სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული, რომელშიც მსოფლიო ველური ბუნების ფონდის _ WWF-ი და შვეიცარიული კვლევითი ცენტრი Agroscope-ი, ასევე ევროპის სხვა ქვეყნების ექსპერტები მონაწილეობდნენ.
პალუდიკულტურა, ჭაობების სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მეურნეობა, საზოგადოეიბისთვის ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა, თუმცა, ბოლო პერიოდში, მის მიმართ ინტერესი იზრდება. შვეიცარიის რამდენიმე კანტონმა (ადმინისტრაციული ერთეული შვეიცარიაში) თავის პოლიტიკასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სტრატეგიებში უკვე ჩართო ხელახალი დატენიანების საკითხი. მაგალითად, წყლით მდიდარ შვეიცარიის კანტონ აარგაუში წყლის ბალანსი ირღვევა. ბუნებრივი წყლის რეზერვუარების შემცირება და წყლის ბალანსის ცვლილება სულ უფრო სერიოზულ პრობლემებს უქმნის სოფლის მეურნეობას. აარგაუს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია 2060 წლისთვის 1000 ჰექტარი ადრე დამშარალი ფართობის ნებაყოფლობით კვლავ დატენიანების შესახებ, საიდანაც 280 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწაა.
ნეუშატელის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ედვარდ მიტჩელმა წარმოადგინა კვლევა „ტორფის მომავალი“, რომელიც ეხება როგორც ხელუხლებელი, ასევე ძლიერ დეგრადირებული ტორფიანი მიწების გამოყენების აქტუალურ საკითხებს. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის, მიწისქვეშა წყლების დაცვის, სათბურის გაზების ემისიების შემცირებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ინტეგრირება.
შვეიცარიასა და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული საპილოტე პროექტები ნათლად წარმოაჩენს პალუდიკულტურის პოტენციალს.
გერმანიიდან ანეტ ფრაიბაუერმა კონფერენციაზე წარმოადგინა ბავარიის გამოცდილება, სადაც, დაახლოებით, 130 000 ჰექტარი ტორფიანი მიწები გამოიყენება სოფლის მეურნეობისთვის, ათჯერ მეტი, ვიდრე შვეიცარიის ორგანული სოფლის მეურნეობის საწარმოებლად გამოყენებული ნიადაგების მთლიანი ფართობი.
წარმატებით განხორციელებულ ალტერნატივებს შორისაა დაჭაობებული მდელოები სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისთვის საჭირო ყუათიანი ბალახების საფარით, სადაც შესაძლებელია საძოვრების მოწყობა. ზოგიერთი ფერმა სპეციალიზირებულია ნიშურ პროდუქტებზე, როგორიცაა ლერწმის კანარის ბალახის სამრეწველო მიზნებით წარმოება ან კამეჩის მოშენება.
ჩრდილოეთ გერმანიის გრეიფსვალდის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა კლემენს კლაინშენმა წარმოადგინა პროექტი სახელწოდებით PaludiAlliance – ქაღალდის, მშენებლობისა და შესაფუთი ინდუსტრიების კომპანიების ქსელი, რომლთა მიზანია პალუდიკულტურის კომერციულად მომგებიანი გახადოს. საწყისი პროდუქტები, როგორიცაა ლერწმის კანარის ბალახისგან დამზადებული შესაფუთი მასალა, აჩვენებს პალუდიკულტურის მეშვეობით წარმოებული ბიომასის სამრეწველო გამოყენების კარგ პოტენციალს.
დაგეგმილი „პალუდიკულტურის გაცვლა“ მიზნად ისახავს მომავალში ფერმერებს, მკვლევარებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას.
ანეტ ფრაიბაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალუდიკულტურის განვითარებისთვის მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება არ არის საკმარისი. ეს მოითხოვს დამატებით კონსულტაციებს, ბაზრის განვითარებას და შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს. ბავარიის ტორფიანი მიწების დაახლოებით 20% უკვე კულტივირდება ბუნებრივი მეთოდებით, რაც ასევე შვეიცარიის და სხვა ქვეყნებისათვის კარგი მოდელია.
შვეიცარიისთვის კონკრეტული მაგალითები, ჭაობიან ადგილებში, ბერნის ზღვის რეგიონში კამეჩების მოშენება, რომლებიც ლერწმის ბალახს საკვებად იყენებენ და სიმაღლეში გაზრდის საშუალებას არ აძლევენ, რითაც ხელს უწყობენ მრავალფეროვანი ჰაბიტატების შექმნას; ბრინჯის კულტივაცია აარგაუში, სადაც ფერმერები სპეციალურად ტბორავენ სავარგულებს ბრინჯის საწარმოებლად, ასევე მიზანმიმართული ველური ბუნების აღდგენა ივერდონის რეგიონში.
ბრინჯის მწარმოებელი ფერმერის, ლუკას ნოიჰაუსის თქმით, თანამშრომლობა და გამბედაობა წარმატების მთავარი ფაქტორებია. მისი მაგალითი აჩვენებს, რომ შესაძლებელია მომგებიანი ბიზნესის შექმნა პალუდიკულტურის პროდუქტების პირდაპირი მარკეტინგის გზით.
პალუდიკულტურის მიმართ ინტერესი მაღალია, მაგრამ დაბრკოლებებიც მნიშვნელოვანია. ციურიხისა და ცუგის კანტონებიდან მოყვანილი სხვადასხვა მაგალითი ასახავს, თუ როგორ რთული შეიძლება იყოს მისი განხორციელება. არ არსებობს დაფინანსების ინსტრუმენტები, მკაფიო პასუხისმგებლობები, სტრატეგიები, კონსულტანტები და ჩამოყალიბებული ღირებულებათა ჯაჭვები. „იმისათვის, რომ პალუდიკულტურის პროექტებს მომავალი ჰქონდეთ, სოფლის მეურნეობა, სივრცითი დაგეგმარება და ბუნების დაცვა უნდა მუშაობდეს“, _ ამბობს ცუგის კანტონის ბუნებისა და ლანდშაფტის დეპარტამენტის წარმომადგენელი მაიკლ გერიგი.
აარგაუს სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელმა, მათიას მიულერმა, ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის სექტორთან ჩართულობის, შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და სამართლიანი კომპენსაციის დაწესების გადამწყვეტ მნიშვნელობას.
დასკვნის სახით, FiBL-ის წარმომადგენელმა ოლივიე ეჯდერიანმა ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობას, ბუნების დაცვასა და პოლიტიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
განსხვავებული ინტერესები არ წარმოადგენს დაბრკოლებას, არამედ ის ინოვაციებისა და შემოქმედებითი გადაწყვეტილებების შესაძლებლობაა.
AgroXXI

