ბუნებრივი ზეთებით ბანანის შენახვის ვადის გახანგრძლივების ახალი უვნებელი მეთოდი
ხილის შენახვის ვადის გასაზრდელად ბუნებრივი ზეთებით დამუშავება, სინთეზური ცვილთან შედარებით, მნიშვნელოვანი ეკონომიკურ სარგებელის მომტანი, ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც უსაფრთხო ალტერნატივაა.
ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ბანანის შემთხვევაში მცენარეული ზეთები ეფექტიანად ცვლიან, ტრადიციულ, სინთეზურ ცვილს.
ბანანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი ხილია ყველა ასაკის მომხმარებლისთვის. ის ენერგიის მდიდარი წყაროა, ადვილად მოსანელებელი და სხვა ახალ ხილთან შედარებით იაფია, მაგალითად, ვაშლთან და მსხალთა შედარებით.
ბანანი ცნობილია თავისი არომატით, ტექსტურითა და მარტივი გასასუფთავებელი.
დღეს ბანანი 400 მილიონზე მეტი ადამიანისთვის ძირითადი საკვები პროდუქტია მთელ მსოფლიოში. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2020 წლის იანვარ–ივლისის პერიოდში ბანანის გლობალურმა ექსპორტმა 12,2 მილიონ ტონას გადააჭარბა.
წარმოების მოცულობით (127,3 მლნ ტონა) ბანანი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ხილებს შორის, ხოლო ეკონომიკური ღირებულებით (63,6 მლრდ აშშ დოლარი) ბრინჯის, ხორბლისა და რძის შემდეგ მეოთხე პოზიციას იკავებს.
ბანანი სპეციფიკური ტიპის ხილია, რომელიც მოკრეფის შემდეგ ნაყოფი მომწიფებასა და სუნთქვას აქტიურად აგრძელებს.
მაღალი სასურსათო ღირებულების გამო ბანანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. შედეგად, ტრანსპორტირებისა და შენახვის პროცესში მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ზიანდება, რაც დიდ ეკონომიკურ დანაკარგებს იწვევს.
ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს ბუნებრივი და ეფექტიანი მეთოდების ძიება, რომლებიც შეამცირებს მოსავლის შემდგომ დანაკარგებს და გააძლიერებს სასურსათო უსაფრთხოებას. მომხმარებლებისა და ბაზრების მოთხოვნა სულ უფრო მეტადაა დამოკიდებული ხილის ვიზუალურ იერსახეზე, გემოზე და სასურსათო ღირებულებაზე.
ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბუნებრივი, საკვებად ვარგისი დამცავი ნივთიერების გამოყენება, რომლებიც ამცირებს ნაყოფი ტენიანობის დანაკარგს და ანელებს მომწიფების პროცესს.
მცენარეულმა ზეთებმა უკვე აჩვენა, რომ მათ ხილის ზედაპირზე ეფექტიანი დამცავი ფენის შექმნა შეუძლია.
სულთნ ქაბუსის უნივერსიტეტის (ომანი) მეცნიერებმა, დოქტორ ლაილა ალ-იაჰიაის ხელმძღვანელობით, შეისწავლეს ზეთისხილის ზეთისა და მორინგას (Moringa peregrina) ზეთის ბანანის ბუნებრივ საკვებად ვარგის დამცავ ნივთიერებად გამოყენების ეფექტიანობა.
კვლევაში გამოიყენეს ბანანის ორი ჯიში _ კავენდიში და რძისებრი (Milk banana). ნაყოფი ინახებოდა ორ ტემპერატურულ რეჟიმში _ 15°C და 25°C, 12 დღის განმავლობაში.
შეფასდა ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებლები:
- წონის დაკარგვა;
- სიმკვრივე;
- ფერის ცვლილება;
- მჟავიანობა;
- ხსნადი მშრალი ნივთიერებების საერთო შემცველობა.
შესადარებლად გამოყენებული იყო დაუმუშავებელი (საკონტროლო) ნიმუშებიც.
კვლევის შედეგებმა ნათლად აჩვენა დამუშავებული ნიმუშების უპირატესობა. მცენარეული ზეთებით დაფარული ბანანი, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას, გაცილებით ნელა მწიფდებოდა, მნიშვნელოვნად შემცირდა წონის კარგვის დრო, ხოლო ნაყოფმა სიმკვრივე და მწვანე შეფერილობა უფრო დიდხანს შეინარჩუნა.
ქიმიური ანალიზის მიხედვით, ზეთი ხელს უწყობდა ნაყოფის შიდა კომპონენტების სტაბილიზაციას და მინერალური ნივთიერებების უკეთ შენარჩუნებას, განსაკუთრებით კავენდიშის ჯიშში. 12 დღის შემდეგაც კი ზეთით დამუშავებულ ბანანს ჰქონდა მისაღები ვიზუალური და მაღალი სასურსათო ხარისხი.
კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ ზეთისხილისა და მორინგას ზეთით დაკრეფილი ბანანის თუ სხვა მალფუჭებადი ხილის, შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად, დამუშავება, წარმოადგენს ეფექტიან და ეკოლოგიურ მეთოდს.
ეს მიდგომა პერსპექტიული ნაბიჯია ახალი, უფრო ეფექტიანი და მდგრადი სტრატეგიების შესაქმნელად, რომლებიც გააუმჯობესებს ახალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების ჯაჭვს და შეამცირებს დანაკარგებს.
წყარო: Sultan Qaboos University

