კოსმოსური სოიოს რძემ შანდუნის საახალწლო ბაზრობაზე ფურორი მოახდინა
ჩინეთის საახალწლო პროდუქციის ფესტივალზე, სადაც შანდუნის პროვინციის უნიკალური ნაწარმი იყო წარმოდგენილი, განსაკუთრებული პოპულარობა დაიმსახურა სასმელმა, რომელიც დუნინის საგარეუბნო ოლქის დამლაშებულ მიწებზე მოყვანილი „კოსმოსური სოიოსგან“ დამზადდა.
„ჩვენი პროდუქტი დამლაშებულ ნიადაგებზეა მოყვანილი, თესლი კი კოსმოსურ სელექციას გადის, მან ნამდვილი კოსმოსური მოგზაურობა გამოიარა. ამ სოიოს ფხვნილს საუკეთესო გემო აქვს და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია“, — აღნიშნა ძინ ჭჟენდუნმა, დუნინელმა მსხვილმა ფერმერმა, რომელიც სტუმრებს საკუთარი ნაწარმით უმასპინძლდებოდა.
ფერმერის თქმით, კოსმოსური სოიოსგან დამზადებული რძე დააგემოვნეს ჩინეთის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა ლუნ ლეჰაომ და კოსმოსური სფეროს სხვა ექსპერტებმა, რომლებმაც პროდუქტს მაღალი შეფასება მისცეს. ფესტივალზე წარმოდგენილმა ათობით სახეობის კოსმოსურმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტმა არა მხოლოდ ექსპერტების, არამედ რიგითი მოქალაქეების მოწონებაც დაიმსახურა.
მსხვილმა კომპანიებმა კი უკვე გააკეთეს საბითუმო შეკვეთები თანამშრომლებისთვის საახალწლო საჩუქრების მოსამზადებლად.
დუნინში ძინ ჭჟენდუნმა გახსნა სპეციალიზებული ობიექტი — „დამლაშებული ნიადაგების პროდუქტების მაღაზია“. ეს არის პირველი საცალო წერტილი, რომელიც მომხმარებელს ყვითელი მდინარის (ხუანხე) დელტის მაღალტექნოლოგიური აგრარული ინდუსტრიული ზონიდან პირდაპირ მიაწვდის ნაწარმს.
ასორტიმენტის მრავალფეროვნების გამო, ადგილობრივები მას „კოსმოსურ მაღაზიასაც“ უწოდებენ.
მაღაზიიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს თავად სოიოს სავარგულები. ფერმერის განმარტებით:
- ძირითადი ჯიში _ სოიოს ფხვნილი იწარმოება „დუნხან D-95“ ჯიშისგან;
- ფართობი _ ექსპერიმენტული ნათესები უკვე სამი წელია ხორციელდება და მთლიანმა ფართობმა 200 ჰექტარს გადააჭარბა.
„დუნხან D-95“ კოსმოსური სელექციის შედეგად მიღებული ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია. საცდელმა ნათესებმა აჩვენა, რომ იგი ზედიზედ ორი წლის განმავლობაში სტაბილურად მაღალ მოსავალს იძლევა.
ჯიშის მთავარი უპირატესობები:
- გამძლეობა არახელსაყრელი პირობებისა და ნიადაგის დამლაშების მიმართ;
- კვებითი ღირებულება, ცილის შემცველობა პროდუქტში 41,7%-ს აღწევს;
- ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები მიხევით მისგან დამზადებულ პროდუქტებს აქვს გაჯერებული, სასიამოვნო გემო, რაც ბაზარზე მაღალ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.
წყარო: სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების გავრცელების ეროვნული ცენტრი

