სასარგებლო ბალახები ბოცვრებისთვის: ბუნებრივი აფთიაქი თქვენს მეურნეობაში
ბოცვრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მხოლოდ კომბინირებული საკვები საკმარისი არ არის.
ზოგიერთ ბალახს შეუძლია მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი მათი იმუნიტეტის და საჭმლის მომნელებელ სისტემის გაძლიერებას, თუ მათ სწორი დოზებით, გონივრულად გამოვიყენებთ.
საუკეთესო ბუნებრივი დანამატები:
- ბაბუაწვერა (ფოთლები და ყვავილები): აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას. გამოირჩევა კალციუმის მაღალი შემცველობით;
- პიტნა: საუკეთესო საშუალებაა საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და აირების (მეტეორიზმის) მოსახსნელად. ზაფხულის სიცხეში ასევე აქვს გამაგრილებელი ეფექტი.
- რეჰანი: ხასიათდება ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას.
- თავშავა (ორეგანო): აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს მსუბუქი რესპირატორული (სუნთქვითი) პრობლემების დაძლევაში.
მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ფერმერებისთვის
- ხარისხი და ჰიგიენა _ ბოცვრებს მიეცით მხოლოდ ნედლი, კარგად გარეცხილი და სუფთა ბალახი.
- ბალანსი რაციონში _ გახსოვდეთ, რომ ბოცვრის კვების რაციონის 80%-ს თივა უნდა შეადგენდეს. ბალახები გამოიყენეთ მხოლოდ როგორც დანამატი და არა ძირითადი საკვები.
- ზომიერება _ ნუ გადააჭარბებთ რაოდენობას. ახალი მცენარის რაციონში შეტანა დაიწყეთ მცირე დოზებით.
- ვეტერინარის კონსულტაცია _ თუ თქვენს ბოცვერს აქვს თირკმელების პრობლემები ან მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემა, ახალი მცენარის მიცემამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.
ბუნებრივი დანამატების გამოყენება მეურნეობაში არა მხოლოდ ამცირებს ხარჯებს, არამედ უზრუნველყოფს ჯანსაღი და მედეგი პირუტყვის ზრდას. სწორად შერჩეული ბალახეული თქვენი ბოცვრების სიცოცხლისუნარიანობის საწინდარია.

