აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

როგორ ავირჩიოთ ძაღლის სასურველი ჯიში მისი ცხოვრების წესის მიხედვით

ძაღლის აყვანისას მომავალი პატრონები ხშირად გადამწყვეტ მნიშვნელობას ცხოველის მოცულობას ანიჭებენ.

დაიმახსოვრეთ! არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს პატარა ძაღლი მოვლა-ზრუვნის დროს ნაკლებ ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე _ დიდი. სინამდვილეში, კინოლოგიაში მთავარი ამოსავალი წერტილი არა ფიზიკური ზომა, არამედ ჯიშის გენეტიკური დანიშნულება და აქტიურობის დონეა.

არასწორად შერჩეული „ოთხფეხა პარტნიორი“ კი ყველაზე ხშირი მიზეზია იმისა, რის გამოც ცხოველები თავშესაფრებში ხვდებიან.

ძაღლის აქტიურობის დონე და რეკომენდაციები

ექსტრემალური – 2 საათზე მეტი დატვირთვა

ამ კატეგორიის ძაღლებისთვის ფიზიკური აქტიურობის გარდა მენტალური სტიმულაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

  • ბორდერ კოლი: თუ ის ყოველდღიურ რეჟიმში ინტელექტუალურად არ არის დატვირთული, სწრაფად დრგრადირედება და დესტრუქციული ხდება, ამიტომ ეს ჯიშიეს ჯიში არ არის განკუთვნილი პატარა ბინისთვის ან პასიური პატრონისთვის.
  • ბელგიური ნაგაზი (მალინუა): აქვს პოლიციური სამუშაოებისთვის დამახასიათებელი უნარი და ენერგიას. სჭირდება რეალური, პრაქტიკული სამუშაო ან მისი მსგავსი ეკვივალენტური დატვირთვა.
  • ციმბირული ჰასკი: გენეტიკურად შექმნილია დღეში 100-150 კმ-ის გასარბენად. დატვირთვის გარეშე ის სახლში ნამდვილ ქაოსს დაატრიალებს.

მაღალი დონე – 1-დან 2 საათამდე აქტივობა

ამ ჯგუფში შედიან ძაღლები, რომლებსაც აქტიური სეირნობა და თამაში სჭირდებათ:

  • გერმანული ნაგაზი, გოლდენ რეტრივერი, ლაბრადორი, ბოქსიორი, დალმატინელი, ვაიმარანერი.

ზომიერი დონე – 45 წუთიდან 1 საათამდე

ეს ოქროს შუალედია მათთვის, ვისაც საშუალო ინტენსივობის გასეირნება შეუძლია:

  • კოკერ სპანიელი, სტანდარტული შნაუცერი, ინგლისური ბულდოგი, ბიგლი.

დაბალი დონე – 20-დან 30 წუთამდე

ეს ჯიშები მშვიდ ტემპს და ხანმოკლე გასეირნებას სჯერდებიან:

  • ბასეტ ჰაუნდი: ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ჯიშია, რომელიც პარკს სავარძელში დასვენებას ამჯობინებს.
  • ფრანგული ბულდოგი: დაბალი ენერგიის გამო კარგად ეგუება ბინაში ცხოვრებას.
  • შიტცუ, პაგი, მალტეზე: ფრანგული ბულდოგის მსგავსად ესენიც კარგად ეგუებიან იზოლირებულ ბინაში ცხოვრება.

მინიმალური დონემოკლე გასეირნება

ამ კატეგორიის ძაღლებისთვის მთავარი პრიორიტეტი დასვენება და სახლში ყოფნაა:

  • პეკინესი, ლჰასა აფსო.

და, ბოლოს: ქართული  ნაგაზი თავისი სპეციფიკური ხასიათითა და გენეტიკური თვისებებით ნამდვილად იმსახურებს ცალკე ყურადღებას.

რომელ ჯგუფში ხვდება ქართული ენდემური ჯიში, ქართული ნაგაზი?

ქართული ნაგაზი

ქართული ნაგაზი, თავისი ბუნებით, ზომიერიდან მაღალი აქტივობის კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა მისი ენერგია მკვეთრად განსხვავდება ბორდერ კოლის ან ჰასკის ენერგიისგან.

  • ეს არის „ეკონომიური“ დანიშნულების მქონე ძაღლი. მას შეუძლია საათობით იწვეს და აკონტროლოს ტერიტორია, თუმცა საფრთხის შემთხვევაში წამიერად გადადის მაქსიმალური აქტივობის ფაზაში.
  • მას არ სჭირდება დაუსრულებელი სირბილი, თუმცა სასიცოცხლოდ ესაჭიროება სივრცე და ტერიტორიის დაცვის ობიექტი. კორპუსის ბინაში მისი ყოლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა, რადგან დახურული სივრცე მასში სტრესსა და ზედმეტ აგრესიას იწვევს.
  • დღეში 1-დან 1.5 საათამდე დინამიკური სეირნობა ან დიდი ეზოს პერიმეტრის კონტროლი მისთვის სავსებით საკმარისია ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად.

ქართული ნაგაზის შემთხვევაში მთავარი დატვირთვა არა სირბილი, არამედ მისი ფსიქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნება და სწორი სოციალიზაციაა. იგი არ არის გასართობი ჯიში _ ის მუშა ძაღლია, რომელსაც სჭირდება მკაფიო იერარქია და პასუხისმგებლიანი პატრონი.

მნიშვნელოვანი ფაქტორები პატრონებისთვის

უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლის ენერგია ასაკთან ერთად კი არ იკლებს, არამედ პიკს აღწევს პირველ წელს და სტაბილურდება 2-3 წლის ასაკში. თუ 8 თვის ექსტრემალური ჯიშის ძაღლი სახლში ნივთებს აზიანებს, ეს ქცევითი პრობლემა კი არა, არამედ ცხოვრების სტილის შეუსაბამობაა.

სანამ ოთხფეხა მეგობარს აირჩევთ, დაივიწყეთ სანტიმეტრები და კილოგრამები – დაფიქრდით თქვენს თავისუფალ დროსა და ენერგიაზე. ჩიხუახუას შესაძლოა ბევრად მეტი სეირნობა დასჭირდეს, ვიდრე ზარმაც ბასეტ ჰაუნდს.

პასუხისმგებლიანი არჩევანი კი ნიშნავს ისეთი „მეგობრის“ შერჩევას, რომლის ბუნებრივი მოთხოვნილებებიც ჰარმონიაში იქნება თქვენს ყოველდღიურობასთან.

მოამზადა: შოთა მაჭარაშვილმა