აგროტექნოლოგიებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის საკვებ ელემენტებზე მოთხოვნის განსაზღვრა 

მეცნიერების გამოკვლევებით დადგენილია რომ ერთ ჰა-ზე არსებული ვაზის ნარგავობა შთანთქავს ერთ წელიწადში 39 კგ აზოტს, 11 კგ ფოსფორმჟავასა და 42 კგ კალიუმს. აქედან გამომდინარე, ერთ წილ ფოსფორმჟავაზე მოდის 3-4 წილი აზოტი და კალიუმი. ამ რაოდენობიდან ღვინოში გადადის არაუმეტს 1/10 წილი, ჭაჭაში 1/10- დან 3/10- მდე, დანარჩენი თავს იყრის ფოთლებსა და რქებში.
ვაზის ბუჩქის მიერ წყლის განმავლობაში გამოყენებული საკვები ელემენტების 50 % თავს იყრის მტევანში, რასაც იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ვაზის ფოთლები და ანასხლავი რქები გადამუშავებული სახით უნდა დაუბრუნდეს ნიადაგს, რათა ყოველწლიურად შემცირდეს ვებახებიდან საკვები ელემენტების გამოტანა და ნიადაგის გაღარიბება.
ვაზის ბუჩქის მიერ ვეგეტაციის პერიოდში , ყოველწლიურად გამოყენებული ნივთიერების რაოდენობიდან გამომდინარე, საჭიროა ამ ნივთიერებათა დაბრუნება ვენახში, მაგრამ უცნობია, იხარჯება თუ არა ყველა საკვები ელემენტი, რომელიც ჩვენ დავუბრუნეთ ვაზზს გამოტანილი ბიომასის ასანაზღაურებლად. ამ სასუქის ერთი ნაწილი შეიძლება გამოირეცხოს წვიმების მიერ და ფესვთა სისტემისთვის მიუწვდომელი გახდეს, მეორე ნაწილი კი შეიძლება გადავიდეს უხსნად მდგომარეობაში და სხვა. მეორე მხრივ, ვაზის ფესვები ფართოდ ვრცელდება ნიადაგში და უმეტეს შემთხვევაში იქ პოულობს საკვებ ნივთიერებებს, რაც ესაჭიროვება მცენარეს ნორმალური ზრდა – განვითარებისთვის.
ვაზის საკვებით უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფის მიზნით ატარებენ ნიადაგის და თვით მცენარის ქიმიურ ანალიზს.
ნიადაგის ანალიზი:
ნიადაგში არსებული საკვები ელემენტების საერთო რაოდენობის განსაზღვრით, მცენარის ბიომასით მათი გამოტანის და დანაკარგების შეფასებით, შეიძლება დავადგინოთ სასუქების რაოდენობა, რომელიც უნდა შევიტანოთ ვენახში. ასეთი ანალიზი იძლევა დამატებით მონაცემებს შესატანი სასუქის ოდენობაზე. საჭიროა მხედეველობაში იქნეს მიღებული იმ ნივთიერებების რაოდენობა, რომელიც ხელმისაწვდომია მცენარისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წყლის ფაქტორს, თუ ნიადაგი გამოშრა, ვაზის კვება არადამაკმაყოფილებლად ხდება.
ვენახის გაშენების დროს აუცილებელია ჩატარდეს ნიადაგის ანალიზი სპეციალურ ლაბორატორიაში.
სრული ანალიზი მოიცავს :
ა) ფიზიკურ ან მექანიკურ ანალიზს, რომლითაც განისაზღვრება ნიადაგის სტრუქტურა;
ბ) ქიმიური ანალიზი – გვიჩვენებს აზოტის საერთო შემცველობას, კალიუმისა და ფოსფორის შესათვისებელ ფორმებს.
გ) მოძრავი კალციუმის განსაზღვრას, კირის მიმართ გამძლე საძირის შესარჩევად.

წყარო: მევენახეობა: ვ. გოცირიძე, ა. გოდაბრელიძე

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“