დარგებიმებაღეობა

კურკოვანი კულტურების ადგილობრივი უხვმოსავლიანი ჯიშები

ხეხილის ადგილობრივი ჯიშების გავრცელებას, სამწუხაროდ, ნაკლები გავრცელება აქვს, ძირითადად ბაღებში დიდი დატვირთვა მოდის ინტროდუცირებულ ჯიშებზე. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხალხური სელექციით მიღებულ ჯიშებს თავისი დატვირთვა ახასიათებს. შესაძლოა შეირჩეს მაღალაადაპტური ან ზოგჯერ მეტად გამორჩეული ფორმები, რომლებსაც კარგი პოტენციალი ახასიათებს გაუმჯობესდეს არსებული ჯიშური შემადგენლობა.

მნიშვნელოვანია, წარმოებას დაუბრუნდეს ძველი ან ნაკლებად ცნობილი ჯიში, რომელსაც გააჩნია მარკეტინგული პოტენციალი და ხასიათდება მაღალი კვებითი და სასაქონლო თვისებებით.

აღნიშნულ მიზანს ემსახურება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების პროექტი, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს კვლევა ხეხილის ადგილობრივი ჯიშების შეგროვების და შესწავლის მიზნით. 2015-2016 წლებში ჩატარდა პირველადი კვლევა ხეხილის ადგილობრივი ჯიშების შესწავლის მიზნით. კვლევის მასალების საფუძველზე გამოირჩა კურკოვანი კულტურების რამდენიმე ადგილობრივი ჯიში, რომელიც შესაძლებელია საინტერესო იყოს სამრეწველო სექტორისთვის: კერძოდ, ატამი „ქონელა” და ტყემალი „გულდედავა”. აღნიშნული ჯიშები ხასიათდებიან მაღალი სამეურნეო მახასიათებლებით და შეიძლება განხილოს როგორც ჯიშური შემადგენლობის გამდიდრების კარგი შესაძლებლობა.

კვლევის მეთოდიკა

კვლევისათვის გამოყენებული იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურას საკოლექციო ბაღში დარგული სხვადასხვა ხეხილოვანი კულტურების 16 ჯიში. საცდელი ნაკვეთი გაშენებულია 2008-2010 წლებში, კვების არე 5 * 2,5.

ფენოლოგიური დაკვირვება (სიმწიფის პერიოდი) ტარდებოდა ბბჩჰ შკალის მახასიათებლების შესაბამისად ნაყოფები აღებული იქნა სრული სიმწიფის პერიოდში, განისაზღვრა მასა გრამებში, ანალიზური სასწორის დჶნვერ აჵჳხ საშუალებით. ციფრული რეფრაქტომეტრის ათაგჴ საშუალებით განსაზღვრული იქნა ხსნადი მშრალი ნივთიერება საშუალო ნიმუშში, პროცენტებში ბრიხ-ის შკალის მიხედვით, ტიტრული მჟავიანობა განისაზღვრა 0,01 ნატრიუმის ტუტის გატიტვრით ფენოლფთალეინის ხსნარში, მისი შემდგომი გადაანგარიშებით ვაშლმჟავაზე.

შედეგები

კვლევის შედეგად გამოირჩა შემდეგი საინტერესო ჯიშები. ქვემოთ მოცემულია მათი მოკლე დახასიათება.

ატამი _ ქონელა

მოძიებულია კახეთში, სავარაუდოდ გავაზურის თესლნერგი. ხე ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარობას იწყებს მე-3-4 წელს, მსხმოიარობს უხვად და რეგულარულად, საგურამოს პირობებში იკრიფება ივლისის ბოლოს, კარგად იტანს ტრანსპორტირებას, მოკრეფის შემდეგ ინახება 6-8 დღე, სახრავი ჯიშია. გამოიყენება როგორც სასუფრედ, ისე საკონსერვოდ. ხე ივითარებს გადაშლილ ვარჯს. ნაყოფი მსხვილია ან ძალიან მსხვილი, ნაყოფი მრგვალია _ მუცლის მხარეზე ღარით. კანი ნარინჯისფერია, შებუსვა ნაზი და ხავერდისებრი, რბილობი _ ყვითელი, მკვრივი, მომჟავო-მოტკბო სასიამოვნო არომატით, კურკა რბილობს არ სცილდება.

ტყემალი _ გულდედავა

ადგილობრივი ჯიშია, სავარაუდოდ სამტრედიის რაიონიდან. წარმოდგენილი კლონი მოპოვებულია ვანის რაიონში. ხე ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარობას იწყებს მე-3-4 წელს. მსხმოიარობს ძალიან უხვად. ნაყოფი მოვარდისფრო-მოყვითალოა, წითელი, ოდნავი ზოლით, საშუალო, მსხვილი _ 18 -23 გრამზე მეტი, რბილობი წვნიანი. საგურამოს პირობებში იკრიფება ივნისის დასასრულიდან. ახასიათებს ცვენისადმი მიდრეკილება.

სტატია შესრულებულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების პროექტის ფღ/542/10-102/14 _ საქართველოს ხეხილის გაქრობის პირას მყოფი ავტოქტონური გენეტიკური რესურსების მოძიება, შესწავლა და შეფასება” ფარგლებში

ზ.ბობოქაშვილი, 

კ.ძერია,

ნ.მიროტაძე,

ვ. კაკაშვილი,

ე. მაღლაკელიძე.


ლიტერატურა

  1. საქართველოს მეხილეობა. 1-4 ტომი _ მთ. რედ. ნ. ხომიზურაშვილი. თბილისი. 1969_1970_1973_1978.
  2. პ. ნასყიდაშვილი, გ. აგლაძე, ჯ. მაჭავარიანი, ქევხიშვილი. _ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ნაციონალური გენოფონდი. სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდი _ მისი დაცვა და გამოყენება თბილისი. 1993. გვ. 7-27.
  3. საქართველოში დარაიონებული სასოფლო-სამეურნეო ჯიშების კატალოგი. თბილისი. 1997.