აგროსიახლეები

  აბაშაში სადრენაჟე არხები იწმინდება    

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტში, ნოღელა-ცხენისწყლის მასივზე   სამუშაოებს ახორციელებს.
სოფელ მარნის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2 კილომეტრამდე  სიგრძის კოლექტორული  არხი იწმინდება. 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც   90 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

მოწესრიგებული სამელიორაციო არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს  სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია    12,395 ჰექტარი მიწის ფართობი.