აკვაკულტურის სავალდებულო მარკირება _ ახალი რეგულაციები რუსეთში 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება
2026 წლის 1-ლი მარტისთვის მეთევზეობისა და აკვაკულტურის მეურნეობების მფლობელები ვალდებულნი არიან დაასრულონ თევზისა და წყლის სხვა ბინადრების მარკირების პროცესი.
აღნიშნული რეგულაცია არ ვრცელდება მხოლოდ პირად დამხმარე მეურნეობებზე.
რეგულაციების მიხედვით, მარკირება ორი მეთოდით ხორციელდება:
- ჯგუფური სქემა: განკუთვნილია ჩვეულებრივი სარეალიზაციო თევზისთვის. ამ შემთხვევაში, რეზერვუარზე ან გალიაზე (სადოკზე) მაგრდება სპეციალური აბარა QR-კოდით. აბრა ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ სამი მეტრის მანძილიდან გარკვევით იკითხებოდეს.
- ინდივიდუალური მარკირება: გამოიყენება სანაშენე (საპლემენტო) თევზის იდენტიფიკაციისთვის (სურვილისამებრ). ამისათვის გამოიყენება:
- სპეციალური რგოლები ფარფლებზე;
- მიკროჩიპები, რომლებიც თავსდება ქერცლის ქვეშ, ზურგის ფარფლის მიდამოში;
- სპეციალური ნაჭდევები ფარფლზე.
ვადები და აღრიცხვის პროცედურა
მარკირების პროცესი უნდა დასრულდეს თევზის მეურნეობაში შეყვანიდან 60 დღის განმავლობაში. მარკირებული ობიექტების აღრიცხვას სახელმწიფო საინფორმაციო სისტემებში (მაგალითად, ვეტერინარული კონტროლის კომპონენტებში) ახორციელებენ ვეტერინარიის სპეციალისტები უსასყიდლოდ, მარკირებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
რეგულაციის მიზანი: ხარისხის კონტროლი და მიკვლევადობა
იდენტიფიკაციისა და აღრიცხვის სისტემების დანერგვა მიზნად ისახავს აკვაკულტურის ობიექტების სასიცოცხლო ციკლის სრულ მიკვლევადობას. ეს პროცესი გადამწყვეტია ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლისთვის. აღნიშნული რეფორმა სასურსათო უსაფრთხოების ტექნოლოგიური უზრუნველყოფის სახელმწიფო სტრატეგიის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს.
წყარო: AgroXXI.ru

