ანტიბიოტიკების ხანა დასრულდა, როგორია გადარჩენის შანსი
ბიოლოგია ერთ-ერთი ყველაზე თავბრუდამხვევად განვითარებადი მეცნიერება. ამ სფეროში შარშან ბევრი ძალიან საინტერესო მოვლენა მოხდა აღმოჩენა მოხდა, რომლებიც მნიშვნელოვნად იმოქმედებენ ჩვენ მომავალზე.
ერთ-ერთი მათ შორის არის ის რომ ანტიბიოტიკების ხანა, მალე წარსულს ჩაბარდება.
1928 წლის ზაფხულში,როცა ალექსანდრე ფლემინგმა თავის ლაბორატორიაში Penicillium notatum აღმოაჩინა, დაიწყო ახალი ეპოქა მეცნიერებისა, როცა მეცნიერებამ ბუნებას წინააღმდეგობა გაუწია, რაღაც სფეროში უპირატესობასაც კი მიაღწია. ამ დროიდან ანტიბიოტიკებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. უნდა ითქვას, რომ მეცნიერებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ამ მედიკამენტების ვარგისიანობის ვადა შეზღუდული იყო. თანამედროვე სპეციალისტების აზრით, რომელიც Wired ციტირებს, ანტიბიოტიკების ერა დასასრულს მიუახლოვდა.
ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი გამძლეობის ზრდა გარდაუვალია. დადგენილია რომ ბაქტერიებს აღმოაჩნდათ გენი, რომელიც მათ მედიკამენტებისგან იცავს და ისინი ამ გენს მარტო შთამომავლობას კი არა სამეზობლოსაც უზიარებენ. დღეს ეპიდემიოლოგებს მიეცათ შესაძლებლობა ამ მოვლენის მოდელირება თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით განეხორციელებინათ. მათ მიერ შეკრებილი ახალი მონაცემების მიხედვით, ანტიბიოტიკების ხანა გავლილია და ახლა ჩვენ უნდა გავარკვიოთ ანტიბიოტიკებისადმი მედეგი ბაქტერიები როგორ სწრაფად დაიპყრობენ სამყაროს და რა შეეძლებათ იღონონ ექიმებმა მათ შესაჩერებლად.
გასული წლის აგვისტოში 70 წლის ქალი ნევადიდან საავადმყოფოში მოხვდა თეძოს ინფექციით. Enterobacteriaceae ბაქტერიებმა, რომელმაც ქალბატონი დააავადეს მდგრადობა გამოავლინეს ბაზარზე არსებული ყველაზე ძლიერი ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ. რამდენიმე კვირის შემდეგ პაციენტს განუვითარდა სეპტიკური შოკი და გარდაიცვალა.
მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, ის არი, თუ ბაქტერიების უმრავლესობა როგორ სწრაფად შეიძენენ ანტიბიოტიკებისადმი გამძლეობას. ამის წინასწარ განსაზღვრა ძალიან ძნელია, ამბობს ამერიკის ანტიბიოტიკების, დაავადებათა ბრძოლის და კონტროლის სტრატეგიული ცენტრის საკოორდინაციო ჯგუფის უფროსი ჯინ პატელი, რომელიც იხსენებს, რომ პირველი შემთხვევა 2002 წელს დაფიქსირდა, ვანკომიცინის მიმართ გამძლეობა გამოავლინა სტაფილოკოკის შტამმა, რაც საშინელი სიახლე გახლდათ. საბედნიეროთ ამ წელს ვანკომიცინის მიართ სტაფილოკოკის ბაქტერიის გამძლეობის მხოლოდ 13 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან, საბედნიეროდ, ლეტალურად არცერთი დასრულებულა.
წყარო: hightech.fm